საქართველოს ნაკრების და “ნარბონის” მესამეხაზელი ბექა ბიწაძე ტრავმირებულია. ფრანგული გამოცემის Lindependant.Fr–ს ცნობით, 26 წლის მორაგბე სამ თვეს გამოტოვებს და მიმდინარე სეზონში პრო დ2-ში ვეღარ ითამაშებს.
ბექა პრო დ2-ის მე-19 ტურში “კოლომიესთან” გასვლაზე წაგებული (9:25) შეხვედრის მე-2 წუთზე დაშავდა. სამწუხაროდ, მისი ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და მინდორზე აპრილის ბოლომდე ვეღარ ვიხილავთ.
ამრიგად, ბიწაძე საქართველოს ნაკრებს 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება.
ცნობისთვის, მან მიმდინარე სეზონში “ნარბონის” მაისური 10-ჯერ მოირგო და 2 ლელო გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გორგაძე არ არის ამასობაში მწყობრში?
სამწუხაროა ძალზედ საჭირო მორაგბეა ბექა ნაკრებისთვის, მალე გამოჯანმრთელებას და წარმატებებს ვუსურვებ.
საწყენია, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
მალე გამოჯანმრთელება
ჯანდაბა რაა, როგორც მე ასეთი ამბების გაგება მეზარება.. მალე გამოგაჯანმრთელოს ღმერთმა ბექა!