საქართველოს ნაკრების უკანახაზელს, სოსო მათიაშვილს “კრასნი იარის” შემადგენლობაში მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა. ციმბირული კლუბი “ლონდონ აირიშთან” გასამართი ჩელენჯ ქაფის მატჩებისთვის ემზადება და ტესტ-მატჩში ფრანგულ “რუანს” დაუპირისპირდა, რომელიც ფედერალ 1-ში ასპარეზობს. შეხვედრა ნორმანდიელთა გამარჯვებით 40:26 დასრულდა.
მათიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და როგორც რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს, შესანიშნავად ითამაშა. სოსომ თავის გამოჩენა ერთი გატანილი ლელოთი და სამი გარდასახვით მოახერხა.
შეხვედრა ფრანგული კლუბის უპირატესობით დაიწყო და მალევე ორი გარდასახული ლელოს გატანა შეძლეს. ამის შემდეგ, “კრასნი იარმა” თამაში გამოასწორა და მათი ხანგრძლივი შეტევა მათიაშვილმა ლამაზი ლელოთი დააბოლოვა, რომელიც თავად გარდასახა. 30-ე წუთისთვის კი იგორ გალინოვსკიმ დადო ლელო, მათიაშვილმა გარდასხვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გათანაბრდა. ტაიმის ბოლოს ფრანგებმა მეტოქის დაცვის შეცდომით ისარგებლეს, მესამე ლელო გაიტანეს და ტაიმი მათი გამარჯვებით 19:14 დასრულდა.
მეორე ნახევარში “რუანმა” კიდევ სამი გარდასახული ლელოს გატანა შეძლო, რასაც რუსებმა ორი ლელოთი უპასუხეს, რომელთაგან ერთის რეალიზაცია მათიაშვილმა მოახერხა, ხოლო მეორე ურთულესი გარდასახვა ააცილა. საბოლოოდ შეხვედრა ფრანგების გამარჯვებით 40:26 დასრულდა.
სოსოს გარდა, ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ფრუიძე და რუსეთის მოქალაქე ვალერი ცნობილაძე, ხოლო მეორე ტაიმში თამაშში მიხეილ წიკლაური, ლაშა მალაღურაძე და ასევე რუსუთის მოქალაქე გრიგოლ ცნობილაძე ჩაერთვნენ.
შეგახსენებთ, რომ “კრასნი იარს” ჩელენჯ ქაფზე ორი შეხვედრა აქვს დარჩენილი. 13 იანვარს რედინგში “ლონდონ აირიშს” დაუპირისპირდებიან, ხოლო ერთ კვირაში თბილისში, ავჭალის სტადიონზე დაუხვდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩვენ რო სუპერძუნწი ბიზნესმენები გვყავს,მსგავსი არცერთ ქვეყანას არ ყავს,არ ყოლია და არც ეყოლება.თეთრიანს ვერ გააგდებინებ რაიმე კარგი საქმისთვის.საკუთარი სტომაქისთვის იცოცხლე არ დაიშურებენ.რა ჯიშისები არიან ,რა იქნება 100 მილიონიდან 1 მილიონი გაიმეტონ და რაიმე დააფინანსონ.მარა არა,იბღუჯავენ და ტენიან მუთაქებში მაგათი ჯიში....
თუმცა რა დონის ამაღლებაზე ვსაუბრობთ,როდესაც თავდაცვის სამინისტრომ არმიას დაფინანსება შეუწყვიტა,რომელიც სულ რაღაც 400 000 ლარს შეადგენდა.მაგ ჩემისებმა 1 თვის პრემია მოიკლონ და მაგით დაიზოგება 400 000 ლარი.მარა მაგას ხო არ იზავენ.პრიორიტეტი არაა სპორტული კლუბის დაფინანსებაო.სამაგიეროდ რამოდენიმე ათასიანი პრემია დანამატების გამოწერა ხო არის პრიორიტეტი.არცერთი ომი და არცერთი ბრძოლა არ წაუგიათ,ერთიანი და გაბრწყინებულია საქართველო თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების დამსახურებით და ეკუთვნით ყოველთვე რამოდენიმე ათასიანი პრემია აბა რა...
ქართული რაგბის უდიდესი შეცდომა იქნება თუ ჩვენ მორაგბეებს რუსეთის ჩემპში დასაღუპად გავუშვებთ.ჩვენ ბიჭებზე ადრე იყო მოთხოვნა საფრანგეთიდან და ახლა აღარაა?ეს პრობლემა საკუთარი ჩემპის დონის ამაღლებით უნდა გადავჭრათ და არა უფრო დაბალი,მაგრამ უფრო მდიდარ რუსეთის ჩემპში ჩვენი ბიჭების გაშვებით.
ერთი წმინდად სარაგბო დეტალი, რომელსაც არავინ მიაქცია ყურადღება (რუსეთში გადასვლა უფრო დიდი ტრაგედია იყო და...)
იარში სოსოს გარდა გვყავს ორი ბორჯღალოსანი: ლაშა მალაღურაძე და გიორგი ფრუიძე
ლაშას იარში უთამაშია მგეზავადაც და ფულბექადაც, მარგამ ბოლო დროს სტაბილურად ცენტრს (მეორე მგეზავი # 12) თამაშობს
ფრუიძე თავიდან ხან ფრთაზე იდგა ხან ცენტრში, ბოლო დროს მალაღუას შეუწყვილეს (#13)
ანუ ქართული ცენტრი მივიღეთ, სოსოს შეუძლია ფრთაზეც გაისარჯოს და ფულბექადაც
უარეს შემთხვევაში მხოლოდ ერთერთი ქართველი კონკურენტი იქნება, მარგამ იმ სქემის მიხედვით რასაც სტადფრანსესთან იარმა მიმართა ფრუი და მალაღურა იქნება ცენტრები, სოსო კი ფულბექი
პ.ს.
მაგათ ერთი უკვე ნატურალიზებული ტონგელი ყავთ ფრთაზე და მეორეც რუსეთის ნაკრების წევრი (არტემიევი)
სხვათაშორის ფედერალ 1 და რუსეთის ჩემპის დონეებზე მკითხე და პასუხი გაგვცეს
ყველას კომპეტენციას ვერ დავეყრდნობი
ფედერალ 1-ის მე-9 ადგილოსანსა და რუსეთის ჩემპიონს შორის დაფიქსირებული ანგარიში თავად მეტყველებს იმაზე თუ რომელი ჩემპის დონეა მაღალი
მიუხედავად იმისა, რომ წელს ლონდონ აირიში პრემიერშიფში 13 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოგებით გათამაშების ბოლო ადგილზეა, კრასნი იარზეც და ენისეიზეც ძლიერია
120 წლიანი ისტორია კიდევ ცალკე ამბავია. ანუ იარი ენისეისთვის ემზადება და არა ლონდონელებისთვის
საღოლ სოსო, მიდი აჩვენე ევროპას რომ ქართველებსაც მოგვდის უკანა ხაზში ბრწყინვალე თაობა