ჩემპიონატები

22:15 | 29.12.2017 | ნანახია 1669 - ჯერ

ფოფანა 6 ერს გამოტოვებს

საფრანგეთის ნაკრების და "კლერმონის" შუამარბი უესლი ფოფანა ტრავმირებულია. ტოპ 14-ის მოქმედი ჩემპიონის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 29 წლის შუამარბს თიაქარი აწუხებს და საოპერაციოა.

ფრანგული კლუბის სამედიცინო შტაბი იუწყება, რომ ფოფანას სარეაბილიტაციო პროცესი დაახლოებით სამ თვეს გასტანს და 2018 წლის 6 ერის გათამაშებას გამოტოვებს.

29 წლის მორაგბე "კლერმონის" ღირსებას 2008 წლიდან იცავს და 142 მატჩში 56 ლელო აქვს გატანილი. საფრანგეთის ნაკრების მაისური კი პირველად 2012 წელს მოირგო, მას შემდეგ 43 კეპი მოიხვეჭა და მეტოქეები 15-ჯერ დაალელოვა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083869