ინგლისის ნაკრების და 'უოსპსის' მესამეხაზელი ჯეიმს ჰასკელი, დისკვალიფიკაციის გამო ოთხი კვირას გამოტოვებს.
32 წლის ფლანკერმა გასულ კვირას, ჩემპიონთა თასის მე-5 ტურში 'ჰარლექუინსთან' სტუმრად მატჩში, ჯეიმი რობერტსის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა და წითელი ბარათით დაისაჯა. მოგვიანებით კი, მსოფლიო რაგბის სადისციპლინო კომიტეტმა მისი ქმედება განიხილა და გამოცდილ მორაგბეს იძულებითი დასვენება გამოუწერა.
ამრიგად, ჰასკელს 6 ერის გათამაშების გახსნითი ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, რომლებშიც ინგლისის ნაკრები იტალიას (გასვლაზე) და უელსს (შინ) დაუპირისპირდება.
ჰასკელს ინგლისის ნაკრებში დებიუტი 2007 წელს ჰქონდა და 74 მატჩში 4 ლელო აქვს გატანილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია