2014 წლის ნოემბრის ტესტ სერიის პირველ საშინაო მატჩამდე 8 დღე რჩება და დადგა დრო, სარაგბო სამყარომ ქართული სანოემბრე რაზმიც გაიცნოს.
“ბორჯღალოსნები” ტესტ-მატჩებისთვის საშინაო შეკრებას ორშაბათიდან, 3 ნოემბრიდან “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე შეუდგებიან. სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში 28 მორაგბეა.
მილტონ ჰეიგმა განაცხადა: “წელს ჩვენ გამოცდილი მოთამაშეებისა და რამოდენიმე იმ ახალგაზრდა მორაგბის ნაზავი გამოგვივიდა. მათ თავიანთი თავდაუზოგავი ვარჯიშით დაამტკიცეს, რომ ნამდვილად იმსახურებენ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრას.
წინ ძალზე რთული თვე გველის, აქედან გამომდინარე მწვრთნელებმა ისეთი მოთამაშეები შევარჩიეთ, რომლებიც “დიდი თამაშისთვის” დამახასიათებელ ზეწოლას ისე გაუძლებენ, რომ სათამაშო გეგმიდან არ ამოვარდებიან. ამ მოთამაშეებს ძლიერ მოწინააღმდეგესთან თავიანთი პოტენციალის გამოვლენის უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ”.
ქართულ შეკრებამდე ჩვენმა ნაკრებმა 26-29 ოქტომბერს ტულუზაში სამდღიანი შეკრება გაიარა, სადაც შესაძლებელი გახდა მოთამაშეთა კონდიციის შეფასება. მსგავსი შეკრებების გამართვა მიღებული პრაქტიკაა, რაც რაგბის საერთაშორისო საბჭოს დებულების მე-9 მუხლით არის გათვალისწინებული.
ტულუზაში ნოემბრის საერთაშორისო სერიისთვის მზადებას ასევე ფიჯის ეროვნული ნაკრები გადიოდა. 29 ნოემბერს გუნდებმა ერთობლივი ვარჯიში გამართეს. ვარჯიშისას ქართულ-ფიჯურმა შერკინებამ და ხაზმა ცალ-ცალკე გაუსინჯეს ერთმანეთს გემო.
“აი ირ ბის დებულების შესაბამისად, ოფიციალურ შეკრებამდე, საფრანგეთში სამდღიანი მზადების კურსი გავიარეთ. ეს ძალზე წაგვადგება, ვინაიდან ამ დროს მოგვეცა, როგორც მოთამაშეების შეფასების, ასევე სათამაშო სისტემაზე, გეგმაზე თუ სტრუქტურაზე ყურადღების გამახვილების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ქართულ შეკრებაზე უფრო მეტ დროს დეტალებს დავუთმობთ“ - დასძინა მთავარმა მწვრთნელმა.
სამწუხაროდ, უტრავმოდ ვერც ამ სანაკრებო სეზონს ვხვდებით. როგორც მოგეხსენებათ მამუკა გორგოძეს მუხლის ტრავმა აქვს, შერკინების ბურჯ დავით ზირაქაშვილს კი – ტვინის შერყევა. მუხლის დაზიანების გამო, ვერც შალვა სუთიაშვილის გამოძახება მოხერხდა. ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადიან ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე, თედო ზიბზიბაძე, ანტონ ფეიქრიშვილი და დავით ხინჩაგიშვილი.
“ტრავმები აწუხებთ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც აუცილებლად მოხვდებოდნენ შემადგენლობაში, რაც გულდასაწყვეტია. მეორეს მხრივ, ეს საქმეში მათი შემცვლელების ნახვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომლებმაც უნდა დაამტკიცონ, რომ რაზმში მოხვედრას იმსახურებენ. ხშირად გუნდში “ახლების“ ენთუზიაზმი დანარჩენ მოთამაშეებს გადაედებათ ხოლმე, მეც ამის იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ნოემბრის სერიის განმავლობაში, ყოველი მათგანი თავდაუზოგავად ივარჯიშებს და გამორჩეულად ითამაშებს“, - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
აქვე დავძენთ, რომ ქართულ სამწვრთნელო შტაბს ახალი წევრი – ფიზმომზადების ცნობილი ინგლისელი სპეციალისტი ქელვინ მორისი შეემატა.
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | მონლიუსონ [სფრ ფედ 1] | 1983 | 77 | 11ლ 100გ 96ჯ 3ა [552ქ] |
15 | ბექა წიკლაური | ლოკომოტივი [საქ] | 1989 | 16 | ლ 8გ 12ჯ 2ა [63ქ] |
15 | გიორგი აფციაური | ქუთაისის აია [საქ] | 1994 | 0 | : |
14/11 | ირაკლი მაჩხანელი | არმაზი [საქ] | 1981 | 72 | 24ლ [12 კაპ] |
14/11 | თამაზ მჭედლიძე | აჟენ [სფრ პრო დ2] | 1993 | 18 | 4ლ |
14/11 | მურაზ გიორგაძე | არმაზი [საქ] | 1994 | 2 | ლ |
13/12 | დავით კაჭარავა | კრასნოიარსკის ენისეი [რუს] | 1985 | 73 | 14ლ [2 კაპ] |
13/12 | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ] | 1987 | 42 | 3ლ |
13/12 | მერაბ შარიქაძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 25 | 7ლ [1 კაპ] |
10 | ლაშა მალაღურაძე | ბანიერ [სფრ ფედ 1] | 1986 | 49 | 3ლ 24გ 20ჯ 3ა [132ქ] |
10 | ლაშა ხმალაძე | ლელო სარასენს [საქ] | 1988 | 31 | 3ლ |
9 | გიორგი ბეგაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ] | 1986 | 25 | : |
9 | ვაჟა ხუციშვილი | რუსთავის ხარები [საქ] | 1993 | 11 | : |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 18 | ლ |
1 | ზურაბ ჟვანია | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 10 | 2ლ |
2 | სიმონ მაისურაძე | ვალანს [სფრ ფედ 1] | 1986 | 25 |
|
2 | შალვა მამუკაშვილი | სეილ შარქს [ინგ პრემ] | 1990 | 24 | 2ლ |
3 | დუდუ ქუბრიაშვილი | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1986 | 35 | 2ლ |
3 | ლევან ჩილაჩავა | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 15 | 3ლ |
4/5 | ლევან დათუნაშვილი | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1983 | 61 | 3ლ |
4/5 | გიორგი ნემსაძე | ტარბ [სფრ პრო დ2] | 1984 | 41 | 7ლ |
4/5 | კოტე მიქაუტაძე | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 23 | ლ |
4/5 | ლაშა ლომიძე | ბეზიე [სფრ პრო დ2] | 1992 | 4 | : |
4-8 | გიორგი ჩხაიძე | ლილ [სფრ ფედ 1] | 1981 | 75 | 10ლ [1 კაპ] |
6/7 | ვიტო კოლელიშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1989 | 28 | 3ლ |
6/7 | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ] | 1991 | 13 | ლ |
8 | დიმიტრი ბასილაია | პერპინიონ [სფრ პრო დ2] | 1985 | 35 | 6ლ |
8 | ბექა ბიწაძე | ლოკომოტივი [საქ] | 1991 | 9 | ლ |
|
უფროსობა | |||||
| მილთონ ჰეიგ | მთავარი მწვრთნელი | [ზელ] |
|
|
| მაიქლ ბრედლი | მწვრთნელი | [ირლ] |
|
|
დიდიე ბეს | მწვრთნელი | [ირლ] | |||
ილია მაისურაძე | მწვრთნელი | [სფრ] | |||
| ილია ზედგინიძე | მწვრთნელი |
|
|
|
| ვასილ აბაშიძე | მენეჯერი |
|
|
|
ოთარ იაშვილი | მენეჯერი | ||||
დავით რამიშვილი | ვიდეო ანალიტიკოსი | ||||
ქელვინ მორისი | ფიზ.მომზადება | ||||
სკოტ კრინი | ფიზ.მომზადება | ||||
ირაკლი ჭყონია | ფიზ.მომზადება | ||||
ბენჟამინ მოადაბი | ოსტეო | ||||
ჟან-ვენსან მიშელი | ფიზიო | ||||
გიორგი ჭუმბურიძე | ექიმი | ||||
აბესალომ აბრამიშვილი | მასაჟისტი |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია