ლეგიონერები

1:00 | 12.01.2018 | ნანახია 1552 - ჯერ

ლეიდლოუ ბრუნდება

შოტლანდიის ნაკრების და “კლერმონის” ჰავბექი გრეიგ ლეიდლოუ დაბრუნებასთან ახლოსაა. 32 წლის მორაგბემ ოქტომბერში, “ოსპრეიზთან” მატჩში წვივის ტრავმა მიიღო და თამაშს ამ დრომდე ვერ ახერხებს.

6 ერის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ლეიდლოუ მოედანზე გასვლას დაახლოებით 10-15 დღეში შეძლებს და შესაბამისად, 6 ერის სადებიუტო მატჩისთვის მზად იქნება.

ლეიდლოუმ ბოლოს შოტლანდიის ნაკრებში 2017 წლის 12 თებერვალს საფრანგეთთან სტუმრად წაგებულ (16:22) მატჩში ითამაშა, რომელშიც 24-ე წუთზე მძიმე ტრავმა მიიღო და 3 თვის გამოტოვება მოუწია. ივნისის ტესტებისთვის “ნარშავების” კაპიტანი გამოჯანმრთელდა, თუმცა ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებში ბენ იანგსის ნაცვლად გამოიძახეს და ახალზელანდიაში გაემგზავრა, ხოლო ნოემბრის ტესტებზე იმ ტრავმის გამო ვერ ითამაშა, რომლის გამოც ამ დრომდე უქმობს.

მას შოტლანდიის ნაკრებში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა. მას შემდეგ 61 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და საკუთარ გუნდს 602 ქულა (5 ლელო) მოუპოვა.

შეგახსენებთ, რომ 6 ერის გახსნით მატჩში შოტლანდიის ნაკრები 3 თებერვალს გასვლაზე უელსს დაუპირისპირდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.108535