ლეგიონერები

21:00 | 22.12.2017 | ნანახია 5137 - ჯერ

მამუკა გორგოძემ სეზონი დაასრულა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე ტრავმირებულია. როგორც გამოცემა Varmatin.com-ი იტყობინება, 33 წლის მორაგბე “ტულონის” ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე სერიოზულად დაშავდა და უქმობა რამდენიმე კვირა მოუწევს. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe-ც ადასტურებს.

მეტიც, დიდი შანსია, რომ გორგოძემ მოედანზე გასვლა 6 თვის განმავლობაში ვერ შეძლოს. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ “გორგოძილასთვის” მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ გორგოძეს თითქმის ერთი თვეა არ უთამაშია (“ტულონის” თავკაცის” გადაწყვეტილებით), ახლა კი უკვე ტრავმის გამო ვერ მოახერხებს მოედანზე გასვლას.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:28 | 25.12.2017
ICEMAN (162)

ისე მე მაინც ვთვლი რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო მამუკამ ნაკრებს რომ დაემშვიდობა, მამუკა როცა ნაკრებში თამაშობდა გუნდი მასზე იყო აწყობილი და შესაბამისად 2019 წელს არავიზე ნაკლები არ იქნებოდა თუმცა ისეთ კონდიციებშიც ვეღარ იქნებოდა რომ მარტოს გადაეწყვიტა თამაშის ბედი და ლიდერობა ეტვირთა. შესაბამისად ახლა გუნდურ რაგბის ვთამაშობთ და ასე შედეგიც უკეთესი იქნება.

16:29 | 25.12.2017
ICEMAN (162)

თან ასე უფრო მეტი შანსია რომ ახალი ლიდერები გამოჩნდნენ და უფრო გაიხსნან

20:30 | 23.12.2017
buratino (480)

ჯანი და ღონე არ მოგაკლოს უფალმა, მამუკა!

20:34 | 24.12.2017
პანტელეიმონი (1218)

ამინ

20:34 | 23.12.2017
buratino (480)

ისე, რახან დიდი ხანი უქმობა მოუწევს, იქნებ ახლა მაინც მოახერხონ ჩვენი რაგბის კავშირის მესვეურებმა და გორგოძილა ჩამოიყვანონ თბილისში, რათა ნაკრებიდან გაცილება მოვუწყოთ? ჩემი აზრით, ოპტიმალური იქნებოდა მარტის ბოლოს რუმინეთთან გასამართ მატჩში მომხდარიყო ეს ამბავი

19:48 | 23.12.2017
temuchin (431)

მალე გამოჯანმრთელდი გოძილა!

14:35 | 23.12.2017
krasni (587)

ვუსურვოთ მალე გამოჯანმრთელება.

01:43 | 23.12.2017
BEERTRANCE (1073)

ძალიან სამწუხაროა, მაე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

23:13 | 22.12.2017
NIKA..01 (335)

იმედია არ აღმოჩნდება ამდენად სერიოზული ტრავმა.მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

21:55 | 22.12.2017
ogafa (407)

ჯანრმთელობა წარმატებები

21:38 | 22.12.2017
თორღვა პანკელი (387)

ძალიან სამწუხაროა, ჯანრმთელობას გისურვებ მამუკა და იმედია კიდევ არაერთხელ გნახავ საქმეში.

0.089323