საერთაშორისო

0:10 | 27.01.2018 | ნანახია 1509 - ჯერ

კონორ ოშიმ ინგლისთან მატჩისთვის 31 მოთამაშეს უხმო

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კონორ ოშიმ, 6 ერის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩისთვის, რომელშიც მისი გუნდი შინ ინგლისს დაუპირისპირდება, 31 მოთამაშე გამოიძახა.

“აძურის” რიგებში ერთი დებიუტანტია – “ბენეტონის” 23 წლის ბურჯი მარკო რიცონი. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ მიჩელე კამპანიარო, ანჯელო ესპოსიტო, მარკო ფუსერი, ორნელ გეგა, ლეონარდო სარტო და ფედერიკო ზანი. საიუბილეო მე-100 შეხვედრას ჩაატარებს მეორეხაზელი ალესანდრო ზანი.

იტალიელები მრისხანე მეტოქესთან მატჩისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადებიან:

შერკინება

ბურჯები: სიმონე ფერარი (“ბენეტონი”, 8 კეპი), ანდრეა ლოვოტი (“ძებრე”, 20), ტიციანო პასკუალი (“ბენეტონი”, 2), ნიკოლა ქუალიო (“ბენეტონი”, 2), მარკო რიცონი (“ბენეტონი”, 0);
კვაჭები: ლუკა ბიჯი (“ბენეტონი”, 6), ლეონარდო ჯილარდინი (“ტულუზა”, საფრანგეთი, 89), ოლივიერო ფაბიანი (“ძებრე”, 4);
მეორე ხაზი: ჯორჯ ბიაჯი (“ძებრე”, 19), დინ ბადი (“ბენეტონი”, 6), ფედერიკო რუცა (“ბენეტონი”, 3), ალესანდრო ზანი (“ბენეტონი”, 99);
მესამე ხაზი: რენატო ჯიმარიოლი (“ძებრე”, 1), ჯოვანი ლიკატა (“ფიამე ორო რაგბი”, 3), მაქსიმ მატა მბანდა (“ძებრე”, 11), სებასტიან ნეგრი დე ოლეჯიო (“ბენეტონი”, 2), სერჯო პარისე (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, კაპიტანი, 129), აბრაჰამ სტეინი (“ბენეტონი”, 17);

უკანა ხაზი

ჰავბექები: ედოარდო გორი (“ბენეტონი”, 65), მარსელო ვიოლი (“ძებრე”, 8);
მგეზავები: ტომასო ალანი (“ბენეტონი”, 33), კარლო კანა (“ძებრე”, 25), იან მაკკინლი (“ბენეტონი”, 3);
შუამარბები და ფრთები: ტომასო ბენვენუტი (“ბენეტონი”, 45), გიულიო ბისენი (“ძებრე”, 7), ტომასო ბონი (“ძებრე”, 8), ტომასო კასტელიო (“ძებრე”, 5), ჯეიდენ ჰეივარდი (“ბენეტონი”, 3), მატიას ბელინი (“ძებრე”, 8);
ფულბექი: მატეო მინოცი (“ძებრე”, 3), ედოარდო პადოვანი (“ძებრე”, 14).

შეგახსენებთ, რომ 6 ერის გათამაშება 3 თებერვალს დაიწყება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081326