საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით, ფინალურ შეხვედრაში, მასპინძელ პორტუგალიას პირველი ტაიმის შემდეგ 13 ქულის სხვაობით ამარცხებს.
საწყისმა 20-მა წუთმა უქულოდ ჩაიარა, მერე კი, ქართველმა მორაგბეებმა ჯარიმით ანგარიში გახსნეს, მალე ლელო გაიტანეს და გარდასახვა გამოიყენეს, 30-ე წუთზე კვლავ ჯარიმიდან იხეირეს, ხოლო შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე მეორედ გადალახეს მეტოქის ჩათვლის მოედნის ხაზი და გარდასახვით ანგარიში 20:0 გახდა. დამატებული წუთები მიმდინარეობდა, როდესაც მასპინძლებმა დაცვაში ქართველთა უყურადღებობით ისარგებლეს, ერთი ლელო გაქვითეს და გარდასახვაც გამოიყენეს - 20:7.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია