ლეგიონერები

4:00 | 15.01.2018 | ნანახია 3009 - ჯერ

ფრუიძის ლელო, მალაღურაძის 7 ქულა და მათიაშვილის დებიუტი ჩელენჯ ქაფზე (+VIDEO)

ჩელენჯ ქაფის მე-5 ტურის მატჩში “კრასნი იარი”, რომელშიც რამდენიმე ქართველი ირიცხება, რედინგში “ლონდონ აირიშს” ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

მიუხედავად საბოლოოდ არსებული 30-ქულიანი სხვაობისა, რუსულმა კლუბმა მეტოქეს მაინც ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და პირველი ტაიმი სულაც მოუგო. თუმცა, 54-ე წუთიდან მოყოლებული “კრასნი იარის” დაცვა მთლიანად მოირღვა და მეტოქემ დასკვნით 25 წუთში 40 ქულის გაკეთება მოახერხა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში სამი ქართველი უკანახაზელი თამაშობდა. დებიუტი ჰქონდა (ოფიციალურ მატჩში) სოსო მათიაშვილს, რომელიც ფულბექად იყო გამწესებული და 67-ე წუთამდე ითამაშა. მან ამ დროის განმავლობაში ბურთი ხელით 9-ჯერ ატარა, 55 მეტრი მოიგო, 5-ჯერ მოწინაღმდეგე გააბითურა, 5 პასი გააკეთა, 2-ჯერ ბურთი დაკარგა და 2-ჯერ ფეხით ითამაშა.

სრულად ითამაშეს შუამარბებმა გიორგი ფრუიძემ და ლაშა მალაღურაძემ. გიორგი მე-7 წუთზე აპიკოტოას მიერ გადაკიდებულ ბურთს მაღალი სისწრაფით მიჰყვა და ყველას მიასწრო, შემდეგ ფეხით გაიგდო და მშვენიერი ლელო გაიტანა, რომელიც ლაშამ გარდასახა. ამ უკანასკნელმა კიდევ ერთი გარდასახვა და ერთი ჯარიმა შეასრულა ზუსტად და სულ 7 ქულა მოუპოვა თავის გუნდს.

ფრუიძემ მეტოქეს 14-ჯერ შეუტია და ჯამში 53 მეტრი მოიგო. 2-ჯერ მცველი მოატყუა, ერთხელ ხაზი გაჭრა, 9 გადაცემა გააკეთა, ერთხელ ბურთი დაკარგა, 2-ჯერ ფეხით ითამაშა და 7 ბოჭვა შეასრულა, რომელთაგან ორი გაუცუდდა. გიორგიმ მიმდინარე ჩელენჯ ქაფზე მეორე ლელო გაიტანა.

ლაშა მალაღურაძის სტატისტიკა ასე გამოიყურება: 13-ჯერ შეუტია, 10 მეტრი გაიარა, 23 პასი გააკეთა, 1 ოფლოუდი გაახერხა და 5 ბოჭვა შეასრულა. გარდა ამისა, ბურთი თითოჯერ დაკარგა და მოიპოვა, ხოლო ფეხით სულ 6-ჯერ ითამაშა და კარში დარტყმებში 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.

მიხეილ წიკლაური თადარიგში იყო და მოედანზე მხოლოდ 77-ე წუთზე გამოჩნდა და ამ დროში ბურთის ორჯერ მიღება, 1 პასი და 1 დაჯარიმება მოასწრო. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ რუსეთის მოქალაქეები, გრიგოლ და ვალერი ცნობილაძეები. გრიგოლმა ყვითელი ბარათი ჩაიწერა პასივში.

“ლონდონ აირიშის” განაცხადში არ ყოფილა ლაშა ლომიძე, რომელმაც ჩელენჯ ქაფის წინა მატჩებში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს 20 იანვარს თბილისში, ავჭალის სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

IV პული

1. ედინბურგი 5 5 0 0 272:81 24
2. სტად ფრანსე 5 2 0 3 134:156 12
3. ლონდონ აირიში 5 2 0 3 145:137 11
4. კრასნი იარი 5 1 0 4 89:266 5


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:58 | 16.01.2018
qomagi (248)

მაგრად აქვს ფრუის მომატებული და ძალიან კარგია, რომ ჩვენი ნაკრების უაკანა ხაზის წევრებს ამ დონეზე რეგულარულად თამაში რომ უწევთ თუნდაც რუსული კლუბის შემადგენლობაში, რაც ნამდვილად წაადგებათ ნაკრებში თამაშისთვის

17:31 | 15.01.2018
პანტელეიმონი (1218)

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

10:39 | 15.01.2018
erovnuli-nakrebi (224)

მოწინააღმდეგე გააბითურა? დადეთ აბა ვიდეო, რას ეძახით გაბითურებას

0.122298