საქართველოს ნაკრების უკანახაზელი სოსო მათიაშვილი კარიერას “კრასნი იარში” განაგრძობს. “აკადემიას” მოთამაშე რუსულ კლუბს გუშინ, იჯარის წესით შეუერთდა და ხელი ოთხთვიან კონტრაქტს მოაწერა.
ზემოხსენებულის შესახებ WorldRugby.Ge-ს თავად მათიაშვილმა უთხრა.
“კრასნი იარს” გუშინ შევუერთდი და ოთხთვიანი კონტრაქტი გავაფორმე. ჩელენჯ ქაფის ორ შეხვედრაში ვითამაშებ ახლა “ლონდონ აირიშთან”, ხოლო შემდეგ კიდევ ორ მატჩს აპრილში “ენისეისთან”, - განაცხადა სოსომ.
24 წლის მორაგბეს ვკითხეთ, შედის თუ არა “კრასნი იარში” დარჩენა და რუსეთის ჩემპიონატში თამაში მის გეგმებში, როდესაც ოთხთვიანი კონტრაქტი დაუსრულდება, რაზეც გვიპასუხა: “იმ შემთხვევაში, თუ სხვა კლუბში არ წავედი, კვლავ "აკადემიის" წევრი ვიქნები, რადგან "კრასნი იარში" იჯარით უნდა ვითამაშო. იმედი მაქვს, რომ რომელიმე ინგლისური ან ფრანგული კლუბის ვარიანტი გამოჩნდება”.
სოსო მათიაშვილს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2017 წლის მარტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან გასვლაზე მოგებულ მატჩში ჰქონდა. მას შემდეგ სოსომ “ბორჯღალოსნების” კვართით 6-ჯერ ითამაშა და ნაკრებს 56 ქულა შესძინა (4 ლელო, 6 ჯარიმა, 9 გარდასახვა).
ცნობისთვის, "კრასნი იარის" ღირსებას კიდევ სამი ქართველი იცავს: ლაშა მალაღურაძე, გიორგი ფრუიძე და მიხეილ წიკლაური. ციმბირულ კლუბში ასევე ირიცხებიან ძმები ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეებიც, თუმცა ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან.
შეგახსენებთ, რომ "კრასნი იარი" ჩელენჯ ქაფის დარჩენილ ორ შეხვედრას "ლონდონ აირიშის" წინააღმდეგ ჩაატარებს. 13 იანვარს მატჩი რედინგში გაიმართება, ხოლო ერთ კვირაში რუსული კლუბი ინგლისურ მეტოქეს თბილისში, ავჭალის სტადიონზე დაუხვდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
GiorgiG83 და უკვე დამთავრდა ზამთრის ფანჯარა???იმედია დაიმატებენ ვინმეს რა....მიმინოშვილი აპრილამდე ვერ იქნება არადა ეგეც ძალიან წაადგებოდათ
არანაირად არაა რუსეთის ლიგა დიდ 10ზე უკეთესი...უბრალოდ არ ექცევა ჩვენ ჩემპიონატს შესაბამისი ყურადღება და არ აძლევენ ევრო ასპარეზზე უფრო მეტ შანს თორემ ამას ყველა დაინახავდით....თითქმის ყველა გუნდში თამაშობს ნაკრების კანდიდატი და თუნდაც არმაზის სამი-ოთხი მოთამაშე ნებისმიერ რუსულ გუნდში დაიკავებს ძირითადში ადგილს....კი ორი კარგი გუნდი ყავს რუსეთს და დიდი ფულიც ტრიალებს მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს რომ თუნდაც ლელო-აია-ლოკომოტივიდან არცერთი არ დაიჩაგრება მაგ ორ გუნდთან....და ჩვენი ჩემპიონატი ბევრად უფრო დაბალანსებული და დაძაბულია უბრალოდ მეტი ფინანსებია საჭირო თორემ როგორც ფეხბურთში მოხდა იგივე მოხდება რაგბშიც....დაბალი დონის ჩემპიონატი და რუსეთში წასული ლეგიონერები....ხომ ხედავთ ცოტახანში საფრანგეთში როგორ გაჭირდება ბიჭების გაშვება....ამიტომ მეტი ყურადღება და ფინანსები შიდა ჩემპიონატს!!!!
ერთი წმინდად სარაგბო დეტალი, რომელსაც არავინ მიაქცია ყურადღება (რუსეთში გადასვლა უფრო დიდი ტრაგედია იყო და...)
იარში სოსოს გარდა გვყავს ორი ბორჯღალოსანი: ლაშა მალაღურაძე და გიორგი ფრუიძე
ლაშას იარში უთამაშია მგეზავადაც და ფულბექადაც, მარგამ ბოლო დროს სტაბილურად ცენტრს (მეორე მგეზავი # 12) თამაშობს
ფრუიძე თავიდან ხან ფრთაზე იდგა ხან ცენტრში, ბოლო დროს მალაღუას შეუწყვილეს (#13)
ანუ ქართული ცენტრი მივიღეთ, სოსოს შეუძლია ფრთაზეც გაისარჯოს და ფულბექადაც
უარეს შემთხვევაში მხოლოდ ერთერთი ქართველი კონკურენტი იქნება, მარგამ იმ სქემის მიხედვით რასაც სტადფრანსესთან იარმა მიმართა ფრუი და მალაღურა იქნება ცენტრები, სოსო კი ფულბექი
პ.ს.
მაგათ ერთი უკვე ნატურალიზებული ტონგელი ყავთ ფრთაზე და მეორეც რუსეთის ნაკრების წევრი (არტემიევი)
კი მინდა დავიჯერო რო ტრამპლინად გამოყენება უნდათ, მარა "ნამეტანი" დავიწყეთ ღრუსულ გუნდებზე მიტმასნება.
ჩვენ არ ვეტმასნებით, ჩვენებს აქეთ აკვირდებიან და მიჰყავთ - ძირითადის მოთამაშეებად, კარგი პირობებით
ცოტა უკეთეს დონეზე ვიდრე დიდი_10ია, იმის ოდნავ უკეთესი შანსით, რომ რუსეთიდან უფრო ადვილად წავიდნენ ჩვენი ბიჭები უკეთესი დონის ჩემპიონატებში
მართლა არიცით ვინმემ ბათუმი თუ იმატებს ბიჭებს ევროტურნირებისთვის??ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა სამი-ოთხი კაცი
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის დროს თუ არ დაიმატებს ვინმეს შიდა ჩემპიონატიდან სხვა დროს ვერავის დაიმატებს და საზღვარგარეთიდან ეგ შეზღუდვა არა აქვს
საშინელებაა...რა უნდა საქართველოს ნაკრების მორაგბეს რუსეთში?6 ერზე გვაქვს პრეტენზია და რუსეთში ვუშვებთ ბორჯღალოსნებს?რა გაუხდათ 1-2 გუნდის ისე შენახვა,რომ აქედან ჩვენზე გაცილებით დაბალი სარაგბო დონის ქვეყანაში არ წავიდნენ მორაგბეები?გულსატკენია მაგარი რა...ეს იგივეა ფეხბურთში ტოპნაკრებობაზე გვქონდეს პრეტენზია და ჩვენი ფეხბურთელი ინდონეზიის ჩემპიონატში თამაშობდეს
ისე მინდა გკითხო
ფედერალ 1_ში
ფედერალ 2_ში
რუსეთში და
დიდი_10 ში რა დონეა - მოკლედ დაახასიათო და დასკვნები მერე ერთად გავაკეთოთ
6 ერზე პრეტენზიაც კარგია
პრეტენზია ანუ დაგვიშვან თუ რომ მოვიგებთ?
დახასიათებაში რას გულისხმობ?რა გუნდებია და მათი შემადგენლობა დავასახელო?ჩემი აზრით ფედერალ 1 უფრო მაღალი დონეა ვიდრე რუსეთის ლიგა.დიდ 10-ს რაც შეეხება საერთო დონით ნამდვილად ვჯობივართ.ფინანსების არქონის გამო არის ჩვენი ჩემპი დაბალ დონეზე.მეტი ფინანსები და რუსეთი სათვალავშიც არ იქნებოდა.რა დონე რუსეთს აქვს ერთი გამაგებინეთ რა.რადგან 1-2 იტალიურ გუნდს აჯობეს?ან საფრანგეთის გუნდს მესამე შემადგენლობით?და რუსეთიდან ევროპაში წასვლის მეტ პერსპექტივაზე რა მაგალითებით მსჯელობ?1 მაგალითი მომიყვანე როდესაც ქართველი ან არაქართველი მორაგბე რუსეთის ჩემპიდან გადავიდა რომელიმე ტოპჩემპიონატში.
სტატიაში თან გარკვევით წერია, რომ 4 თვე ითამაშებს სოსო კრასნი იარში
რა გინდათ ხალხო, ტრამპლინის მშვენიერი საშუალებაა კრასნი იარი. ჩელენჯ ქაფზე ითამაშებს და ბევრად დიდი შანსი აქვს მოაწონოს თავი რომელიმე კარგ კლუბს, ვიდრე დიდი 10-დან
ფრუიძეც ცოტახნით მიდიოდა და დარჩა და დარჩა....განა ცუდია რომ უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს უბრალოდ ცუდი ისაა რომ ის ტენდენცია არ ჩამოყალიბდეს რომ ყველა რუსეთში გარბოდეს....ამ მომენტისთვის ჩვენი ჩემპიონატი უფრო მაღალი დონისაა და ისე არუნდა ვქნათ რომ რუსებმა ჩამოგვიტოვონ ჩვენივე რესურსით
რანაირად არის ჩვენი ჩემპიონატი უფრო მაღალი დონის?
გადაიძეძგა რუსული გუნდები ტონგელ-ფიჯელ-სამოელებით და ჩვენი ბექები თუ მათ კონკურენციას უწევენ მგონი უკვე უკეთესია
არა ის ჯობდა შკინინი (ირლანდიასთან მსოფლიოზე ლელოს დამდები) პირველ ლიგაში - ხულიგანაში რომ თამაშობდა
სამწუხაროდ, ფინანსებშიც ჩამოუვარდებით და კრასნი იარის და ენისეის დონის გუნდები არ გვყავს
კარგია კი არა, კატასტროფაა! ჩვენი მოთამაშეების რუსეთისკენ სვლა, ნიშნავს რაგბის მიახლოებას ფეხბურთთან
თუ სანაკრებო დონეზე ჩვენტან ახლოს ვერ მოვლნენ, საკლუბო დონეზე ჩვენ ვერ ვუახლოვდებით მათ, შესაბამისად დიდი_10 ში ბურთაობას კლუბებში რომლის ბიუჯეტი 550 000 ლარის ფარგლებში მერყეობს ნაღდად ჯობია კრასნი იარში ან ენისეიში ძირითადში თამაში - იქიდან ევროპამდე ურო ახლოა + დონე ჩვენს შიდა ასპარეზზე უკეთესია
რა არის კარგი ნუ გადამრიეთ , ჩვენი ძირითადის მოთამაშეები რუსეთის ჩემპიონატში რატომ უნდა თამაშობდნენ? ასე როგორ განვვითარდებით და როგორ წავალთ წინ?
მარტივია ყველაფერი >> იქ უკეთესი დონია ვიდრე დიდ 10ში. ანუ სოსო უფრო მაღალ დონეზე ითაამაშებს, ამიტომაა კარგი.
ბათუმი არ იმატებს არავის???აამდენი ხანია ამას ვიხვეწები რომ სამი-ოთხი კაცი დაიმატონ და ბათუმის მომგები გუნდი არიქნება რა....წელს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბათუმმა მოახერხოს და მინიმუმ ფინალში გავიდეს რადგან იქითა წელ მსოფლიოსთვის მოსამზადებელი წელია და როდესაც ქართველი უკანახაზელები იმ დონეზე ითამაშებენ ძალიან წაადგება ნაკრებს!!!
ზვიად უნგიაძე - 571 79 88 25 ბათუმის პრეზიდენტი
ირაკლი ნინიძე - 574 25 45 36 ბათუმის მწვრთნელი
გადაურეკე, კითხე და აუცილებლად გიპასუხებენ
რომელიმე ისეთ ქართულ კლუბს მაინც აეყვანა რომლის შემადგენლობაშიც ევროთასებზე მოხვედრის შესაძლებლობა ექნებოდა თორემ განვითარების მხრივ რუსულ კლუბებში სხვა არაფერია საინტერესო. სამწუხაროა, იმედია მხოლოდ ერთ სეზონს ჩაატარებს ან მაქსიმუმ ორს და უკეთეს წინადადებებს მიიღებს. წარმატებები სოსო!
კარგია ! მაგ გუნდში ქართველებს მიყავთ სტოსი და ამას პლიუს ჩელენჯ ქაფში თამაშებითაც გაიცნობენ ევროპაში და მალე ტოპ გუნშიც აღმოჩდება მთავარია არ იჩქაროს