შოტლანდიური Daily Mail–ის სარაგბო კორესპონდენტი რობ რობერტსონი, საკუთარი “ტვიტერის” გვერდზე წერს, რომ შოტლანდიის ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასის წინ, საქართველოს ნაკრებს ზედიზედ ორ გასახურებელ მატჩში დაუპირისპირდება.
“შოტლანდიელო გულშემატკივრებო, მზად ხართ თბილისში გაემგზავროთ და იხილოთ ჩვენი გუნდის თამაში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ? თქვენ ამის შანსი გექნებათ, რადგან შოტლანდიის რაგბის კავშირი 2019 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე, “ბორჯღალოსნებთან” ზედიზედ ორი ტესტის გამართვას აპირებს”, - წერს შოტლანდიელი ჟურნალისტი.
საქართველოს და შოტლანდიის ნაკრებების ურთიერთშეხვედრების ისტორია სულ ორ მატჩს ითვლის. 2011 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე “ნარშავებმა” ულელოო მატჩში “ბორჯღალოსნებს” 15:6 სძლიეს, ხოლო 2016 წლის ნოემბერს, კილმარნოკში გამართულ ტესტ-მატჩში მასპინძლებმა 43:16 იმარჯვეს.
როგორც მოგეხსენებათ, პირველი დონის ნაკრებს საქართველოში დღემდე არასდროს უთამაშია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გადასარევი ამბავია. ამ შანსს ნამდვილად გამოვიყენებთ, "ძალა შეგვწევს ქადილისა".
უმაგრესი ინფოა ! ! !
აუ რა მაგარი იქნება თუ მართლა ასე მოხდაა...სტადიონზე სასწაული იქნება და სამსახურიდან სუ რო გამაგდონ მაინც წავალ ამ თამაშზე
იმედია ტონგა/ფიჯისავით არ შეგვიცვლიან ამასაც, ცოტა უნდობლობით ვეკიდები მე უკვე ამ შემოდგომის ტესტების მერე მსოფლიო რაგბს, ხოლო თუ ეს მოხდება მაშინ არ ვიცი... მანამდე ისედაც კიდევ უფრო აიწევს ჩვენს ქვეყანაში რაგბის რეიტინგი და რაღაც 70 იანი წლების დინამოს თამაშების მსგავსი ანშლაგით ჩაივლის ეს მატჩი თუ უფრო დიდი ვნებათაღელვების თანხლებით არა.
მართლა კაი ამბავია ჩემმა მზემ! ვენაცვალე რაგბს და რაგბისტებს! რაგბი ჩვენი თამაშია!
აპა რავაააა... ;-)
ამაზე კარგი ამბავი რა უნდა იყოს თუ ნაღდად მოხდა...
ალბათ სავარაუდოდ ვერ ვიქნები საქართველოში მაგ დროს :-(....მარა სადაც ვიქნები იქ რო დავანგრევ და ვიბობოქრებ ამას გპირდებით ბრატცი...
არადა როგორ მინდოდა 6 ერის ბო.ზბანდის წარმომადგენელთან პირველი თამაშისას სტადიონიზე მებობოქრა და ისე გამემხნევებია ჩვენი ლომები.... :-(
არაუშავს როგორმე სხვა დროს.....და უფრო მაგარ გუნდთან!
ღმერთი თქვენკენ ბიჭებო....
ვაშაა, აღსრულდა ჩვენი ოცნება! თბილისში პირველი დონის ნაკრები ჩამოდის! ამაზე უკეთეს საახალწლო საჩუქარს რაგბის მამები ვერ გაგვიკეთებდნენ ახლა. წარმომიდგენია, რა ამბავი იქნება "დინამო არენა"-ზე მაგ დროს. ისიც ნაღდია რომ უამრავი ბრიტანელი ქომაგი ჩამოვა და ჩვენ, რაგბის ნაღდი ქომაგები დიდებულ დროს გავატარებთ.
წინ, საქართველო!
დიდი აკაკის სიტყვების პერიფრაზირება მსურს მოვახდინო:
ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!…
ვიცინი, აღარ ვტირი მე.
ბორჯღალოსნებო, თქვენ იცით,
გამოდით, თქვენი ჭირიმე!…
+1
ძალინ მაგარი ამბავია, ნეტავ მართალი აღმოჩნდეს. თუ ეგრეა ეს ნიშნავს რომ შოტლანდია საქართველოს ღირსეულ მეტოქედ მიიჩბნევს. შოტლანდია კი დღეს არის გრანდი. შეიძლება 6 ერიც არ არის შორს
არა მგონია ორივე თამაში აქ ჩატარდეს,ერთი შოტლანდიაში და მეორეც ჩვენთან ალბათ ასე იქნება ეს...
თუ მსოფლიოს თასის წინა მოსამზადებელ ეტაპზე ტარდება ეს მატჩები, შეიძლება ორივე აქ შედგეს. იაპონიისკენ მიმავალ გზაზე ვართ და ზედმეტი მიდი-მოდი არავის აწყობს.
მართლაც დიდი მოვლენაა ჩვენთვის. შეიძლება ითქვას, რომ ქართული რაგბისთვის 2019 წლის მსოფლიო თასი ვადაზე ადრე იწყება
მერე ეგრეც წერია ზაფხულში აქო და შემდეგ შოტლანდიაში..
სასწაულია ეს ყველაფერი!!!დინამოზე ამ ორ თამაშში რაც მოხდება წარმოდგენაც არმინდაDDDDდა ამას დავუმატოთ მსოფლიოსთვის როგორი გამოცდილება და მუხტი იქნება ეს ყველაფერი!!!გელით თბილისში....
აქ არ იქნება ორივე თამაში....პირველია ჩვენთან , მეორე შოტლანდიაში...მარა ეს ჯერ ვარაუდებია და არა ასპროცენტიანი ამბავი
ძალიან კარგი, მისწრებაა ჩვენთვის
რამდენიმე წლის უკან, სამოას რომ მოვუგეთ, მის მერე იაპონიაზე სერიოზული გუნდი პირველად მოდის თბილისში. შოტლანდია მართალია დიდი გუნდია, მაგრამ ვნახოთ, რაგბი ჩვენი თამაშიცაა. ეროვნულის გარდა ამ თამაშების სხვაგან ჩატარება , დიდი სისულელე იქნება.
სისულელე კი არა, მართლა რო სხვაგან ჩაატარონ უნდა დედაა მოუდღნა დინამო არენას წარმომადგენლებს!
ნეტავ თუ ეს მართალია?!
ასეთ რამეს ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენ. შესანიშნავია!
უკეთესს ვის შეიძლება ესპარინგო მსოფლიო თასის წინ, მაშინ როცა ჯგუფში გვყავს უელსი...
წარმომიდგენია რა მოხდება იმ დღეს დინამოს სტადიონზე...
როცა ეს ამბავი წავიკითხე პირველი რაც გამახსენდა იყო საქართველო გერმანიის თამაში ფეხბურთში... პირველი, განსაკუთრებული, ალბათ გარდამტეხიც.
დარწმუნებული ვარ აქაც ასე იქნება - ნუ თუ მანამდე სხვა სიურპრიზი არ გველის წინ.
სიურპრიზის მეტი რს გველის ჯიგარო...ოღონდ სასიამოვნო სიურპრიზების.....
ჰე ჰეეეეეეეე... ;-)