საერთაშორისო

23:15 | 24.01.2018 | ნანახია 1443 - ჯერ

უელსს წამყვანი მგეზავები გამოაკლდა

უელსის ნაკრებს პრობლემები არ ელევა. 6 ერის ჩემპიონატის დაწყებამდე ათიოდე დღით ადრე, “დრაკონებს” ორი წამყვანი მგეზავი დენ ბიგარი და რის პრისტლენდი გამოაკლდათ.

როგორც ირკვევა, 28 წლის ბიგარი მხრის ტრავმის გამო საწყის სამ ტურს გამოტოვებს, ხოლო პრისტლენდის დაზიანება კიდევ უფრო მძიმეა და ის 2018 წლის 6 ერში საერთოდ ვერ ითამაშებს.

უორენ გეტლანდს განაცხადში სამი მოთამაშე დარჩა, რომელთაც 10 ნომერზე თამაში შეუძლიათ: გარეთ ენსკომბი (“კარდიფ ბლუზი”), რის პეტჩელი (“სკარლეტსი”) და ოუენ უილიამსი (“გლოსტერი”).

შეგახსენებთ, რომ 6 ერის გათამაშება სტარტს 3 თებერვალს აიღებს და უელსის ნაკრები პირველ ტურში “ფრინსიფალითი სთედიუმზე” შოტლანდიას უმასპინძლებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091575