ჩემპიონატები

22:50 | 10.01.2018 | ნანახია 1559 - ჯერ

“უოსპსი” “ოლ ბლექსის” მგეზავს გაიფორმებს

ინგლისური “უოსპსი” ახალი ზელანდიის ნაკრების და “ჰაილენდერსის” მგეზავს, ლიმა სოპოაგას გაიფორმებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ტრანსფერი ოფიციალურად სულ მალე დადასტურდება.

25 წლის მორაგბე ინგლისურ კლუბს მომავალი სეზონის დასაწყისში შეუერთდება და ორი სეზონის განმავლობაში ითამაშებს. მისი წლიური ანაზღაურება 1 მილიონი დოლარი იქნება.

ლიმა სოპოაგა “ოლ ბლექსის” სათადარიგო 10 ნომერი იყო და ბოდენ ბარეტის პირველი შემცვლელი გახლდათ, თუმცა ევროპაში გადაბარგების შემდეგ ის ნაკრებში ვეღარ ითამაშებს, რადგან ახალზელანდიური წესის მიხედვით, ნაკრებში ლეგიონერებს არ იძახებენ. ამრიგად, სოპოაგა 2019 წლის მსოფლიო თასს გამოტოვებს.

ლიმა “ოლ ბლექსის” ღირსებას 2015 წლიდან იცავდა და 15 მატჩში 1 ლელო გატანა მოახერხა. “ჰაილენდერსში” კი 2011 წლიდან თამაშობს და სუპერ რაგბიში ჩატარებულ 73 თამაშში საკუთარ გუნდს 697 ქულა (11 ლელო) შესძინა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:57 | 10.01.2018
NIKA..01 (335)

მელიტონამ მოიწვიოს მივიღებთ

0.093576