ლეგიონერები

21:45 | 14.12.2017 | ნანახია 2883 - ჯერ

ცუცქირიძემ “ორიაკთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ “ორიაკთან” სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

21 წლის მორაგბის კონტრაქტის პირველი სეზონი (2018-2019) ესპუარებს მოიცავს, ხოლო მომდევნო ორი სეზონი (2019-2020 და 2020-2021) პროფესიონალურია.

ცუცქირიძე 2015-2017 წლებში “ბრივში” ირიცხებოდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2017 წელს ჰქონდა და მას შემდეგ 6 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა.

შეგახსენებთ, რომ “ორიაკში” საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე და ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი თამაშობენ. კლუბი 16 ტურის შემდეგ პრო დ2-ში 30 ქულით მე-10 ადგილზეა და საპლეიოფო ზონას 10 ქულით ჩამორჩება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:18 | 15.12.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

15:58 | 15.12.2017
buratino (480)

წარმატებები გიორგის!

10:41 | 15.12.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

10:35 | 15.12.2017
GiorgiG83 (525)

ძალიან შეიცვლება ჩვენი ნაკრების მე-3 ხაზი
შემკვრელად (8) დიდი პრეტენზია აქვს გორგაძეს დაფიქსირებული
მარბიელად (6) მგონი მალე ნებისმიერს გაუწევს კონკურენციას გიორგაძე
მღლეტელად (7) ჯერ მიანც ვიტო განიხილება, მარგამ იგივე ცუცქირიძის და სხვა ახალგაზრდა ბიჭების ფონზე აქაც იმედია დიდი სიღრმე ადა არანაკლები ხარისხი მალე გვექნება

12:55 | 15.12.2017
geogoli (367)

ჯერ სამივეს თავის გუნდში აქვთ დასამტკიცებელი და მერე უკვე ნაკრებში. წელს იშვიათად არიან შემადგენლობაში, ყოველ შემთხვევაში აქ რასაც წერენ იქედან გამომდინარე

15:09 | 15.12.2017
GiorgiG83 (525)

მალე გვექნება - მეთქი
მალე

ბექა მონდემარსანში მუდმივად შემადგენლობაშია და უმეტესად სასტარტოში - ივლისიდან ტრავმას იშუშებს
ოთიას - ლამის ვიტოზე მეტი აქვს კლერმონში სათამაშო დრო

ეს ორი უეჭველი იქნება ნაკრების მე-3 ხაზში (ახლო მომავალში !!! )
პრეტენდენტები კიდევ იქნებიან

0.078248