სიახლეები

0:05 | 23.01.2018 | ნანახია 2241 - ჯერ

ევროთასები 1/4 ფინალისთვის დაწყვილდა

ევროპის ჩემპიონთა თასის და ჩელენჯ ქაფის 1/4 ფინალური ეტაპისთვის წყვილები ცნობილია. ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს ქართველების ოთხი კლუბი შემორჩა, რომლებშიც ჯამში 9 ჩვენებური ირიცხება. მეორე რანგის გათამაშებაში კი სამი “ქართული” გუნდი განაგრძობს ასპარეზობს, სადაც მთლიანობაში 6 “ბორჯღალოსანი” თამაშობს.

1/4 ფინალური ეტაპის მატჩები 29, 30, 31 მარტს და 1 აპრილს გაიმართება. ზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.

ჩემპიონთა თასი

ლენსტერი (ირლანდია) - სარასენსი (ინგლისი)

კლერმონი (საფრანგეთი) – რასინგ 92 (საფრანგეთი)

სკარლეტსი (უელსი) – ლა როშელი (საფრანგეთი)

მანსტერი (ირლანდია) – ტულონი (საფრანგეთი)

ჩელენჯ ქაფი

კონახტი (ირლანდია) – გლოსტერი (ინგლისი)

ედინბურგი (შოტლანდია) – კარდიფ ბლუზი (უელსი)

ნიუკასლ ფალკონსი (ინგლისი) – ბრივი (საფრანგეთი)

პო (საფრანგეთი) – სტად ფრანსე (საფრანგეთი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085818