შოტლანდიის ნაკრების 2018 წლის სათამაშო კალენდარი ცნობილია. შოტლანდიის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ნარშავები” მიმდინარე წელს 7 ტესტს გამართავენ.
ივნისის ტესტებზე გრეგორ თაუნსენდის გუნდი ისეთ ამერიკულ ტურნეს გამართავს, როგორიც შარშან საქართველოს ნაკრებს ჰქონდა. სქოთები პირველ მატჩს კანადასთან ჩაატარებენ, ერთ კვირაში აშშ-ს შეხვდებიან და დასკვნით მატჩში არგენტინას დაუპირისპირდებიან.
შოტლანდიის ნაკრები 2004 წლის შემდეგ პირველად, ნოემბრის ტესტებზე 4 შეხვედრას ჩაატარებს. პირველ ტესტ-მატჩში სტუმრად უელსს დაუპირისპირდებიან, ხოლო მომდევნო სამ მატჩში საკუთარ კედლებში ითამაშებენ. შოტლანდიელთა მეტოქეები ფიჯის, სამხრეთ აფრიკის და არგენტინის ნაკრებები იქნებიან.
“ნარშავების” 2018 წლის ტესტების განრიგი:
დრო | ქვეყანა/ქალაქი | სტადიონი | მასპინძელი | სტუმარი |
08.06.2018 | კანადა | უცნობია | კანადა | შოტლანდია |
15.06.2018 | აშშ | უცნობია | აშშ | შოტლანდია |
22.06.2018 | არგენტინა | უცნობია | არგენტინა | შოტლანდია |
03.11.2018 | უელსი, კარდიფი | ფრინსიფალითი სთედიუმი | უელსი | შოტლანდია |
10.11.2018 | შოტლანდია, ედინბურგი | მარიფილდი | შოტლანდია | ფიჯი |
17.11.2018 | შოტლანდია, ედინბურგი | მარიფილდი | შოტლანდია | სამხრეთ აფრიკა |
24.11.2018 | შოტლანდია, ედინბურგი | მარიფილდი | შოტლანდია | არგენტინა |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საქართველოსთან მსოფლიო თასის წინ გეგმავენ 2 გასახურებელ ტესტ-მატჩს, 2019 წელს.
ჩვენთან 2019 ში უნდა ქონდეთ წესით
ჩვენთნ ტყუილი იყო?