ჩემპიონატები

23:00 | 5.01.2018 | ნანახია 1595 - ჯერ

სუპერ რაგბი 2018: “ჰაილენდერსის” განაცხადი

“ჰაილენდერსის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა აარონ მოგერმა 2018 წლის სუპერ რაგბისთვის 38-კაციანი განაცხადი დაასახელა.

“მთიელების” შემადგენლობაში რვა ისეთი მოთამაშეა, რომლებსაც “ოლ ბლექსის” ან “მაორი ოლ ბლექსის” რიგებში უთამაშიათ, რომელთაგან ყველაზე გამოსარჩევები ბენ სმიტი, ვაისაკე ნაჰოლო, ლიმა სოპოაგა, აარონ სმიტი, ლიამ სქუეარი არიან. ისინი ახალი ზელანდიის ნაკრებს 2017 წლის ტურნეებზე ახლდნენ და რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) გამარჯვებულები გახდნენ.

2015 წლის სუპერ რაგბის გამარჯვებულს რამდენიმე ახალწვეულიც ჰყავს: ჯოშ იოანი, ტომას უმაგა-იენსენი, შენონ ფრიზელი, პარი პარი პარკინსონი, ტაირელ ლომაქსი, კალოლო ტუილომა, ტევიტა ნაბურა და ჯოშ მაკკეი.

დანიდინური ფრანჩიზის განაცხადი ასეთია:

შერკინება

ბურჯები: გაი მილარი, კალოლო ტუილომა, სიატე ტოკოლაჰი, აკი სეიული, ტაირელ ლომაქსი, დანიელ ლინერტ-ბრაუნი;
კვაჭები: ლიამ კოლტმენი, ეშ დიქსონი, გრეგორი პლისენტს-ტეიტი;
მეორე ხაზი: ალექს ეინლი, ტომას ფრანკლინი, შენონ ფრიზელი, ჯექსონ ჰემოპო, პარი-პარი პარკინსონი, ჯოშ დიქსონი;
მესამე ხაზი: ელიოტ დიქსონი, დილონ ჰანტი, ჯეიმს ლენტჯისი, დენ პრიორი, ლიამ სქუეარი, ლუკ უაითლოკი;

უკანა ხაზი

ჰავბექები: აარონ სმიტი, კეინ ჰემინგტონი, ჯოშ რენტონი;
მგეზავები: ფლეტჩერ სმიტი, ლიმა სოპოაგა, ჯოშ იოანი;
შუამარბები: ტეიჰორანგი უალდენი, პატელესიო ტომკინსონი, რობ ტომპსონი, რიჩარდ ბაკმენი;
ფრთები: ვაისაკე ნაჰოლო, ტევიტა ნაბურა, ჯოშ მაკკეი, ტევიტა ლი;
ფულბექები: ბენ სმიტი, ტომას უმაგა-იენსენი, მეთ ფედესი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085404