საერთაშორისო

23:10 | 26.01.2018 | ნანახია 3239 - ჯერ

კანადა თუ ურუგვაი? - ვინ იქნება საქართველოს ნაკრების ბოლო მეტოქე მსოფლიო თასზე?

2019 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრა რამდენიმე თვის წინ იყო და შესაბამისად, ოთხივე ჯგუფი დაბალანსდა. თუმცა, პლანეტის პირველობის საგზური ამ ეტაპზე მხოლოდ 15 გუნდს აქვს განაღდებული და 5 იღბლიანის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია.

საქართველოს ნაკრები იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე D ჯგუფში მოხვდა. “ბორჯღალონების” ორი მეტოქე, ავსტრალია და უელსი თავიდანვე ცნობილი იყო, სულ მალე მათ ოკეანეთის პირველი გუნდი, ანუ ფიჯი დაემატა და ერთი მეტოქეღა დარჩა გამოსავლენი. ჩვენი გუნდის ბოლო მოწინააღმდეგე ამერიკის მეორე გუნდი იქნება, რომლის ვინაობასაც კანადის და ურუგვაის ნაკრებები გამოავლენენ. ორმატჩიან დუელში გამარჯვებული D ჯგუფში მოხვდება.

ამერიკის კონტინენტის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა კი 28 იანვარს, საქართველოს დროით 05:10 საათზე დაიწყება. კანადის ნაკრები პირველ მატჩს ვანკუვერში ჩაატარებს, ხოლო 4 თებერვალს საპასუხო ჯახში ურუგვაი მონტევიდეოში დაუხვდება მეტოქეს.

აქვე გაგაცნობთ ორივე გუნდის შემადგენლობას, რომლებითაც ისინი უახლოეს მატჩში ითამაშებენ.

კანადა

უკანა ხაზი

15. ტეილორ პარისი, 14. ჯეფ ჰასლერი, 13. ბენ ლესეჯი, 12. ნიკ ბლევინსი, 11. დითიეიჩ ვან დერ მერვე, 10. კონორ ბრეიდი, 9. ფილ მაკი (კაპიტანი);

შერკინება

1. ჰუბერტ ბაიდენსი, 2. რეი ბარკვილი, 3. ჯეკ ილნიკი, 4. ბრეთ ბოკებუმი, 5. ჯოშ ლარსენი, 6. ევან ოლმსტედი, 7. მეთ ჰიტონი, 8. ტაილერ ერდრონი;

მარქაფა

16. ბენუა პიფერო, 17. დუსტის სერს-დურუ, 18. კოულ კეითი, 19. ადმირ სევანოვიჩი, 20. ლუკას რამბოლი, 21. გორდონ მაკრორი, 22. პატრიკ პერფრი, 23. ბროკ სტელერი

მწვრთნელი: კინგსლი ჯონსი

ურუგვაი

უკანა ხაზი

15. როდრიგო სილვა, 14. ლეანდრო ლეივასი, 13. ხუან მანუელ კეტი, 12. ანდრეს ვილასეკა, 11. ნიკოლას ფრეიტასი, 10. ფელიპე ბერჩესი, 9. სანტიაგო არატა;

შერკინება

1. მატეო სანგუინემეტი, 2. ჟერმან კესლერი, 3. მარიო სეგარიო, 4. იგნასიო დოტი, 5. როდრიგო კაპო ორტეგა, 6. ხუან გამინარა, 7. ფრანკო ლემანა, 8. ალეხანდრო ნიეტო

მარქაფა

16. კარლოს პომბო, 17. მატიას ბენიტესი, 18. ხუან ეჩევერია, 19. მანუელ ლეინდეკარი, 20. როდოლფო გერესე, 21. აგუსტინ ორმეჩეა, 22. გასტონ მიერესი, 23. ხოაკინ პრადა.

მწვრთნელი: ესტებან მენესესი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085237