სარაგბო გამოცემამ Actus ProD2-მა, საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონის მე-19 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე მოხვდა.
ქართველმა შუამარბმა “ანგულემთან” მოგებულ (21:7) საშინაო შეხვედრაში 80 წუთი ითამაშა და ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, რაც ზემოხსენებულ გამოცემას შეუმჩნეველი არ დარჩენია და “ბუკა” კვირის საუკეთესო გუნდში შეიყვანა.
24 წლის უკანახაზელს მიმდინარე სეზონში “ორიაკის” რიგებში 14-ჯერ აქვს ნათამაშები და 2 ლელო აქვს გატანილი. მისი გუნდი კი 38 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.
“ორიაკი” მომდევნო შეხვედრას 19 იანვარს გამართავს. ნიკოლოზ ხატიაშვილის, მერაბ შარიქაძის და გიორგი ცუცქირიძის გუნდი, სტუმრად გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს “პერპინიანს” დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბუკა მაგარი მორაგბეა და დიდი ხანია ტოპ 14-ს იმსახურებს.
შარიქაძე ძალიან მეცოდება უკვე ორიაკისთვის. მგონო ლამის ერთადერთი ნათელი წერტილია მანდ. წარმატებები მერაბ!