2018 წლის 6 ერის ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად ერთი კვირა რჩება. დარჩენილ დროში კი, მაქსიმალურად შემოგთავაზებთ ამ გათამაშების კლასიკური მატჩების მიმოხილვებს.
რუბრიკას 2010 წლის უელსი - შოტლანდიის დაპირისპირებით ვიწყებთ. შეხვედრის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე, მასპინძლები 10-ქულიანი სხვაობით მარცხდებოდნენ, თუმცა 80 წუთის ამოწურვამდე ჯერ ლი ჰალფპენიმ დადო ლელო, რომელიც სტეფენ ჯონსმა გარდასახა, ხოლო შემდეგ ამ უკანასკნელმა ჯარიმა გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. გაწითებულ დროში კი შოტლანდიელები ლეგენდარულმა შეინ უილიამსმა დაალელოვა, ჯონსმა რეალიზაცია შეასრულა ზუსტად და უელსელებმა თითქოს დაუჯერებელი, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს - 31:24.
2010 წელს უელსმა 6 ერში მე-4 პოზიცია დაიკავა, ხოლო შოტლანდიამ მე-5 ადგილს დასჯერდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია