შიდა რაგბი

23:25 | 29.01.2018 | ნანახია 2605 - ჯერ

“ბათუმმა” სამხრეთ აფრიკელი მორაგბე დაიმატა

“ბათუმმა” სამხრეთ აფრიკელი გარემარბი, ბერნადო ბოთა დაიმატა. 29 წლის მორაგბეს აჭარული კლუბის რიგებში დებიუტი შაბათს, “ბაგრატთან” გასვლაზე მოგებულ (26:10) მატჩში ჰქონდა.

ბერნადო ბოთას საკმაოდ საინტერესო კარიერას აქვს და მას საუკეთესო სარაგბო საკლუბო ჩემპიონატში, სუპერ რაგბიში უთამაშია. ის 2010 წლის “ზე რაგბიში” “ლაიონსის” შემადგენლობაში 2-ჯერ გამოჩნდა.

გარდა ამისა, 2009-2010 “გოლდენ ლაიონსის” ღირსებას იცავდა, სადაც ვოდაკომის თასზე (ქარის თასის შემდეგ, საუკეთესო პირველობა სამხრეთ აფრიკაში) 8 შეხვედრა ჩაატარა და 4 ლელო გაიტანა. 2013 წელს “გრიფონსში” გადავიდა, სადაც ქარის თასის პირველ დივიზიონში 5-ჯერ ითამაშა, ხოლო 2014 წლიდან “სტევალ პუმასს” შუერთდა და ამ დროის განმავლობაში ვოდაკომის თასზე გამართულ 9 მატჩში 4 ლელო დადო, ქარის თასზე 12-ჯერ გამოჩნდა და 1 ლელოთი გამოირჩა, ხოლო პროვინციის თასზე 12-ჯერ ირაგბა და ასევე 1 ლელო გაიტანა.

2010-2013 წლებში ბოთამ 15-კაცა რაგბიზე დროებით უარი თქვა, რადგან სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან კონტრაქტი გააფორმა და 7-კაცა ნაკრებში თამაშობდა. ის “ქურციკების” კვართით 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიებში თამაშობდა, სადაც ჯამში 39 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეები 10-ჯერ დაალელოვა. ბერნადოს უთამაშია სამხრეთ აფრიკის 15-კაცა ნაკრების 19 წლამდელთა გუნდშიც.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:56 | 30.01.2018
თორღვა პანკელი (387)

ეგ მეც ვიფიქრე მაგრამ ცოტა ადრე რომ შეეძინათ, ევრო ასპარეზის სადღაც შუაში, ექნებოდა უფლება ეთამაშა ბათუმის ძირითადში ევროთასზე? როცა შეძლეს იყიდეს და სწორადაც მოიქცნენ, ჩემპიონატშიც გამოადგებათ და ცოტა უფრო შორს, მომავალ პერსპექტივაშიც ევროსარბიელზე. მე ის ფაქტი უფრო მახარებს რომ ასეთი სარაგბო ტრადიციების ქვეყნიდან, გაცილებით უფრო ძლიერ ჩემპიონატში მობურთალ მორაგბეს გაუჩნდა ინტერესი ითამაშოს საქართველოს ჩემპიონატში.

13:36 | 30.01.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

02:47 | 30.01.2018
dinamo222 (692)

თუ მაგდენი ფული ტრიალებს ჩვენ რაგბში რომ ტოპ ქვეყნებიდან იმატებენ მოთამაშეებს ჯობია ეცროთასებზე სათამაშოდ დახარჯონ !@

0.104004