‘ბათუმის’ სამწვრთნელო შტაბმა ევროპული რაგბის ‘კონტინენტის ფარის’ ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრისთვის, წინა მატჩთან შედარებით სასტარტო 15-ში ერთი ცვლილება განახორციელა.
ხვალ ზღვისპირელები რუმინეთის ჩემპიონ ‘ტიმიშოარა-სარასენსს’ ‘რაგბი არენაზე’ დაუხვდებიან ბათუმში (ლეონიძის 2) და გამარჯვების შემთხვევაში ფლეი ოფში თამაშს გაინაღდებენ, სხვა შემთხვევაში კი, მდევრების შედეგებისთვის მოუწევთ ლოდინი. ტურნირის მთავარ ფავორიტთან მატჩი 15 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.
ერთი კვირის წინანდელ თამაშთან შედარებით, ერთადერთი ცვლილება უკანა ხაზში განხორციელდა და გარემარბად თამაშს გიორგი გოგიტიძე იწყებს, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა და ნიკა ნინიძეს ადგილი გაუცვალა.
მარქაფაში აღარაა გიორგი თედორაძე და თადარიგში მურმან ჯიჯავაძე გამოჩნდა, რომელსაც მოედანზე შესვლის შემთხვევაში ევრო ტურნირებში დებიუტი ექნება. თადარიგშია ირაკლი კვანტიძე. მან ‘ვიადანასთან’ მხარი დაიზიანა, თუმცა მომავალი თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭიროების შემთხვევაში შეცვლაზე შევა.
კონტინენტის ფარი | IV ტური
16 დეკემბერი. ბათუმი. „რაგბი არენა“. 15 საათი
ხაზი (ბექები): 15. ბახვა კობახიძე, 14. ალექსანდრე ტუჩაშვილი, 13. დავით ტრაპაიძე, 12. ბექა ურჯუკაშვილი, 11. გიორგი გოგიტიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ზურაბ თუთბერიძე (კაპ.);
შერკინება (ფორვარდები): 1. ზურაბ ერისთავი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. ტარიელ დონაძე, 4. ამირან მიქაძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. ვანო ფუტკარაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი;
მარქაფა: 16. ირაკლი კვანტიძე, 17. მურმან ჯიჯავაძე, 18. შოთა გოგისვანიძე, 19. არჩილ ალიქაძე, 20. ჯონდი კორტავა, 21. დურმიშხან ჯაბნიძე, 22. ნიკა ნინიძე, 23. ნუკრი ფერსელიძე.
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გავიმარჯვეთ 20_17. ბოლო წუთზე დადეს რუმინელებმა ლელო. გარდასახვა გააფუჭეს. მანამდეც გააფუჭეს მეორე ტაიმის დასაწყისში გარდასახვა.
გავიმარჯვეთ გილოცავთ ყველას...
გაიხარე ძმაო კარგი ამბისათვის.რა ანგარიშით დამთავრდა ხომ ვერ მეტყვი
20:17 მოვიგეთ
ორი სიტყვით მაინც დაწერეთ იბიომატ რა ხდება ბათუმში.იქნებ მიხვდეთ რომ ზოგი ვერ უყურებს
უცხო გვარის მოთამაშე შევნიშნე, როცა მეორე ფოტოს დავხედე. ეს ლეგიონერია? თუ კი საიდანაა?
საოცარია იტალიაში რანაირად მოვახერხეთ იმ თამაშის წაგება.იქ რომ არ გაგვენიავებინა 19 ქულიანი სხვაობა,ახლა ასე სათუო არ იქნებოდა შემდეგ ეტაპზე გასვლა.ნუ წარსულს ვერ შევცვლით...ახლა 100 კი არა 200%-ით უნდა დაიხარჯოს თითოეული მორაგბე.წარმატებები...
ტიმოშორას კოზირია გამოცდილება, შედარებით უფრო დაბალანსებულობა, თუმცა მოტივაცია ნაკლები ექნება რადგან პლეიოფი განაღდებული აქვს და იქნებ აქ "წაიტეხოს კისერი"
ჩვენი კოზირი მხოლოდ "ჯიგარი" რომელიც არ მგონია სპორტის ამ სახეობაში არაქართველებს უჭირდეს, აი სუსტი მხარე კი არაერთი:
- გამოუცდელობა, არასათანადო ფიზმომზადება, მოკლე სკამი და რეალურად რუმინულზე დაბალი დონის შიდა ჩემპიონატი
მოსაგები სადაც იყო 19-22 ქულიანი ჰანდიკაპი ვერ შევინარჩუნეთ და... რაგბი ლოგიკური თამაშია
ძალიან დიდ წარმატებად ჩავთვლი თუ მოვიგებთ, რასაც ბათუმს და ქართულ რაგბს ვუსურვებ
თავიანთ თავს უნდა გადაახტენ და ეცადონ. იმედი ქომაგი მივა სტადიონზე.
აბა თქვენ იცით, ბიჭებო!
უკან დასახევი გზა არ არის ბიჭებო, უნდა მოიგოთ ! ! !
ბიჭებო დადეთ ჯიგარი და ეს თამაში აუცილებლად მოიგეთ!!!
იტალიელებთან ორი დასანანი მარცხის შემდეგ, აქ რო დამარცხდეთ და გავარდეთ არავინ გაპატიებთ. იტალიური შეცდომების გამეორების უფლება არ გვაქვს. ასე რომ მიდით.
ბათუმს ვთხოვ სტადიონი გაავსოს და ნამდვილი სარაგბო ატმოსფერო შექმნას!!!
ასე რადიკალობა არ გვინდა - ჯოგარს რომ დადებენ, ნაღდად მჯერა მაგრამ გაითვალისწინე რომ "ტიმიშოარა-სარასენსი" ძალიან ძლიერი გუნდია და ჩელენჯ ქაფზეც არაერტხელ უთამაშია წამყვან ევროპულ კლუბებთან
"ჯიგარს" უნდა დამეწერა
ჯიგრის დადება არ უდრის აუჭველი მოგებას
მეტოქე როვიგო და ვიადანაზე ძლიერია
არავინ რატომ არ აპატიებს?