ლეგიონერები

19:14 | 21.12.2017 | ნანახია 5519 - ჯერ

ჩელენჯ ქაფი თბილისში მოდის

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, 20 იანვარს ევროპული რაგბის რანგით მეორე, ჩელენჯ ქაფის ორი შეხვედრა თბილისში, ‘ავჭალის’ სტადიონზე გაიმართება. ამ დღეს ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩების გასამართად თბილისს ინგლისური კლუბები - ‘ნიუკასლი’ და ‘ლონდონ აირიში’ ეწვევიან. ისინი გასვლით თამაშებს ციმბირულ კლუბებთან - ჩემპიონ ‘ენისეისა’ და ვიცე-ჩემპიონ ‘კრასნი იართან’ გამართავენ.

საქართველოს სარაგბო მატჩების და ტურნირების უმაღლეს დონეზე ორგანიზების კუთხით, სარაგბო სამყაროში სახელი დიდი ხანია გაუვარდა, შესაბამისად არც ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბის ასოციაციას უყოყმანია დიდხანს, მას შემდეგ რაც მათ მე-6 ტურის საშინაო მატჩების თბილისში გამართვის თხოვნით კრასნი იარმა და ენისეიმ მიმართეს.

კრასნოიარსკულ კლუბებში სამი ბორჯღალოსანი და კიდევ რამდენიმე ქართველი ლეგიონერი თამაშობს, ხოლო კიდევ ერთი ბორჯღალოსანი ‘ლონდონ აირიშის’ ღირსებას იცავს.

20 იანვარს 14 საათზე ‘ენისეი’, რომლის შემადგენლობაში ქართველი ცენტურიონი დავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე თამაშობენ, ‘ნიუკასლს’ მასპინძლობს. ფალკონზში, რომელიც ჯონი უილკინსონის მშობლიურ კლუბია ამჟამად რამდენიმე ცნობილი მორაგბე თამაშობს. მათ შორის არიან შოტლანდიელები სკოტ ლოუსონი ( 46 კეპი) და ალისტერ ჰოგი (48), კანადელები ვან დერ მერვე (46), ჯეკ ილნიკი (22) და ევან ოლმსტედი (18), ინგლისელები ტობი ფლადი (60) და დეივ უილსონი (44), ფიჯელები ვერენიკი გონევა (49), ტევიტა კავუბატი (20) და ჯოშ მატავესი (17), ამერიკელი ნიკ სივეტა (10), ტონგელი ნილი ლატუ (54), ოპეტი ფონუა (11) და სონატანე ტაკულუა (25), ფრანგი მაქსიმ მერმოზი (35), არგენტინელი ბელისარიო აგუზა (11).

პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, 17 საათზე ‘კარსნი იარისა’ და ‘ლონდონ აირიშის’ შეხვედრაა, სადაც მოედანზე ერთბაშად სამი ბორჯღალოსნის ხილვის საშუალება გვექნება - ლაშა მალაღურაძისა და გიორგი ფრუიძის კრასნოიარსკელების, ხოლო ლაშა ლომიძისლონდონელების შემადგენლობაში. ‘აირიშში’ თამაშობენ ახალ ზელანდიელები ბენ ფრენქსი (47 კეპი), ჯეიმს მარშალი (2) და მიკ კომანი (1), შოტლანდიელები გორდონ რიდი (27) და ბლეირ კოუენი (17), ფიჯელი მანასა საულო (35), სამოელები ფილ პაულო (27) და ოფისა ტრევირანუსი (37), კანადელი ქირან ჰერნი (59) და სხვები.

შეგახსენებთ, რომ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩები - ენისეი ეს ტე ემ ნიუკასლ ფალკონზის წინააღმდეგ და კრასნი იარი ლონდონ აირიშის წინააღმდეგ - 20 იანვარს 14 და 17 საათზე ავჭალის სტადიონზე გაიმართება.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:00 | 24.12.2017
პანტელეიმონი (1218)

ძალიან რთული საკითხია და ძნელია ერთმნიშვნელოვანი აზრი გქონდეს ამ საკითხზე.

ერთი ნამდვილად გვართებს, რომ "ბორჯღალოსნებს" ვუგულშემატკივროთ.

00:53 | 25.12.2017
NIKA..01 (335)

რუსულ კრასნი იარს და ენისეის ნაღდად არ ვუგულშემატკივრებ,თუნდაც იქ ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ბორჯღალოსნები თამაშობდნენ.

22:54 | 26.12.2017
პანტელეიმონი (1218)

მე არ მითქვია კრასნი იარს და ენისეის ვუგულშემატკივროთ მეთქი, მე ვთქვი "ბორჯღალოსნებს" ვუგულშემატკივროთ მეთქი და საბედნიეროთ ლონდონ აირიშშიც გვყავს "ბორჯღალოსანი".

19:24 | 22.12.2017
NIKA..01 (335)

რუსეთი მტერია!წერტილი.ჩვენ და მათ შორის მეც რომ კარგი პარტნიორული ურთიერთობა გვირჩევნია ყველა მეზობელთან ეს სხვა თემაა.ამ რეალობაში ჩვენ მტრები ვართ.არაფერ შუაშია კონკრეტულად რუსეთის რაგბის ფედერაცია,ან მორაგბეები.რაც არ უნდა პატივს გვცემდნენ და ჩვენც ვცემდეთ მათ პატივს,მაინც ისინი წარმოადგენენ რუსეთს,ჩვენ მტერს.მხოლოდ იმის გამო,რომ ისინი ჩვენ მტერ ქვეყანას წარმოადგენენ ვფიქრობ არაა სწორი აქ რომ მართავენ საერთაშორისო მატჩს.უცხოს თვალით დანახული ეს სიტუაცია მათთვის იმის ნიშანია,რომ ჩვენ არ გვაქვს უკიდურესი დამოკიდებულება ჩვენივე ქვეყნის ოკუპანტის მიმართ.ქვეყანა მტერს მტრულად უნდა მოექცეს თუნდაც მისი გარკვეული ნაწილი პატივისცემას იმსახურებდეს.პატივისცემამ არ უნდა დაგვავიწყოს,რომ მტრები ვართ.ეს პოლიტიკაა და ეს სპორტია არ მესმის რას ნიშნავს.რაც გინდა დაუძახე.მე იმას ვხედავ ,რომ მათ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინეს,რომ დახოცეს ქართველები.ახლა ამას რაც გინდა დაარქვით,გინდ პოლიტიკა,გინდ სპორტი და გინდ ბალეტი.

20:24 | 22.12.2017
dinamo222 (692)

ვერ გავიგე ამ რუსეთი მტერია მტერიას ძახილით რის მიღწევას ცდილობთ ვინც ამას იძახით წამდაუწუმ ? თუ მტერია და არ გვინდა მოლაპარაკება და შერიგება მოდით მაშინ ყველანი შევიარაღდეთ და შევუტიოთ და შორიდან ნუ ვუქნევთ მუშტებს @ ამერიკამ რაც უქნა იაპონიას 1945 წელს ყველამ იცის მაგრამ 4-5 წელში ისე ჩაბრატდნენ რომ ბაზები გაუხსნეს იაპონელებმა ! იმიტომ რომ იცოდნენ კამეჩთან მორქინალი ხარის ამბავი და იმის მაგივრად რომ მუშტები ექნიათ შორიდან ჭკვიანურად მოიქცნენ და ომისგან განადგურებული ქვეყანა 15-20 წელში უძლიერეს აყვავებულ ქვეყანად აქციეს იგივე ამერიკის დახმარებით !

23:30 | 22.12.2017
NIKA..01 (335)

ანუ ან ვითომც არაფერი ვურთიერთობთ რუსებთან ან ომს ვიწყებთ?ასე არაა.ომში დიდი უპირატესობა აქვს და გასაგებია,რომ ჯარი ჯარზე ვერ მოვიგებთ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ისე ვიქცეოდეთ თითქოს არანაირი პრობლემა გვაქვს რუსებთან.სამწუხაროდ არც ჩვენ ვართ იაპონია და არც რუსეთი არაა ამერიკა.აქ რაგბზე არაა საუბარი.თუ ვინმეს ვცემ რუსეთში პატივს მათ შორის არიან მორაგბეებიც,მაგრამ როგორც ვთქვი პატივისცემამ არ უნდა დაგვავიწყოს რომ რუსეთი დიახაც მტერია ჩვენი.ეს სულაც არ მიხარია.ძალიან მინდა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდეს,მაგრამ რუსეთი გვაძლევს ამის შანსს?არასდროს არცერთ ქვეყანასთან არ ყოფილა რუსეთი კონსტრუქციული,თავის პოლუსზე მყოფი ქვეყნების განვითარებაც კი აშინებს.რუსეთი მართლა კეთილი მეზობელი გახდეს,მუდმივად არეულობის გამოწვევა და განვითარებაში ხელის შეშლა არ ქონდეს მიზნად და გავარტყი ამერიკას.თუ რუსეთი შეიცვლება თავად მე პირადად მომხრე ვიქნები საგარეო პოლიტიკაში რუსეთის პარტნიორი ქვეყანა ვიყოთ.პარტნიორი და არა სატელიტი.

15:09 | 22.12.2017
ოვალური კორბენი (276)

სახალხო დიპლომატიის მაგალითად ეს ფაქტი ვერ გამოდგება, იმიტომ რომ ზოგადად რუსებს რაგბი მაგრად ჰკიდიათ. უბრალოდ ქართული სარაგბო თემი რუსულ სარაგბო თემს გვერდში დაუდგა და დახმარების ხელი გაუწოდა.
დარწმუნებული ვარ ისინიც ასე მოიქცეოდნენ და პოლიტიკური კუდების გამობმა სრულიად უადგილოა.

07:16 | 22.12.2017
dinamo222 (692)

მაგარიაა ამდენ ვარსკვლავს ვნახავთ თბ~ილისში !

23:32 | 21.12.2017
NIKA..01 (335)

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანულმა გუნდმა იტალიურ გუნდთან მოსკოვში გამართა შეხვედრა... დაუჯერებელი,არარსებული ამბავია ხო?შეუძლებელი...აი ჩვენთან კი შესაძლებელია იგივე სიტუაცია.საოცარი ქვეყანა და ერი ვართ...მგონი ცოტა ვერ ვართ ჩვენ მატორზე...ცოტა კი არა ძაან ვერ ვართ...

07:22 | 22.12.2017
dinamo222 (692)

გერმანია და იტალია არ ვიცი მაგრამ 2008 წლის ომის დროს რუსმა რაგბისტებმა ჩვენებს სოლიდარობის წერილი გამოუგზავნეს და პუტინმა ამიტომაც შეუმცირა დაფინანსება ! და იმის მერე შეჩერდა რუსული რაგბის წინსვლა და კიდევ კვირიკაშვილის ამბავიც გავიხსენოთ როგორ დაუდგნენ გვერდით რუსი რაგბისტები იგივე ენისეის და კრასნი იარის მოთამაშეები ასევე შეიძლება ბევრი მაგალითის გახსენება თუ როგორი კარგი ურთიერთობა აქვთ ქართულ და რუსულ რაგბის წრეებს

19:28 | 22.12.2017
NIKA..01 (335)

გერმანულ და იტალიურ გუნდს სინამდვილეში არ გაუმართავთ რა თქმა უნდა მატჩი მოსკოვში იმის მაგალითად დავწერე,თუ რამდენად არაადეკვატურია მტრის წარმომადგენელი შენ ქვეყანაში რაიმე ღონისძიებას მართავდეს შენივე ნებართვით.

0.109235