შიდა რაგბი

21:50 | 9.01.2018 | ნანახია 4162 - ჯერ

კალაძე მუხიანის რაგბის სავარჯიშო კომპლექსზე: "ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა შეასრულო სამუშაოები"
კალაძე: "ნამდვილად შეურაცხმყოფელია ის, რაც ადგილზე ვნახეთ. მაისში გახსნილი სპორტული კომპლექსი, დღეს უკვე თავიდან არის სარეაბილიტაციო"

თბილისის მერი კახა კალაძე მუხიანში მდებარე რაგბის სავარჯიშო კომპლექსს ეწვია და არსებული მდგომარეობით ძალიან უკმაყოფილო დარჩა.

მუხიანის სარაგბო ბაზის მშენებლობა გასული წლის მაისში დასრულდა და მასზე 7 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, თუმცა თბილისის მერის თქმით, სამუშაოები იმდენად ცუდადაა შესრულებული, რომ სპორტული კომპლექსი დღეს უკვე თავიდან არის სარეაბილიტაციო.

"სამუშაოები, რომელზეც შვიდი მილიონი დაიხარჯა, გასული წლის მაისში დასრულდა. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა შეასრულო სამუშაოები. ნამდვილად შეურაცხმყოფელია ის, რაც ადგილზე ვნახეთ. მაისში გახსნილი სპორტული კომპლექსი, დღეს უკვე თავიდან არის სარეაბილიტაციო. შესაბამის სამსახურებს დავავალე, რომ დღესვე შეხვდნენ იმ კომპანიის წარმომადგენლობას, ვინც ეს სამუშაოები განახორციელა. აქ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს. ამიტომ, ამ ყველაფერს არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ხარისხზე ვართ ორიენტირებული.

ჩვენ თვალს არაფერზე დავხუჭავთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებული რეალობა შეიცვალოს და გამოსწორდეს, რადგან სიტუაცია კატეგორიულად მიუღებელია.

სარაგბო კომპლექსის მშენებლობა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა შპს „საბა კონსტრაქშენს“ დაუკვეთა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო, რომლის საბოლოო ღირებულება 6 932 650.64 ლარით განისაზღვრა", - წერს კალაძე თავის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

მასალის ფოტოები აღებულია კახა კალაძის Facebook-ის ოფიციალური გვერდიდან.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:41 | 11.01.2018
გზავნილი (81)

ცინიკოსი დედა მოხნული!

თუ ვინმემ 7 მილიონი გაფლანგა ეს არის კრიმინალი და ამისღვის პოლიცია-პროკურატურა და ციხე არსებობს კახუჩი!შეუთვალე რ,ა ქურდულში ტეხავს და ბოზურია დაჭეწერა ძმაო კახუჩი!?
თუ ჩაფიქრებული გაქ ახალი ტენდერი (ან გამარტივებული შესყიდვით) კიდე ერთი 7 ლიმონი ჩაუჯიბო ვინმეს კახუჩი!

გული შეტკივა ბიჭს და აღშფოთდა! იცი რაშია საქმე პატილცემულო? ამერიკა იმიტომა ნომერ 1 ქვეყანა მსოფლიოში რომ ტრაკის მწმენდავს არ აიყვანენ გამოცდილების გარეშე და თქვენ მთლიანად საქოცეთი კოჭლი ცხვრების ფარა ხართ ქვეყანა რომ შემობრუნდა და ქვეყნის თავში აღმოჩნდით!

მაგრამ ეს ყველაფერი თქვენი ბრალი კი არაა, არამედ იმ მილიონი დეგენერატის არჩევნებზე რომ არ წავიდა და ქურდების ბრატები თანამდობობებზე ხართ!!!!!!!!!!!!

18:06 | 10.01.2018
buratino (480)

მართლაც ნერვების მომშლელია ამ სურათების ყურება, ცხვირით მიწა უნდა ათხრევინო ცალკე ნარმანიას, ცალკე მერიის სამსახურის ხალხს (ვინც ეს ობიექტი ჩაიბარა) და ცალკე კიდევ "საბა ქონსთრაქშენი"-ს უფროსობას

14:10 | 10.01.2018
ilarioni (138)

ამან რა გადაარჩინა ეს ბაზა აშენდა ჩვენი ფულით, წინასამსოფლიოდ უნდა აშენებულიყო, თუმცა, როგორც მახსოვს ვერ მოესწრო, ალბათ ჩქარობდნენ და, ყველა დანარჩენ სიკეთესთან ერთად მიაფუჩეჩეს. მაგას რეაბილიტაცია კი არა დანგრევა და ახლის აშენება თუ უშველის. გასახდელებში ობია. ბავშვებს წამლავენ ეგ წმინდა წყლის დეგენერატები. ყოველ შემთხვევაში კარგია, რომ არ მიჩქმალა კალაძემ ნარმანიას აშენებული ინფრასტრუქტურის მარგალიტები.

12:04 | 10.01.2018
GiorgiG83 (525)

არ მგონია კახა რაგბის გულშემატკივარი იყოს, ის საკუთარი იმიჯის და კარიერის გულშემატკივარი უფროა, მარგამ აშკარად გაბრაზებულია და მისი ეს გაბრაზება სასიამოვნოა თუ რაგბს წაადგება, თუნდაც საკუთარი იმიჯისთვის იყოს გაბრაზებული და არა რაგბის დაზარალების გამო და მისი წინამორბედის მიერ თანხების გაფლანგვის გამო.

ისე იმ უნიათო წინამორბედმა (ავად თუ კარგად) ხვამლი ამ ბაზით და ამ ბაზამდე მინიმალური ინფრასტრუქტურის მოწყობით - გადაარჩინა
ხვამლი - 300-400 რაგბით დაკავებული ბავშვი გლდანსა და მუხიანში...

22:07 | 12.01.2018
პანტელეიმონი (1218)

ბაზას მიხედოს და თუ გინდა პიარით მოგვაბეზროს თავი, ჯანდაბას ! ! !

09:49 | 10.01.2018
ilarioni (138)

რა გასაკვირია, მთელი ქალაქი ასე არაა აშენებული. ქვეყანაში, რომელშიც არაკომპეტენტური ხალხის ბუმია, არაფერია გასაკვირი. არაკომპეტენტურია დამგეგმარებელიც, ინჟინერიც, ხელოსანიც და ზედამხედველობა (თუ არსებობს საერთოდ ასეთი რამ, მე ყოველ შემთხვევაში ეჭვი მეპარება, რომ არსებობს) და ის ვინც ობიექტი ჩაიბარა, ყველას ერთად უნდა აგებინო პასუხი. მაგრამ რა ვუყოთ,სად ისწავლოს ხელოსანმა, როდესაც პროფესიული სასწავლებლები აღარ არსებობს, და რა დააშავა იმ ადამაინმა, რომელიც ნაცნობობით მუშაობს მერიაში და გარტყმაში არ არის რასაც აკეთებს და ობიექტი უნდა ჩაიბაროს. დიდი ხანია ამბობენ, რომ მთელი ეს კორპუსები რაც შენდება, ვერც ერთი აკმაყოფილებს მშენებლობის სტანდარტებს და მალე თავზე ჩამოგვენგრევა. ამ ქვეყანაში მართლაც ფასადურია ყველაფერი, მაგრამ წარმოდგენა, იცოცხლე, ჩვენ ხომ ყველაზე მაგრები ვართ, ვინ რა უნდა გვასწავლოს. ისე მეტი რომ იაროს კალაძემ უკეთესია, ერთი ხოდადოვის ქუჩაზეც ამოიაროს ოლიმპიადისთვის ტრასა, რომ გააკეთეს და ტროტუარებზე პირდაპირ, რომ გადაასხეს ასფალტი, ისე რომ მეორე დღეს ბალახი იყო ამოსული, და ბორდიურები ნაწილობრივ მორღვეული რომაა და ზოგადად, კარგია, რომ ეხლა მაინც ხედავს მაგრამ მანამდე ქალაქში არ დადიოდა და ნარმანია მაგის გუნდის წევრი არ იყო, ვერ უთხრა ეს რა ნაგავს აკეთებთ და იბარებთო, მაგრამ რაც მალე (საუკეთესო შემთხვევაში მეორე დღესვე) გაფუჭდება მით უკეთესი არაა, გამოაცხადა ახალი ტენდერი მოჭრა ახალი ფული, დაირიგა დანამატები და შეჭამა გადასახადების გადამხდელის თანხები, რა ენაღვლებათ, ჩვენ თუ არა ამოვიღეთ ხმა უკვე თავზე გადაგვიარეს მემგონი. ალბათ ის დრო დადგა ხალხმა აკონტროლოს მშენებლობებიც, ტრასებიც და ყველაფერი

14:00 | 10.01.2018
tokageo (45)

ჩვენზე მეტი დამნაშავე არავინაა ამ ამბავში. ხალხიო ამბობ, ხალხმა უნდა ამოვიღოთ ხმაო. ჩვენამის შანსი 2-4 წელიწადში ერთხელ გვეძლევა და რას ვაკეთებთ? რუსთავი ორის დათვლითაც 53% მიიღო მოქმედმა ხელისუფლებამ ხმა, იმის ფონზე რომ დაპირებული არც კომფლიქტის მოგვარებაა, არც ეკონომიკის წინსვლა, არც განახევრებული ტარიფები (უსასაცილოვესია მაგრამ 1/3ით მოიმატა მინიმუმ ყველაფერზე ღირებულებამ), ლარი ინფლაციის რეკორდებს ხსნის და ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენა და სასამართლოს დამოუკუდებლობა უფრო ქურდული მენტალიტეტის აღზევებით, კრიმინალის მომატებით, სახელმწიფო სამსახურებში კორუფციით და კიდევ უფრო დიდ პრემია-დანამატებში აისახა.
ჩვენ უკეთეს ხელისუფალს მარტ ამ არგუმენტის გამო უბრალოდ არ ვიმსახურებთ. გაიხსენე ჩემი სიტყვები - 4 წლის მერე უფრო მეტი პროცენტით ავირჩევთ ისევ ამ დიქტატს (უცოდინარს, არაკომპეტენტურს და უთავმოყვაროსაც). მიშა არ მენატრება, იმიტომ რომ ბევრ არაკაცობას მოაწერა ხელი, მაგრამ განცდა მაინც გვქონდა რომ ქვეყნის საგარეო ღირსებაზე ზრუნავდა, ნელი ნაბიჯებით წინ მივიწევდით, ახლა კი სრული ნიჰილიზმია ხალხში, ყველა შეეგუა იმ აზრს, რომ ჩვენ აღარაფერი გვეშველება და გაქცევა საკუთარი ქვეყნიდან ერთადერთ გამოსავლად იქცა!

01:46 | 10.01.2018
BEERTRANCE (1073)

მერე? შეაკეთებენ და ნახევარ წელიწადში იგივე იქნება.

00:12 | 10.01.2018
NIKA..01 (335)

ამ ქვეყანას დიქტატურა სჭირდება.მხოლოდ შიში აიძულებს ველურებს,რომ არ მოიქცნენ ველურად.ჩვენ დემოკრატიისთვის საჭირო მინიმალური შეგნებაც კი არ გვაქვს.პირველყოფილების დონეზე ვაზროვნებთ და ვიქცევით.შეუძლებელია გაუნათლებელმა,უკულტურო,უსინდისო,უნამუსო ბრბომ ააშენოს ნორმალური ქვეყანა სადაც სასიამოვნო იქნება ცხოვრება.ყოველდღიურად მეწურება იმის იმედი რაც ჩემი ცხოვრების ოცნებაა....ერთიანი საქართველო,განათლებული,კულტურული და შეგნებული ქართველებით.სინდის-ნამუსიანი ქართველი ერი,რომელიც თავის წარსულსაც სცემს პატივს და მომავალსაც აშენებს.რომელიც პროგრესისკენ მიისწრაფვის,მაგრამ არ ივიწყებს არცერთი წამით საკუთარ კულტურას,ტრადიციებს და იდენტობას.უკვე უტოპიად მეჩვენება ჩემი ეს ოცნება.მიმოიხედავ და 90% უმსაგავსობას და გახრწნილობას დაინახავ.სამართლიანი დიქტატურა გვჭირდება,მაგრამ "სამართლიან დიქტატურაც" რომ არაა რეალობასთან ახლოს? (((

00:38 | 10.01.2018
temuchin (431)

გეთანხმები, დიქტატურა მხოლოდ გრანტითქვლეფია არასამთავროებისა და ტუტუცი ოპოზიციონერებისთვისაა ხოლმე მიუღებელი სიტყვა. მეტნაკლებად სამართლიანი დიქტატურა მართლაც გვჭირდება. ზოგადად ადამიანის შეგნებაში საუკუნეების განმავლობაში ბევრი ვერაფერი შეიცვალა მხოლოდ ტექნიკასა დამეცნიერებაში წავიწიეთ წინ და ისიც ცალკეული ინდივიდების ხარჯზე. ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანას დაჭირდა ტავის დროზე გარკვეული პერიოდით მკაცრი რეჟიმი რათა საბოლოოდ მიეღოთ ისეთი ეროვნული შეგნება რაც დღეს გააჩნიათ. საუკუნეების წინ კი იგივე ჩვენი დიდი მეფეები მხოლოდ უმკაცრესი მიდგომით ახერხებდნენ ქვეყნის წამოწევას.

11:56 | 10.01.2018
GiorgiG83 (525)

რა მაგის პასუხია კი არადა რომში (სენატი) პოლიტიკური (და ზოგადად) კრიზისის დროს თავად ირჩევდა დიქტატორს - კრიზისიდან გამოსასვლელად

0.267145