კვირას გაუწყეთ, რომ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა, თებერვალში, საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიშის სურვილი გამოთქვა.
ზემოხსენებული ინფორმაციის შესახებ, ტელეკომპანია “იმედთან” საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და სპორტული და მაღალი მიღწევების დირექტორმა ბაჩო ხურციძემ ისაუბრეს. მათი თქმით, ერთობლივი ვარჯიშის ჩატარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს.
მილტონ ჰეიგი: “მოლაპარაკება მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დადებითი შედეგით დასრულდება. სასიამოვნოა, როცა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოს დადებით მხარეებზე ასე ღიად საუბრობს. ეს ჩვენთვის საამაყოა”.
ბაჩო ხურციძე: “ედი ჯონსი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი და ასევე უძლიერესი ნაკრების მწვრთნელი ტყუილად განცხადებას რომ არ გააკეთებს, ფაქტია. მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა დადასტურებული არ არის და უახლოეს მომავალში, როდესაც საუბარი დასრულდება, ჩვენ დაგიდასტურებთ, თუ სად გაიმართება ეს ერთობლივი წვრთნა: საქართველოში, ინგლისში თუ სადმე სხვა ქვეყანაში. თუმცა, ის ფაქტი, რომ ჯონსმა ასეთი განცხადება გააკეთა, ნამდვილად არის ჩვენი დაფასება”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩემპიონთა თასის მე-6 ტურის სიმბოლური - ამ სტატიაში სიმბოლურში გაიჩითა ლევანი ბოტია ლა როშელიდან. საინტერესოა ვინ არის?
ფიჯელი ცენტრი.
მე ქართველი მეგონა ))
მე მაინც პესიმისტურად ვუყურებ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას, ვნახოთ...
+1
კვირას გაუწყდეთ, რომ
რა გაუწყდეს DDDDDDDDDDDDDDDD