საერთაშორისო

1:00 | 4.01.2018 | ნანახია 1957 - ჯერ

ჰოგი 6 ერში ითამაშებს

შოტლანდიის ნაკრების და “გლაზგო უორიორსის” ფულბექი სტიუარტ ჰოგი, 2018 წლის 6 ერის ჩემპიონატში თამაშს შეძლებს.

25 წლის მორაგბემ ბარძაყის ტრავმა 25 ნოემბერს, ავსტრალიასთან მოგებული მატჩის დაწყებამდე, მოთელვისას მიიღო და თამაშს ამ დრომდე ვერ ახერხებს. სტიუარტის თქმით, მან დაზიანება თითქმის მოირჩინა და თამაშს დაახლოებით ორ კვირაში შეძლებს.

ცნობისთვის, ჰოგი შოტლანდიის ნაკრებში 2012 წლიდან თამაშობს და 97 მატჩში 17 ლელო აქვს გატანილი. ის 2016 და 2017 წლების 6 ერის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ 6 ერის 3 თებერვალს აიღებს სტარტს და გახსნით მატჩში უელსის ნაკრები “ფრინსიფალითი სთედიუმზე” შოტლანდიას უმასპინძლებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087288