ლეგიონერები

11:00 | 29.12.2017 | ნანახია 2648 - ჯერ

ანტონ ფეიქრიშვილი ტრავმირებულია

საქართველოს ნაკრების და “კარდიფ ბლუზის” მარჯვენა ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი ტრავმირებულია. ბრიტანული გამოცემის BBC–ის ცნობის თანახმად, 30 წლის მორაგბეს მუხლის ქვედა მყესი აქვს დაზიანებული.

26 დეკემბერს პრო 14-ის მე-11 ტურის მატჩში “დრაგონსმა” “კარდიფ ბლუზს” უმასპინძლა და 17:22 დამარცხდა. ორი დღით ადრე გამოქვეყნებული შემადგენლობების მიხედვით, ანტონს ძირითადში უნდა ეთამაშა, თუმცა მოთელვის დროს დაშავდა და ის 20 წლის კეირონ ასირატიმ ჩაანაცვლა, ხოლო მარქაფაში 28 წლის სკოტ ენდრიუსი გამოჩნდა.

ფეიქრიშვილის ტრავმის სიმძიმეზე ჯერჯერობით არაფერი დაწერილა. ის მიმდინარე სეზონში უელსური ფრანჩიზის რიგებში 7-ჯერ გამოჩნდა (2 მატჩი ანგლო-უელსის თასზე, 3 მატჩი ჩელენჯ ქაფზე და 2 მატჩი პრო 14-ში). ანტონს “ბორჯღალოსნების” კვართით 25-ჯერ უთამაშია და 4 ლელო აქვს გატანილი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:47 | 30.12.2017
პანტელეიმონი (1218)

ანტონ, მალე გამოჯამრთელებას გისურვებ ! ! !

11:45 | 29.12.2017
BEERTRANCE (1073)

მალე გამოჯანმრთელება.

1.344518