შოტლანდიელი მაიკლ დონეგანი მოქალაქეობის შეცვლას და რუმინეთის ნაკრებში თამაშს გეგმავს.
26 წლის უკანახაზელი „ბაია მარეში“ მეორე სეზონს ატარებს და რუმინული პასპორტის მიღება 2019 წლიდან შეეძლება. აღსანიშნავია, რომ დონეგანი უკვე იმყოფებოდა „მუხების“ შეკრებაზე:
„მზად ვარ რუმინეთის ნაკრებში ვითამაშო. ეს ძლიერი გუნდია, რომელმა წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ბევრი მას ექვსი ერი „ბ“-ედ მოიხსენიებს და კონკურენტუნარიან ტურნირად მიიჩნევს. მსურს თავი საერთაშორისო არენაზეც გამოვიჩინო და ვითამაშო მსოფლიო თასზე“.
„ბაია მარემდე“ მაიკლი ინგლისის ჩემპიონშიპის „ლონდონ სკოტისსა“ და საფრანგეთის ფედერალ1-ის „მაკონში“ თამაშობდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გვარის გადაკეთებაზეც არ იწვალებს ბევრს - დონეგანუ და მაგის ჯანი !!!
რუმინელებმა გაილაღეს ნატურალიზების ამბავში