ლეგიონერები

12:03 | 15.12.2017 | ნანახია 3161 - ჯერ

ქართველები „მარიფილდზე“ ითამაშებენ

ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში, კრასნოიარსკის „კრასნი იარი“ „ედინბურგს“ შოტლანდიის მთავარ სარაგბო არენაზე, „მარიფილდზე“ ეთამაშება.

შეხვედრა დღეს, 15 დეკემბერს 23:35 საათზე დაიწყება და სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში შუამარბი გიორგი ფრუიძე და მგეზავი ლაშა მალაღურაძე არიან. ქართველები არიან შეცვლაზე მყოფი პირველხაზელები - ვალერი და გრიგოლი ცნობილაძეები და მიხეილ წიკლაური.

ეს თამაში „მარისაიდზე“ უნდა გამართულიყო, თუმცა შოტლანდიაში უამინდობაა, რამაც სტადიონის მინდვრის საფარი გააფუჭა. სწორედ ამიტომ „ედინბურგის“ ხელმძღვანელობამ თამაში 67 144 ტევადობის „მარიფილდზე“ გადაიტანა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082184