იტალიის ნაკრები 6 ერის გათამაშებაში 2000 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმავლობაში საფრანგეთის ნაკრებთან მხოლოდ ორჯერ აქვს მოგებული. 2011 წელს "აძურიმ" საკუთარ მოედანზე "სამფეროვნები" დაძაბულ ბრძოლაში 22:21 დაამარცხა და სწორედ ამ მატჩის ვრცელ მიმოხილვას გთავაზობთ.
2011 წლის 6 ერში იტალიის ნაკრებმა მხოლოდ ეს მატჩი მოიგო და ბოლო საფეხურს დასჯერდა, საფრანგეთმა კი სამ მატჩში იმარჯვა და მე-2 ადგილზე გავიდა.
ცნობისთვის, "აძურიმ" ფრანგების მეორედ დამარცხება (23:18) 2013 წელს, ასევე საკუთარ მოედანზე შეძლო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია