შიდა რაგბი

23:30 | 8.01.2018 | ნანახია 2275 - ჯერ

“არმია” დაშლის პირასაა

სარაგბო კლუბი “არმია” დაშლის პირასაა. დიდი 10-ის კლუბს 2018 წლის იანვრიდან, თავდაცვის სამინისტრომ დაფინანსება შეუწყვიტა და კლუბი უსახსროდ დარჩა.

ზემოხსენებული ფაქტი კლუბის პრეზიდენტმა და მორაგბეებმა გააპროტესტეს. ისინი თავდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. “არმიას” მორაგბეები მინისტრთან შეხვედრას და სიტუაციაში გარკვევას ითხოვდნენ.

როგორც ირკვევა, კლუბის წევრებს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აქვთ გაფორმებული და “არმიას” დაშლის შემთხვევაში, ისინი უმუშევრად დარჩებიან, რადგან საქართველოს ჩემპიონატში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია.

კლუბის პრეზიდენტის ზოდიკო ფარქოსაძის თქმით, თავდაცვის სამინისტროს მათთვის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე არ უცნობებია და ისინი საქმის კურსში არ ჩაუყენებია.

აღნიშნულ სიტუაციაზე ისაუბრა, რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა: “დაახლოებით 7-10 დღეში საბოლოოდ გაირკვევა შექმნილი ვითარება, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება “არმია”, დაფინანსებით თუ დაფინანსების გარეშე. ამის შემდეგ, ამ საკითხს გამგეობა აუცილებლად განვიხილავთ და რაღაც გამოსავალი უნდა მოვნახოთ, რომ ამ კლუბმა ჩემპიონატის დასრულება მოახერხოს”.

განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც, რომელსაც აქვე გთავაზობთ: "მოგახსენებთ, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ა(ა)იპ "სპორტული კლუბი არმიას" ხელმძღვანელობა, ჯერ კიდევ 2017 წლის 5 მაისიდან ინფორმირებული იყო, რომ 2018 წლიდან დაფინანსება შეუწყდებოდა. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მას ოფიციალურად აცნობა. შესაბამისად, განცხადებები იმის შესახებ, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ინფორმაცია არ ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ეროვნული თავდაცვის აკადემიისთვის 2017 წლის ბოლოს ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო განაკვეთი არ წარუდგენია. 2017 წლის განმავლობაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის ფინანსების მართვის სამმართველოს არაერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია "არმიას" ფინანსისტთან (ქ/ნ ნინო ზედგენიძესთან), სადაც მას ყოველივე ზემოაღნიშნული დეტალურად განემარტა. აღნიშნული ფაქტი ასევე ცნობილი იყო "არმიას" პრეზიდენტისთვის ბ/ნ ზოდიკო ფარქოსაძისთვის. სარაგბო კლუბ "არმიას" წლიური დაფინანსება 400 ათას ლარს შეადგენს. აქვე მოგახსენებთ, რომ თავდაცვის უწყების პრიორიტეტებში, ამ ეტაპზე, არ შედის სპორტული კლუბების დაფინანსება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კლუბის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიიღო, გასულ წელს კლუბს სეზონის დასრულების შესაძლებლობა მაინც მიეცა."


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:32 | 10.01.2018
პანტელეიმონი (1218)

რა არ არის პრიორიტეტი? რაგბი ჯარში?

რაგბზე უკეთესი რა მოიფიქრეთ ჯარისკაცის ფიზიკური მომზადებისთვის?

მე რომ მკითხოთ ყველა სამხედრო ნაწილში შევქმნიდი სარაგბო გუნდს და რაგბს ვაქცევდი სამხედროთა ფიზიკური წვრთნის სავალდებულო დისციპლინად.

21:39 | 09.01.2018
NIKA..01 (335)

როგორ უნამუსოდ გამოდიან და ამბობენ პრიორიტეტი არაა სარაგბო გუნდის დაფინანსებაო.მ...თ პრიორიტეტები.პრემია დანამატები არ მოიკლოთ თქვენი გაუმაძღარი დედას ტენა მთელმა მსოფლიომ...ომი მაგათ არ მოუგიათ,წესიერ შეიარაღებას ესენი არ ყიდულობენ,სამხედრო წარმოება ამათ არ აქვთ.მა რაღა ჩემ ს...ს აკეთებენ?

14:40 | 09.01.2018
temuchin (431)

მეტის ღირსები ვართ. ამასაც მოვითმენთ იმიტომ რომ უარესები მოგვითმენია, მომავალშიც არანაკლებს გაგვიკეთებენ. რაც არ უნდა ვიბრაგუნოთ გულზე მჯიღები ფაქტია რომ უუნარო და უსუსური ერი ვართ რომელსაც საკუთარი მთავრობები ვერ მოურჯულებია აგერ უკვე 25 წელზე მეტია იმიტომ რომ ყველას სხვისი ხელით გვინდა ნარის გლეჯა და ერთი ადგილის აწევა და გარეთ გასვლა გვეზრება როცა საჭიროა, დავცინით "პედერასტ" ევროპას მაშინ როცა ისინი ერთ ნაბიჯს არ აპატიებენ მთავრობებს ხალხის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულს. გავაგრძელოთ, ოცნება გააგრძელებს საკუთარი მუცლების ამოყორვაში ჩვენი გადასახადებით დაგროვებული ბიუჯეტის დაუნანებლად ხარჯვას და რაგბს თუ სხვა დასაფასებელ სფეროებს არაპრიორიტეტულად გამოგვიცხადებს უსირცხვილოდ, თუმცა რა პრობლემაა ავიტანთ ცოტას წავიკნავლებთ აქა იქ სოციალურ ქსელებში და მაგით დამთავრდება. მომავალშიც იგივეს იზამენ იმიტომ რომ დასჯის პრეცედენტი არ არსებობს, მთავრობები თავად არ გააჩენენ ამ პრეცედენტს, ერი კი მკვდარი მასა ვართ და სხვა არაფერი.

02:50 | 09.01.2018
თორღვა პანკელი (387)

რაგბი დააფინანსეთ მეთქი ვყვირივარ და ესენი რაც არის იმასაც ძირს უთხრიან, მაგრამ რატომღაც სულ არ მიკვირს რაგბი კი არა ამათმა სამხედრო ავიაციის სტაჟიანი პილოტები გაუშვეს სახლში, ვერტმფრენების შენახვა თურმე ძვირი ჯდება და იმიტომ.

09:57 | 09.01.2018
NIKA..01 (335)

სამაგიეროდ საკუთარი კომფორტისთვის არ იშურებენ ბიუჯეტის ფულს.მე მაგათი არაკომპეტენტური და მათხოვარი დედა.....

0.084894