ავსტრალიელმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა ინგლისის რაგბის კავშირთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა, რომლის მიხედვითაც “წითელი ვარდების” მთავარი მწვრთნელი 2021 წლის აგვისტომდე იქნება.
“ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა ჩემთვის საოცნებო სამსახურია და ახალი კონტრაქტის გაფორმებას სიამოვნებით დავთანხმდი, რომლის მიხედვითაც აქ 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგაც ვიმუშავებ”, - განაცხადა 57 წლის სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ედი ჯონსმა ინგლისის ნაკრები 2015 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდგომ ჩაიბარა. მის ხელში “წითელმა ვარდებმა” სულ 23 თამაში ჩაატარეს, საიდანაც 22 მოიგეს და ერთადერთი მატჩი ირლანდიასთან გასვლაზე წააგეს. ჯონსის ხელმძღვანელობით ინგლისმა 6 ერის გათამაშება ზედიზედ ორჯერ მოიგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია