ბორჯღალოსნები

18:50 | 24.01.2018 | ნანახია 3518 - ჯერ

ბორჯღალოსანთა შემადგენლობა თებერვლის მატჩებისთვის

ბორჯღალოსების სამწვრთნელო შტაბმა 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. წლის პირველ შეხვედრას ბორჯღალოსნები ბელგიის წინააღმდეგ 10 თებერვალს, ქუთაისში გამართავენ.

ნაკრების არსებობის 28-წლიან ისტორიაში ბორჯღალოსნები ქუთაისში მესამედ ითამაშებენ. პირველი შეხვედრა 1989 წელს (12 სექტემბერს) გაიმართა. მაშინ ქუთაისს ზიმბაბვეს ნაკრები ეწვია და საქართველომ პირველ, ისტორიულ მატჩში მეტოქე 16:3 დაამარცხა.

2005 წლის 12 ივნისს ბორჯღალოსნებმა მაშინდელი ერთა თასის ეგიდით ქუთაისში ჩეხეთი მიიღეს, მეტოქეს 11 ლელო გაუტანეს, 75:10 დაამარცხეს და გატანილ-გაშვებული ქულათა უკეთესი სხვაობით წელი პირველ ადგილზე დაასრულეს.

‘აია არენაზე’ ბორჯღალოსნები პირველად ითამაშებენ. შეხვედრა 14 საათზე დაიწყება.

ამ თამაშიდან ერთ კვირაში, 17 თებერვალს, საქართველო გერმანიას ეწვევა და ჩვენი დროით 17:30 საათზე მასპინძელთა გუნდს ოფენბახში შეხვდება.

ბორჯღალოსნებს ბელგიელებთან აქამდე 3-ჯერ, ხოლო გერმანელებთან 6-ჯერ უთამაშიათ და ორივე მეტოქესთან 100%-იანი შედეგი აქვთ.

ორი დებიუტანტი გაფართოებულ რაზმში

პირველი ორი მატჩისთვის შერჩეულ 36-კაციან გაფართოებულ სიაში ორი ისეთი მორაგბეა, რომელთაც ბორჯღალოსნების კვართით ჯერ არ უთამაშიათ. ორივე პოტენციური დებიუტანტი მესამეხაზელია - მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი) და საქართველოს ჩემპიონის, გორის ‘ჯიქის’ კაპიტანი გურამ შენგელია.

მთლიანობაში, 36 მორაგბედან 24 ლეგიონერია, ხოლო 12 დიდ 10-ს წარმოადგენს. დიდი 10-ის კლუბების მოთამაშეები, ასევე ციმბირული კლუბების ლეგიონერები, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით შევარდენზე კვირაში 3-ჯერ ვარჯიშობენ, ხოლო უშუალოდ ბელგიასთან მატჩისთვის მზადება და შეკრება კი, 4 თებერვალს დაიწყება.

ამ ორი თამაშისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში არიან გამოცდილი ბორჯღალოსნები:

მიხეილ ნარიაშვილი, კახა ასიეშვილი, ზურაბ ჟვანია, ანტონ ფეიქრიშვილი, ლევან ჩილაჩავა, შალვა მამუკაშვილი, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, ვიტო კოლელიშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, ვასილ ლობჟანიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, ლაშა მალაღურაძე, მერაბ შარიქაძე, დავით კაჭარავა, ალექსანდრე თოდუა, ბექა წიკლაური და მერაბ კვირიკაშვილი.

შედარებით ახალბედები არიან თორნიკე მატარაძე, ლაშა ტაბიძე, ბადრი ალხაზაშვილი, გიორგი ჭყოიძე, ნოდარ ჭეიშვილი, ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, გელა აფრასიძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი კვესელაძე, გიორგი კოშაძე, ანზორ სიჭინავა, იოსებ მათიაშვილი და გიორგი ფრუიძე. ახალბედებს შორის ყველაზე მეტი - 13 კეპი ფრუიძის ანგარიშზეა, თუმცა მან ბორჯღალოსანთა კვართით ბოლოს ერთი წლის წინ, სწორედ ბელგიასა და გერმანიის წინააღმდეგ ითამაშა. 2 სანაკრებო კეპი სწორედ ერთი წლის წინ, ბელგია-გერმანიასთან მოიხვეჭა ჭყოიძემ, ხოლო სიჭინავამ ერთადერთი კეპი 2016 წლის ნოემბერში, იაპონიასთან მოიხვეჭა.

მსოფლიოსთვის მზადება იწყება

მილთონ ჰეიგი ამბობს, რომ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების კუთხით, 2018 წელს გასამართ მატჩებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება:

„ვიწყებთ მზადებას 2019 წლის მსოფლიო თასისთვის და ღირშესანიშნავი დრო დაგვიდგა, რადგან ახალი სეზონის საწყისია მათთვის, ვინც ჩართულნი ვართ ნაკრების მუშაობაში. 2018 წლის დაწყებასთან ერთად, ვგეგმავთ იმ სელექციისა და გეგმების წარდგენას, რომელიც გავლენას იქონიებს 2019 წლის მსოფლიო თასის სტრატეგიასა და მიზნებზე.

„იმ მორაგბეებმა, რომლებსაც უახლოესი 12 თვის განმავლობაში შევარჩევთ, უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ პერიოდში მათ დიდი ყურადღებით დავაკვირდებით, რათა დავადგინოთ ნამდვილად იმსახურებენ თუ არა, რომ იაპონიაში ჩვენ ქვეყანას წარმოადგენდნენ“.

ჰეიგმა ორი უახლოესი თამაშისთვის შერჩეული მორაგბეების შესახებ განაცხადა:

„გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი თამაშისთვის დავასახელეთ, შედგება გამოცდილი, სტაბილური მოთამაშეებისგან. მათ საკუთარი შესაძლებლობები არაერთხელ დაამტკიცეს. ასევე არიან ახალგაზრდა მორაგბეები, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ კარგი მომავალი აქვთ. მათ შორის შევარჩიეთ ის ადგილობრივი მოთამაშეები, რომლებიც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში გულმოდგინედ ვარჯიშობენ და საუცხოოდ ირჯებიან დიდი 10-ის თამაშებში.

„მსოფლიო თასისთვის მზადების ოფიციალურად დაწყებამდე სულ რაღაც 18 თვე რჩება და თითოეულ შესაძლებლობას, თითოეულ ცდას, როგორც ვარჯიშისას, ასევე თამაშზე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. ყველას, ვისაც სურს, რომ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის განიხილებოდეს, ძალ ღონე არ უნდა დაიშუროს და წინ დიდი ნაბიჯი გადადგას“

საქართველოს ბორჯღალოსნები

რაზმი 2018 წლის "რაგბი ევროპის" თებერვლის მატჩებისთვის

1989 - 2017 206 ტესტი | 252 ბორჯღალოსანი | სრულად

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

108

16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

67

7ლ 2სბ

ბექა წიკლაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1989

27

4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ]

გიორგი ფრუიძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1994

13

2ლ

სოსო მათიაშვილი

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1993 6

4ლ 10გ 6ჯ [58 ქ]

ანზორ სიჭინავა

აკადემია [საქ დ 10]

1995

1

სბ

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

104

22ლ [4 კაპ] 2სბ

მერაბ შარიქაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

57

11ლ [10 კაპ]

გიორგი კოშაძე

რუსთავის ხარები [საქ დ 10]

1996

8

4ლ

გიორგი კვესელაძე

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1997 2

:

10

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

79

4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ

10

ლაშა ხმალაძე

ბათუმი [საქ დ 10]

1988

58

7ლ 4გ [43 ქ]

10

რევაზ ჯინჭველაშვილი

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1995

6

:

9

გიორგი ბეგაძე

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1986

60

2სბ

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

27

5ლ

9

გელა აფრასიძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1998

3

:

შერკინება [ფორვარდები]

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

47

2ლ სბ

1

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

29

3ლ

1

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991

29

8ლ 2სბ

1

თორნიკე მატარაძე

ლიონ [სფრ ტოპ 14]

1996

5

სბ

2

შალვა მამუკაშვილი

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1990 49

4ლ

2

ბადრი ალხაზაშვილი

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1995

5

:

2

გიორგი ჭყოიძე

გორის ჯიქი [საქ დ 10]

1991

2

:

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ14]

1991

35

5ლ სბ

3

ანტონ ფეიქრიშვილი

კარდიფ [უელ პრო 12]

1987

24

5ლ 2სბ

3

ლაშა ტაბიძე

ბორდო [სფრ ტოპ 14]

1997

4

:

2ხ

გიორგი ნემსაძე

ბრისთოლ [ინგ ჩემპ]

1984

76

13ლ 5სბ

2ხ

კოტე მიქაუტაძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

54

2ლ 3სბ

2ხ

ნოდარ ჭეიშვილი

შონბრი [სფრ ფედ1]

1990

7

:

3ხ

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1989

44

4ლ [1 კაპ] 2წბ 6სბ

3ხ

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

41

10ლ სბ

3ხ

ლაშა ლომიძე

ლონდონ აირიშ [ინგ პრემ]

1992

36

5ლ + შ სბ

3ხ

ოთარ გიორგაძე

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1996

7

3ხ

გიორგი ცუცქირიძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1996

6

სბ

3ხ

მიხეილ გაჩეჩილაძე

ენისეი [რუს სუპერ]

1990 0

:

3ხ

გურამ შენგელია

გორის ჯიქი [საქ დ 10]

1992 0

:

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:59 | 28.01.2018
zangura (109)

შუბუთიზე საფრანგეთში გადავიდა?

15:43 | 29.01.2018
GiorgiG83 (525)

კი, ფედერალშია

17:35 | 26.01.2018
qomagi (248)

მჭედლიძის თავს რა ხდება, არც გუნდში აკარებენ ხშირად ძირითადს და არც მილტონი სწყალობს. მის თამაშს ვუყურე ცოტა ხნის წინ და მართალია გადასარევად არ უთამაშია, მაგრამ არც ვინმეზე ნაკლები იყო. ისე წონა კი აქვს აკრეფილი.

21:31 | 25.01.2018
DataN24 (215)

ამ მჭედლიძეს რა ეტაკა ძლივს მიეცა მის გუდნს შანსი ორი წელი გადაბმულად ითამაშოს ტოპ 14 და რაღა ახლა დაკარგა მოტივაცია, მეორე ხაზში ამ გუნდებთან ლომიძეც დადგება და სხვებიც მარა მსოფლიოსთვის მიქაუტაძის იმედად ვრჩებით ნემსო უკვე ასაკშია და ეგ პოზიცია მაფიქრებს ძალიან :/

13:15 | 26.01.2018
maxo_65 (458)

ოთო გიორგაძე ახალგაზრდულში მეორე ხაზში თამაშობდა, არიან კიდევ კარგი ბიჭები, ასე რო უიმედოდ არ უნდა ვიყოთ..ზოგადა მესამე ხაზელებსაც შეუძლიათ მეორე ხაზში დადგომა, ასევე პირიქით

18:22 | 25.01.2018
maxo_65 (458)

ისე რაც უფრო განვითარდება ჩვენი დივიზიონი უფრო უკეთესი იქნება, პირველ რიგში კარგ სტადიონებზე უნდა დანიშნონ თამაშები, მეტი რეკლამა და ხალხის მოზიდვა უნდა მოახერხონ, ასე დონეც წამოიწევს წინ დაიქნებ მერე 6 ერის კარიც გახსნან..

11:34 | 26.01.2018
GiorgiG83 (525)

ფირა (რაგბი ევროპა) რარაც მახინჯი წანაზარდია, მისი მოვალეობა უნდა იყოს რომ სავალდებულო გახდეს - ნორმალური სტადიონი, ნორმალური ხარისხის რეპორტაჟი - სავალდებულოდ და ა.შ.

18:18 | 25.01.2018
maxo_65 (458)

კაკოვინზე მეც მწყდება გული, სუთიაშვილიც ძალიან გამოგვადგებოდა, მით უმეტეს სათამაშო პრაქტიკა აქვს, ბინგო ალბათ ასრულებს კარიერას... ჩემი აზრით ბათუმის 2 ნომრის გამოძახებაც საინტერესო იქნებოდა, მამრიკიშვილის..

18:49 | 25.01.2018
GiorgiG83 (525)

მამრიკიშვილი შეიძლება იმ კომპონენტში რასაც "შეკვრა" ჰქვია ჭყოიძეზე უკეთესი იყოს, მარგამ ჭყოიძე იყო დრო 8 ნომრად ირჯებოდა ლელოში (არმიიდან მაისურაძის ლელოში გადასვლამდე) და ამიტომ შეიძლება რაღაც ნიუანსებში ისე ვერაა მარგამ დინამიური და ხელდახელ მობურთავე კვაჭია

დუდუც (ტრავმა) თვალში გხვდება ამბავია

19:48 | 25.01.2018
maxo_65 (458)

დუდუ ჩემი ფავორიტია, ჭყოიძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ მამრიკიშვილი მომეწონა ძალიან ევროთასებზე

18:15 | 25.01.2018
maxo_65 (458)

რა რუსეთი, რის რუმინეთი და მიტ უმეტეს გერმანია თუ ძმა ხარ, ენისეიში და კრასნი იარში მთავარი სიტყვა ლეგიონერებს ეთქმის რომლებიც გუნდის 70$-ია...ეს იმას არ ნიშნავს რომ ყურადღებით არ უნდა ვიყოთ, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველო მტელი ტავიტ მაღლა დგას სხვებთან შედარებით...ჩემს აზრს არავის ვახვევ ტავზე, მაგრამ მაინც მგონია შარშან რუმინეთს ხელი შევუწყვეთ, მათაც რომ ქონდეთ საპრეტენზიო 6 ერზე..რაც შეეხება 7-კაცას , ცვენც მოგვიგია ინგლისისთვის საფრანგეთისთვის, უელსისთვის, შოტლანდიისთვის, მაგრამ 15-კაცაში ჯერჯერობით ჩამოვრჩებით..კენია საერთო დაფრინავს 7-კაცაში..ჩვენც უნდა განვავითაროთ,სალაპარაკო არაა..მე იმედიანად ვარ.გადავუვლით ყველას..

13:09 | 25.01.2018
GiorgiG83 (525)

რაც თვალს მოხვდა:
ვასილ კაკოვინი - მიუხედავად ვასკაზე უარის თქმისა - ამით ნაკრებს თითოს ჯერ არაფერი დაშავებია და ამიტომ აქ კითხვა მოხსნილია
ჯაბა ბრეგვაძე - გასაგებია რომ საზერაგბო სამზადისის გამო ვერ იცლის / ვერ მოვაცდენთ
გიორგი ჩხაიძე - ბინგო მე-2 ხაზელების დეფიციტის ფონზე ალბათ დაგვჭირდებოდა
შალვა სუთიაშვილი - მე-2 ხაზელების დეფიციტის ფონზე ალბათ დაგვჭირდებოდა (იმ დათქმით რომ კლუბში ეს სეზონია მე-2 ხაზში ირჯება)
ბექა გორგაძე - ბექა ბიწაძე - მოვისაკლისეთ ტრავმების გამო
ასევე ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება მირიან მოდებაძე
აი თამაზ მჭედლიძის ფორმიდან ამოვარდნა კი მაფიქრებს - იმედია ძველებურად დაბრუნდება

ასე, რომ მილტონმა რადგან დაანონსა სამსოფლიო სამზადისის დასაწყისი და რადგან ხელთ არსებული რესურსიდან ოპტიმალური შემადგენლობა შეკრიბა (+შესაძლო ინგლისელების სტურმობა) გამოდის რომ ამ "მონსტრების კორპორაციით" რუმინეთს შარშანწინდელლის გამეორებას უპირებს

11:06 | 25.01.2018
ilarioni (138)

გუგა ორ რამეში ვერ დაგეთანხმები. ერთი "საუბედუროში", იმიტომ რომ, რაც მეტი ძლიერი კონკურენტი გვეყოლება მით უკეთესი და მეორე, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად იმატა ჩვენი დივიზიონის დონემ და აქ არ არის მხოლოდ ორი გუნდი, რომელიც სათანადოდ უნდა შევაფას-დავაფასოთ. ბელგიასთან პირველი თამაში გვაქვს, რაც ტრადიციულად ყოველთვის გვიჭირს, რაც ეხება ესპანეთს მიუხედავად საშინაო მატჩისა, ესპანეთიც ყოველთვის უხერხული მეტოქე იყო ჩვენთვის და ჩემი აზრით აქაც არაფერი შეცვლილა, პირიქით შვიდკაცას ტურნირებზე სისტემატურად კარგი გამოსვლით ესპანელებს კიდევ უფორ მომატებული აქვთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ოლიმპიადაზე გავიდნენ და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. რაც ეხება გერმანიას, შვიდკაცას, საფრანგეთში ლეგიონერების და შიდა ჩემპიონატის დონის მომატების ხარჯზე გერმანია სულ სხვა გუნდია, რუმინეთს რა გგონიათ შემთხვევით მოუგო? არრავითარ შემთხვევაში, რუმინეთს მოუგეს სრულად დამსახურებულად. და ბოლოს რუსეთი, რომელსაც მართალია ლეგიონერი არ ყავს იმდენი რამდენიც გერმანიას, თუმცა მანაც შვიდკაცას და ენისეის და კრასნი იარის გაძლიერების საფუძველზე საგრძნობლად მოუმატეს და შეთამაშება, რომ არ აკლიათ ეს ჩვენც ვიცით. ასე რომ დროა რეალობას გავუსწოროთ თვალი, რაც იმაში მდგომარებს, რომ ჩვენი დივიზიონი გვინდა თუ არ გვინდა საკამოდ გაძლიერდა სხვა ქვეყნების რაგბთან დაკავშირებით სწორი პოლიტიკის საფუძველზე. ვხედავთ და ვხედავდით რა მნიშვნელოვანი არის და იყო შვიდკაცა რაგბის განვითარება მაგრამ წლებია ამ კუთხით ნული გაკეთდა. მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებმა თავიდანვე სწორი პოლიტიკა აირჩიეს ამ მიმართულებით. შიდა ჩემპიონატის დონეს რაც ეხება აქაც მართალია პროგრესი არის მაგრამ მინიმალური და ეს ყბადაღებული ევროტურნირებში ჩართვაც ოცნებად რჩება, ჩემი აზრით ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაო უნდა ჩაატაროს რაგბის კავშირმა, წინააღმდეგ შემთხვევაში წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი დივიზიონის გუნდები დაგვეწევიან, რაც ჩემი აზრით უკვე ხდება კიდეც და რაგბის მაღალჩინოსნებიც გვეტყვიან, რომ მშვენივრად ხართ მანდ სადაც ხართო. ამ ეტაპზე კი მაქსიმალურად ზურადღებით უნდა ვიყოთ ყველა თამაშზე, განსაკუთრებით, გერმანიის წინააღმდეგ თამაშს გამოვყოფდი, იმიტომ რომ გასვლაზე ვთამაშობთ, ყველაფერთან ერთად.

17:48 | 25.01.2018
jora84 (183)

ენისეი და კრასნი იარი გაძლიერდნენ ლეგიონერების ხარჯზე, გერმანიას რაც შეეხება მწვრთნელი შეცვალეს და ნახევარი ნაკრები ბოიკტზეა, რის სწორ განვითარებაზეა საუბარი? გერმანიამ რუმინეთს რომ მოუგო სრულიად ,,დამსახურებულად'' ერთი კვირის თავზე +44 დაუსვი რუსთავში და მაგან უნდა გაგიწიოს წინააღმდეგობა? ესპანეთი თბილისში უხრხული მეტოქე არასდროს არ ყოფილა ჩვენთვის.

09:55 | 25.01.2018
გუგა80 (177)

ბოლო წლებში ერთა თასზე ტრადიციულად 4 არაფრის მომცემი და ერთი "ძალით" მოტივირებული შეხვედრები გვქონდა.
საუბედუროდ შარშანდელმა წელმა ეს რეალობა უარესობისკენ შეცვალა და ამჯერად 2 მეტ-ნაკლებად საინტერესო თამაში გველის.
1) დანარჩენ სამ გუნდთან თამაში კვლავ არ არის აღნიშნვნის ღირსიც.
2) სხვისი არ ვიცი და შარშან რუსეთთან მოგებულმა თამაშმა, არც თუ ცოტა კითხვის ნიშანი დამიტოვა. თან იმის გათვალისწინებით, რომ წელს გასვლაზე ვთამაშობთ და მათი მორაგბეები მშვენივრად ირჯებიან საკლუბო ევროპულ ტურნირზე დარწმუნებული ვარ, რომ მოგება მინიმუმ ადვილი არ იქნება. ტოტალიზატორშიკების ენაზე რომ ავსხნა 10.0 კუშებზე მონადირეებისათვის კარგი სამიზნეა ეს მატჩი.
3) რუმინეთთან მატჩს ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, რადგანაც ჩემნაირ იმედგაცრუებულ გულშემატკივარს სრულფასოვანი რევანში სწყურია!!! ამ მატჩში რუმინეთსაც და ევროპასაც უნდა დავანახოთ რომ ის უსახური წაგება წამიერი ჩავარდნა და შემთხვევითობა იყო. ამ მატჩში რუმინეთს უნდა ჩავუტაროთ ისეთი გაკვეთილი რომელიც არასდროს ჩატარებულა და სარეკორდო სხვაობით უნდა დავამრცხოთ!

17:44 | 25.01.2018
jora84 (183)

რომელი მათი მორაგბეები? ჩელენჯის ბოლო ტურში ორ გუნდში სასტარტო 30 კაციდან 12 იყო რუსი, მეორეც რომელ კლუბებთან თამაშობენ მშვენივრად? აკადემიის და ესპუარების ნაზავთან?

15:34 | 25.01.2018
GiorgiG83 (525)

2) სხვისი არ ვიცი და შარშან რუსეთთან მოგებულმა თამაშმა, არც თუ ცოტა კითხვის ნიშანი დამიტოვა. თან იმის გათვალისწინებით, რომ წელს გასვლაზე ვთამაშობთ და მათი მორაგბეები მშვენივრად ირჯებიან საკლუბო ევროპულ ტურნირზე დარწმუნებული ვარ, რომ მოგება მინიმუმ ადვილი არ იქნება. ტოტალიზატორშიკების ენაზე რომ ავსხნა 10.0 კუშებზე მონადირეებისათვის კარგი სამიზნეა ეს მატჩი.

უმიზნონ...
მაგ "კუშ"_ზე რეალურია ჩვენ რომ დავსვათ 10 და მეტი კუში 10ეულის გუნდებთან
ომს არტილერია იგებს, რაგბს კი შერკინება

09:30 | 25.01.2018
ilarioni (138)

ვფიქრობ გერმანია სათანადოდ უნდა დავაფასოთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ რუმინეთს მოუგო შარშან, თანაც სულ სხვა გუნდია ვიდრე 2-3 წლის წინ იყო

15:36 | 25.01.2018
GiorgiG83 (525)

სათანადად უნდა დააფასო ყველა - ეს აქსიომაა
რუმინეთმა გერმანიასთან მარტო იმიტომ წააგო რომ არ დააფასა ანალოგიურად მოგვივიდა ჩვენ რუმინეთთან - რუმინეთს ჩვენთვის არ მოუგია - ჩვენ წავაგეთ

00:22 | 25.01.2018
erovnuli-nakrebi (224)

ისე ცოტა უხერხულია ქუთაისში მარტო მესამე თამაში რომ არი

22:49 | 24.01.2018
BEERTRANCE (1073)

ნერვის შეტოკების გარეშე უნდა მოვიგოთ ეგ 2 თამაში.

21:12 | 24.01.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებულ ვარჯიშს და გამარჯვებებს გისურვებთ ბიჭებო ! ! !

20:58 | 24.01.2018
temuchin (431)

გორგაძე მაკლია ძალიან, წარმატებები ბიჭებო, თქვენთან ვარ ორივე თბილისურ მატჩზე.

20:52 | 24.01.2018
LApaata (115)

კაი შემადგენლობაა. მჯერა წელს უფრო მოუმატებენ აფრასიძე, კვესელაძე და მათიაშვილი მსოფლიოზე იმედი მაქვს ახალ ვარსკვლავებად წარმოაჩენენ თავს. ძალიან მინდა ლობჟანიძემაც წინანდელად გააგრძელოს პროგრესი რომ მსოფლიოზე გაიბრწყინოს. წარმატებები ჩვენს ლომებს!

20:30 | 24.01.2018
maxo_65 (458)

გაჩეჩილაძეც კარგია და შენგელიაც ..მომწონს ამ ბიჭის თამაში..

19:08 | 24.01.2018
თორღვა პანკელი (387)

კაია გაჩეჩილაძე რომ გამოიძახა, კლუბში ისე კარგად გამოდის რომ იმსახურებს შანსს ნაკრებშიც აჩვენოს რა შეუძლია, იმედია კაი რაგბს ითამაშებს მაგრად გვჭირდება მესამე ხაზელები, წარმატებები ბიჭებო რაგბი ჩვენი თამაშია!

15:42 | 25.01.2018
GiorgiG83 (525)

ბურჯების შემდეგ ყველაზე დიდი არჩევანი გვავს მე-3 ხაზში: ვიტო, კოკი, ლაშა, ოთია, 2 ბექა, ცუცქირიძე, იგივე გაჩეჩილაძე ავე შეიძლება ახსენო ჯერ საქმეში უნახავი სორდია, საფრანგეთში გადაბარგებული შუბითიძე, მუდმივად საკაკრებოდ მზად მყოფი, მრგამ ბოლო დროს "დაწუნებული" სუთიაშვილი, ნაკრებში რომ განიხილავენ ისეთი სპანდერაშვილი და ივნისის მერე კიდევ 2-3_ს რომ ექნება საამისო პოტენციალი და ამბიცია

პრობლემები სხვაგან უფრო გვაქვს

17:00 | 28.01.2018
zangura (109)

და შუბითიძე სად გადავიდა??

20:37 | 25.01.2018
თორღვა პანკელი (387)

სხვაგან სად რაღა დარჩა ერთი უკანა ხაზია და იქაც გადასარევი ბიჭები არიან უკვე წამოსული, რა ჯობია მერე მაგას, რაც უფრო მეტი სიღრმე გვექნება ყველა პოზიციაზე მით უკეთესი, უბრალოდ გაჩეჩილაძე აშკარად იმსახურებს რომ გასინჯონ ნაკრებში და კაია რომ გამოიძახა.

12:59 | 26.01.2018
GiorgiG83 (525)

საად?


კვაჭი ვინც მეტნაკლებად სანაკრებო დონეს აკმაყოფილებს გვყავს 4
ჯაბა - სათამაშო დროის სიმცირეს განიცდის
შალვა - სტაბილურად საზღვარგარეთ ადგილი ვერ დაიმკვიდრა (სათამაშო დროის სიმცირეს განიცდის)
ბადრი - სათამაშო დროის სიმცირეს განიცდის (ვერ გაცდა ესპუარებს)
ჭყოი - დიდი 10_ში ირჯება (მხოლოდდამხოლოდ)

მეორე ხაზი:
კოტე - სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს (+აქვს პოტენციალიც)
ნემსო - 34 წლის ხდება და ბოლო 2 წელია უმაღლეს დონეზე ვერ ასპარეზობს ან სათამაშო დროის სიმცირეს განიცდის
ბინგო - 37 წლის ხდება და დიდი ხანია უმაღლეს დონეზე აღარ უთამაშია
სუთიაშვილი - 34 წლის ასაკში მესამედან მეორე ხაზში გადაწიეს კლუბში
ჭეიშვილი - უმაღლეს დონეზე თავი ვერ დაიმკვიდრა
მაისურაძე - ბოლო დროა რაც პრო დ2_ში ათამაშდა
არჩუაშვილი - რუმინეთიდან ლეგიონერი მილტონის თვალტახედვაში ვერ ხვდება
ჯაიანი - ჯერ 20 წლისაა
დიდი 10_ში 2 მეტრი სიმაღლის მხტომელი ფიზიკურად არ გვყავს (197 სმ ყველაზე მაღალია)
კვაჭაძე, ბაბუნაშვილი, ზოიძე - სამივე ესპუარებიდანვე მოაბრუნეს ფრანგებმა
სორდია / გიორგაძე - მეორე ხაზელებად გავუშვით და კლუბებში გაამესამე ხაზელეს...

ჰავბექი:
ვასკა, რომელიც ვერ ისე ვერ პროგრესირებს როგორც ვისურვებდით
გელა - ჯერ ესპუარია და 20 წლისაა
ბეგო / ნიკორა - დიდი 10
სხვა 9 ნომერი მილტონის ხედვის არეში არც მოხვედრილა

მგეზავი:
ხმალაძე - "უფეხო" მგეზავია და ალბათ ამიტომ ვერ გაცდა დიდი_10ს და აქ კი აშკარად ვერ ვითარდება (ან როგორ განვითარდება)
ჯინჭველაშვილი - დიდი 10
მალაღურაძე - ცენტრია, უბრალოდ როცა გვიჭირს მგეზავად ვაყენებთ
აბჟანდაძე - ჯერ 18 წლისაა

გარემაბრი:
ნომინალური გარემაბრი ვისაც საზღვარგერეთის გამოცდიელბა ექნება არ გვყავს -
თაზო - ცენტრია და ზოგჯერ კლუბში ფრთაზეც ირჯება
თოდუა - რაც 30 წელს გადაცდა და საფრანგეთიდან ლელოში დაბრუნდა ცენტრში ირჯება
მირიანი, სოსო და სვანიძე - სამივე ფულბექია
ფრუიძე და კოშაძე - ცენტრია და თაზოსავით გასაჭირის გამო ვწევთ ფრთაზე
სიჭინავა - ნომინალური გარემარბია, რომელიც დიდი 10_ს ჯერ ვერ გაცდა

შუამარბი:
ბუკა - სანაკრებო დონეს აკმაყოფილებს, საიმედო და სტაბილურია
კაჭი - 33 წლის ხდება და...
კვესელაძე - ჯერ 21 წლის არ გამხდარა და თან დიდი10_ს ვერ გაცდენია

ფულბექი:
მეკო - ასაკი თავისას შვება (წელს 35 ის ხდება)
წიკო - დიდი 10 და მხოლოდ გასაჭირში თუ ანდობ ადგილს ნაკრებში
სოსო - ვნახოთ, იმედია დიდი 10_ს დააღწევს თავს და მოუმატებს
მირიანი - ჯერ 21 _ის არ გამხდარა, დიდი 10_ში ხმალაძე დაემართება

ამ სიღრმით და კვალიფიკაციით დიდი მიზნებისთვის უბრალოდ ვერ იბრძოლებ

კარგია, რომ გაჩეჩილაძე დამატებით კონკურენციას შექმნის
უკანახაზი მთელი 5 პოზიციაა
როგორც კი საკუთარ პოზიციებზე პირველ ნომრებს შეცვლი და ნაკრებს გადაახალისებ 6 ერი, რეიტინგში 10_ლი და კუნძულელებთან მოგება და ა.შ ბევრად მიუღწეველი ხდება

თუმცა იმედია ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება ვიდრე იყო ხოლმე

18:57 | 26.01.2018
თორღვა პანკელი (387)

ყოჩაღ!

19:04 | 24.01.2018
NIKA..01 (335)

ამჯერად არ უნდა დავუთმოთ ტიტული რუმინეთს.პრესტიჟის საკითხია

0.100304