“ბლუზის” შუამარბი ჯორჯ მოალა კარიერას “კლერმონში” განაგრძობს. ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 27 წლის მორაგბე “ვულკანებს” მომავალი წლიდან შეუერთდება და ტოპ 14-ის მოქმედი ჩემპიონის მაისურს სამი სეზონის განმავლობაში, 2021 წლის ივნისამდე მოირგებს.
მოალა “ბლუზის” ღირსებას 2012 წლიდან იცავდა და სუპერ რაგბიში ჩატარებულ 67 მატჩში 20 ლელოს დადება მოახერხა. მას ახალი ზელანდიის ნაკრებში 4-ჯერ აქვს ნათამაშები და მეტოქეები 3-ჯერ დაალელოვა, ხოლო 20-წლამდელთა დონეზე ტონგას ნაკრების ღირსებას იცავდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია