ტოპ 14-ის ჩემპიონის, „კლერმონის“ ფიჯელმა გარემარბმა ალივერეტი რაკამ საფრანგეთის მოქალაქეობის მისაღებად განცხადება შეიტანა.
გი ნოვესსა და ბერნარ ლაპორტს სურთ, რომ 25 წლის მოთამაშე, რომელმაც მიმდინარე სეზონის 10 მატჩში 13 ლელო გაიტანა, საფრანგეთის ნაკრებში იხილონ.
რაკა „კლერმონს“ 2015 წელს შეუერთდა და შედეგად, ნატურალიზირებისთვის საჭირო 3 წელი გავიდა. ახლა მას საფრანგეთის პასპორტის მოთხოვნის სრული უფლება აქვს და თუ გავითვალისწინებთ, რომ შემოდგომაზე რაკამ ფიჯის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა, ალივერეტეს დებიუტს „სამფეროვანთა“ რიგებში 2018 წლის ექვს ერზე უნდა ველოდოთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ასე პანტა-პუნტით ნატურალიზება რა უბედურებაა...აღარ განსხვავდება კლუბი და ნაკრები ერთმანეთისგან...ყველა სპორტის სახეობაშია ეს პრობლემა...ნაკრები უნდა წარმოადგენდეს ქვეყანას.სპორტში გაუთვითცნობიერებელი ადამიანი რომ უყურებდეს ნებისმიერი სპორტის სახეობაში საფრანგეთის ნაკრებს შანსი არაა მიხვდეს რომელი ქვეყნის ნაკრებია.
მორიგი ნატურალიზაცია საფრანგეთს, როგორც ნიაზი ამბობს ხოლმე ეს კონიაკის პროვინციიდან იქნება
კლუბში ცუდი ხელფასი არ ექნებოდა, მესმის ძალიან რომ გიჭირდეს და საკუთარ ქვეყანას ეკიდო მაშინ თქვა უარი მისი სახელით გამოსვლაზე. ვერც მე ვცემ ასეთებს პატივს და გული მწყდება მსგავს მაგალითებზე.
არმევასება და სულ ვამაყობ რო ჩვენს ნაკრებში უცხოელი ართამაშობს, მაშინ როცა ნატურალიზირებაზე უარს ზელანდიაც კი არამბობს და ხშირად იმატებს კუნძულელებს
არ ვცემ პატივს ასეთ ადამიანებს და თუ გინდა მომკალით