კენიური რაგბი XV მიღწევებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა ამ ქვეყნის 7-კაცა ნაკრები მსოფლიო ასპარეზზე წარმატებით გამოდის. გუნდი რეგულარულად თამაშობს მსოფლიო სერიებს და 2016 წელს სინგაპურის ეტაპის გამარჯვებულიც გახდა.
სპორტული წარმატება ხშირ შემთხვევაში პირდაპირ კავშირშია დაფინანსებასთან და კენიის მაგალითი ამის ნათელი დასტურია. აღსანიშნავია, რომ შარშან ფინანსური დავალიანების გამო კენიელი მორაგბეები სერიებში მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა და 2017/2018 წლების სეზონში დაფინანსება გაიზარდა კიდეც.
დღეისდღეისობით კენიის 7-კაცა ნაკრების წევრები ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადები არიან. მოთამაშეთა ანაზღაურება პირდაპირ კავშირშია დიდ ტურნირებში მონაწილეობასთან და ფაქტია, ამან შედეგი მოიტანა.
დღესდღეობით მოთამაშეთა ანაზღაურება თამაშების რაოდენობიდან გამომდინარე თვეში 972-დან 1600 დოლარამდე მერყეობს, საიდანაც 35% გადასახადებში მიდის. კენიის 7-კაცა ნაკრებში თამაშობენ მორაგბეები, რომელთაც კონტრაქტი გაფორმებული არ აქვთ და ისინი 340 დოლარს იღებენ (ხელზე). გარდა ამისა, მსოფლიო სერიაზე მოთამაშე სპორტსმენი დღიური ანაზღაურების სახით 78 დოლარს იღებს.
ტურნირის მოგების შემთხვევაში პრემია 6 ათასი დოლარია, მეორე ადგილი 3 ათასად ფასობს, ნახევარფინალში გასვლა 1500, ხოლო მე-5 ადგილის დაკავება 1000 დოლარის ტოლფასია.
კენიის 15-კაცა ნაკრების მოთამაშეები ბევრად ცოტას იღებენ. ისინი მხოლოდ ივნისიდან ნოემბრამდე თამაშობენ და თითო ვარჯიშისთვის 20 დოლარს იღებენ. კვირაში 6 ვარჯიშია და ჯამში თითოეულ მოთამაშეს 120 დოლარი გამოსდის. კაპიტანი დანარჩენებზე მეტ თანხას იღებს. თამაშების მოგების შემთხვევაში პრემია 100 დოლარია. მოთამაშეები, რომლებიც ტურნეზე მიემგზავრებიან, დამატებით 150 დოლარს იღებენ.
კენიის 7-ქალა ნაკრების წევრები თითო ვარჯიშისთვის 10 დოლარს იღებენ. 20-წლამდელთა ნაკრებში ვარჯიში 5 დოლარი ღირს. ტურნირისთვის შერჩევის შემთხვევაში ბონუსი 100 დოლარია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საინტერესოა, შეიძლება რომელიმე მოშციდკაცე რო აიყვანოს ქართულმა გუნდმა