ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ედი ჯონსს სურს, რომ მისმა გუნდმა თბილისში ივარჯიშოს – წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian–ი.
ზემოხსენებული წყაროს ცნობით, ავსტრალიელ მწვრთნელს გეგმაში აქვს, რომ 6 ერის ჩემპიონატის ორის ტურის დასრულების შემდეგ, როდესაც ტურნირში ორკვირიანი პაუზა იქნება, ინგლისელი მორკინალები სამი დღით თბილისში ჩამოიყვანოს და საქართველოს ნაკრებთან ერთად ავარჯიშოს.
ასეთი ტიპის ვარჯიში ინგლისელებმა გასული წლის ნოემბერში უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს, რითაც ჯონსი კმაყოფილი დარჩა. ავსტრალიელი მწვრთნელი, რომელმაც ინგლისის რაგბის კავშირთან ახლახანს კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა, თვლის, რომ უძლიერეს შერკინებასთან კარგად გამოჩნდება, თუ რა დონეზე დგას ინგლისის ნაკრების შერკინება და რამდენად მზადაა საერთაშორისო სერიებში სათამაშოდ.
“მორაგბეებს უელსის ნაკრებთან ერთად ვარჯიში მოეწონათ, რადგან მათ ბევრი რამ ისწავლეს. ჩვენი გუნდი ვითარდება და ასეთი ვარჯიშები ძალიან საჭიროა. განვითარების ერთადერთი გზა ისაა, რომ შენზე ძლიერთან ერთად ივარჯიშო.
6 ერის მეორე ტურის შემდეგ, ორი კვირა შესვენებაა და დროის ამ მონაკვეთში ჩვენ გეგმები გვაქვს. თბილისი წელიწადის ამ მონაკვეთში მშვენიერი ადგილია, სადაც შესანიშნავი ღვინო და ხორცეული აქვთ. საქართველოს ნაკრებს უძლიერესი შერკინება ჰყავს, რომელიც შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესოცაა. ჩვენ ამ მომენტისთვის მხოლოდ ვგეგმავთ. ინგლისს ასევე კარგი კავშირები აქვს შოტლანდიასთან, უელსთან და იტალიასთან. ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ ვარჯიშები და სხვადასხვა სათამაშო კომპონენტები დავხვეწოთ, რისთვის ახალ, მაღალი დონის მოწინააღმდეგეებს ვეძებთ”, - განაცხადა ინგლისელთა გურუმ.
შეგახსენებთ, რომ ედი ჯონსმა საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიშის სურვილი ადრეც გამოთქვა. 2018 წლის 6 ერის გათამაშება კი 3 თებერვალს აიღებს სტარტს და 17 მარტს დასრულდება. მეორე და მესამე ტურებს შესვენება 11 თებერვლიდან 24 თებერვლამდე გასტანს და ინგლისის ნაკრები შესაძლოა, საქართველოს ამ პერიოდში ესტუმროს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართლაც სასიამოვნოა..აღიარეს ჩვენი სიძლიერე შერკინებაში...
საქართველო ანგარიშ გასაწევი დონის გუნდათ იქცა მსოფლიო რაგბის სამყაროში და ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით ელიტას. ამ სიტყვებს: "They have a massive scrum and the strongest pack in the world. Babies there are born with beards." გამართლება სჭირდება და დღევანდელი რთული დემოგრაფიული მდგომარეობის გამო საჭიროა რაც შეიძლება მეტი საბავშვო სკოლა გაიხსნას მთელი საქართველოს ფარგლებში. არ ვიცი არის თუ არა ზუგდიდში სარაგბო სკოლა, თუ არა აუცილებელია გაიხსნას. ბევრი ბავშვი თვითონ ზუგდიდიდან, სვანეთიდან და დღეს ოკუპირებული გალის რაიონიდან მოისურვებს რაგბის თამაშს. საჭიროა რაც შეიძლება მეტი ბავშვი ვაზიაროთ რაგბს, რაგბი თანდათანობით ხდება ნომერ პირველი სპორტის სახეობა საქართველოში.
კარგი იქნება ჩვენი რაგბის მესვეურები თუ მოიძიებენ და დააკვირდებიან საზღვარგარეთ მყოფ ქართველ მორაგბეებს, თუნდაც იქ დაბადებულ გაზრდილებს. რუსეთის U18 ნაკრებში ორი ქართული გვარის მორაგბეა. შეიძლება საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოეთქვათ და საჭირო მოთამაშეებიც გამხდარიყვნენ ჩვენი ნაკრებისათვის. ესენია: საჯაია ნიკოლოზ თენგიზის ძე და კონცელიძე ბორისი ოთარის ძე.
16. Саджая Николай Тенгизович г. Москва
19. Концелидзе Борис Отариевич г. Москва
0?'>http://www.rugby.ru/new/sostav-sbornaya-rossii-u18-po-regbi-na-uts-v-joshkar-ole.html':'>http://www.rugby.ru/new/sostav-sbornaya-rossii-u18-po-regbi-na-uts-v-joshkar-ole.html'))
გუშინ ღამის 1 საათი იყო ეს სტატია, რომ წავიკითხე და ჯერ გვიანობამდე ვერ დავიძინე, ხოლო მერე რაგბი მესიზმრა. ძაან სასიამოვნოა როცა ანგარიშს გიწევენ და უკვე თვითონ ცდილობენ ჩვენგან რამე ისწავლონ. მთავარია, რომ ჩვენი მორკინალები სრული შემადგენლობით დახვდნენ თბილისში ინგლისელებს.
stripslashes((strlen('https://www.theguardian.com/sport/2018/jan/20/eddie-jones-georgia-england-pack-six-nations')>0?'https://www.theguardian.com/sport/2018/jan/20/eddie-jones-georgia-england-pack-six-nations':'https://www.theguardian.com/sport/2018/jan/20/eddie-jones-georgia-england-pack-six-nations'))
სასიამოვნოა ასეთი სიტყვების მოსმენა ადამიანისგან, რომელსაც სარაგბო სამყაროში ისეთივე ავტორიტეტი აქვს, როგორიც გიორგი ბაქრაძეს "რა, სად, როდის"-ში
მაგრამ იქნებ ჩვენი უკანახაზელებიც მიიწვიონ სადმე სავარჯიშოდ. ოღონდ ყოველგვარი ღვინისა და ხორცეულის გარეშე, თორემ მაგათაც ჩაუსუქდათ კისრები მორკინალებივით
საქართველოს ნაკრებს უძლიერესი შერკინება ჰყავს, რომელიც შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესოცაა......ვახ დამბურძგლა....ისე ჩვენი ედი დიდი ეშმაკი კაცია და მთლად ყველაფერს ნუ ვასწავლით
უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ საქართველო თანდათანობით სულ უფრო ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიო სარაგბო რუკაზე! ჩელენჯ ქაფის ამ 2 თამაშზე რომ არაფერი ვთქვათ, შარშანდელი 20 წლამდელთა მსოფლიოც ამის დასტურია. აგერ შოტლანდიაც სავარაუდოდ მომავალ წელს თბილისში იქნება ჩვენთან სათამაშოდ. ჰოდა, იქნებ ინგლისელებმა დასასწრონ ჩამოსვლა (მართალია, მხოლოდ სავარჯიშოდ, მაგრამ მაინც). ასეთი დიდი მწვრთნელი, როგორიც "მელაკუდა" ედი ჯონსია, ტყუილად არ წამოისვრიდა სიტყვებს. სხვა ამბავია, რამდენად მოუსმენენ მაგ საკიტხში ინგლისის რაგბის კავშირის შეფები. თუმცა, ვფიქრობ, ესეც კი ბევრ რამეზე მიანიშნებს
ავივსე სიამაყით! ჩამოდი მერე და ჩაგიტარებთ მასტერკლასს! რაში რაში და შერკინებაში არ ჩამოუვარდებით არც 6 ერის გუნდებს და არც 4-ის.
ძალიან მაგარი იქნება.იმედია ჩამოვლენ,რაც ორივე ნაკრებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.
ყინული დნება
მთავარია ჩვენ თავად არ გავყინოთ ისევ.ბავშვთა რაგბს და საკლუბო რაგბს თუ არ მიეხედა ისე უმაღლეს დონეზე ასვლა შეუძლებელია.არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ ქომაგებმა,რომ ბიზნესს და სახელმწიფოს ვაიძულოთ რაგბის დაფინანსება.თუმცა პრიორიტეტული ბიზნესისგან დაფინანსებაა.
უნდა დავიწყოთ ჩვენი ბიზნესი
ჩაგეთვალა
+1
მშვენიერია
ეგ მართლაც მაგარი იქნება.
ეს უკვე ძალიან დიდი აღიარებაა. იცის ედიმ ქართული შერკინების ძალა და სასიამოვნოა მისგან ამის მოსმენა
“საქართველოში ბავშვები წვერებით იბადებიანო” - რომ თქვა ეს რატო არ გადათარგმნეთ?
ალბათ პუბლიკის გაღიზიანებას მოერიდა რედაქცია, თუმცა ედის ეს ჩემი აზრით ცუდად არ უთქვამს
გეთანხმები, სმაილიკი დავწერე პოსტის ბოლოში, და არ გამოჩნდა, მეც ხუმრობით ვიკითხე ინგლისურ-ავსტრალიური იუმორის ნიმუშია. ჩვენ რომ ვთქვათ - ავსტრალიელი გოგონები კენგურუსავით ჩანთებით იბადებიაბო- რამე ასეთი