ჩემპიონატები

23:45 | 6.01.2018 | ნანახია 1374 - ჯერ

შოტლანდიას ფეგერსონი გამოაკლდა

შოტლანდიის ნაკრების და “გლაზგო უორიორსის” ბურჯი ზანდერ ფეგერსონი ტრავმირებულია. 21 წლის მორაგბე კლუბის ერთ-ერთ ვარჯიშზე დაშავდა, დაახლოებით რვა კვირის განმავლობაში ვეღარ ითამაშებს და შესაბამისად, 6 ერის ჩემპიონატის საწყისი სამი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

“ნარშავებს” მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე სერიოზული პრობლემები აქვთ, რადგან ფეგერსონის გარდა, უილემ პეტრუს ნელს (ტრავმა) და სიმონ ბერგჰანს (დისკვალიფიკაცია) მოისაკლისებენ.

ცნობისთვის, ფეგერსონი შოტლანდიის ნაკრებში 2016 წლიდან თამაშობს და 15 სანაკრებო კეპი აქვს მოხვეჭილი, ხოლო “გლაზგო უორიორსის” ღირსებას 2014 წლიდან იცავს და 61 მატჩში 3 ლელო აქვს გატანილი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074959