ბორჯღალოსნები

20:16 | 25.01.2018 | ნანახია 2179 - ჯერ

სანაკრებო ვერტიკალის მწვრთნელების შეხვედრა

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი, მილთონ ჰეიგის ხელმძღვანელობით, სანაკრებო ვერტიკალზე (20-წლამდელები, 18-წლამდელები, აკადემია, 7-კაცა) მომუშავე მწვრთნელებს შეხვდნენ და მათ გასული წლის ნოემბრის კამპანიის მიზნებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრეს.

„ეს ძალიან კარგია კომუნიკაციისა და კოორდინაციისთვის. ასეთი მასშტაბური შეხვედრები, რომელსაც მთელს სანაკრებო ვერტიკალზე მომუშავე მწვრთნელები ესწრებიან, წელიწადში სამჯერ, ყოველი სანაკრებო კამპანიის დასრულების შემდეგ იმართება“ - ამბობს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი ბაჩო ხურციძე.

კონკრეტულად დღევანდელი შეხვედრის თემას ნოემბრის ტესტ-მატჩები წარმოადგენდა. ჰეიგთან ერთად, თითოეული პოზიციის მწვრთნელმა თუ სპეციალისტმა (შეტევის, დაცვის, შერკინების, ფიზ.მომზადების), დეტალურად ისაუბრა განვლილ პერიოდზე, დასახულ ამოცანებზე და მიღწეულ შედეგებზე.

„ეს იყო ინფორმაციული შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ჩვენი მიზანია, რომ სანაკრებო ვერტიკალზე ყველა მწვრთნელმა იცოდეს რა კეთდება ეროვნულ ნაკრებში, რათა ასაკობრივ გუნდებშიც იგივე მეთოდოლოგია დაინერგოს და არ გვქონდეს წყვეტა“ - ამბობს ხურციძე.

სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს შორის მსგავსი შეხვედრები ეტაპობრივად იმართება, შემდეგი ასეთი მასშტაბური შეხვედრა კი რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაიმართება.

www.site.rugby.ge


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:30 | 28.01.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

11:29 | 26.01.2018
GiorgiG83 (525)

მეგონა ეს ვერტიკალი 2014-15 წლიდან "მუშაობდა"
(რაც ილო მაისურაძე ახალგაზრდულის შტაბიდან უფროს ბორჯღალოსნებში მწვრთნელის ასისტენტადაც მუშაობდა)

0.382184