ჩემპიონატები

0:30 | 9.01.2018 | ნანახია 2348 - ჯერ

ვაკატავამ “კლერმონის” ახალგაზრდა მორაგბე ნოკაუტში ჩააგდო (+VIDEO)

18 წლის გარემარბს სამუელ ეზეალას “კლერმონის” ძირითად გუნდში უიღბლო დებიუტი გამოუვიდა. ტოპ 14-ის მე-15 ტურის მატჩში “ვულკანები” შესუსტებული შემადგენლობით “რასინგ 92”-ს ეწვივნენ და 6:58 განადგურდნენ.

ზემოხსენებულმა მორაგბემ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე 57-ე წუთამდე დაჰყო: ამ დროს მას მასპინძელთა გარემარბმა ვირიმი ვაკატავამ, რომელსაც მაღალი სისწრაფე ჰქონდა აკრეფილი, ძლიერი კონტაქტით ჩამოიშორა ეზეალა, რომელმაც გონება დაკარგა და უმალ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

საბედნიეროდ, თინეიჯერი ესპანელი მორაგბის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოგვიანებით, ეზეალა საავადმყოფოში თავად ვაკატავამ ინახულა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102169