ბორჯღალოსნები

10:29 | 13.12.2017 | ნანახია 5099 - ჯერ

ივნისის ტესტები 2018: იაპონია - საქართველო

2018 წლის ივნისის ტესტებზე ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - 23 ივნისს ბორჯღალოსნები იაპონიას ეწვევიან და "ალუბლებს" ერკინებიან. აღსანიშნავია, რომ თამაში ტოიოტა სიტიში იმავე სტადიონზე გაიმართება (ტოიოტა სთედიუმი), რომელზეც 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩში ბორჯღალოსნები უელსს დაუპირისპირდებიან.

ეს იქნება ჩვენი და იაპონელების მეექვსე ტესტი და მეორე სტუმრობა იაპონიაში. "ალუბლებთან" ბორჯღალოსნებმა პირველად 11 წლის წინ, 2006 წელს ოსაკაში ითამაშეს. 2012 წლიდან დღემდე იაპონელები თბილისში სამჯერ გვეწვივნენ, 2015 წლის მსოფლიო თასის წინ კი, მათ ინგლისში, გლოსთერში შევხვდით. ამ მომენტისათვის ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა - 4:1.

საგულისხმოა, რომ ბოლო ოთხი დაპირისპირებისას ყველაზე დიდი სხვაობა 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც ბორჯღალოსნებმა 35:24 მოიგეს, ხოლო მეტოქემ ორჯერ 3 (2012 წელს 22:25; 2015 წელს 10:13) და ერთხელ 6 (2016 წელს 22:28) ქულის სხვაობით იმარჯვა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ გაისად ივნისში ტოიოტა სიტიში მოგვეცა იაპონიასთან თამაშის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ იგივე სტადიონზე ვითამაშენთ, რომელზეც 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველ მატჩში უელსს დავუპირისპირდებით. იგივე ბაზაზე ვივარჯიშებთ, იგივე სასტუმროში გავჩერდებით და იგივე სატრანსპორტო სისტემას გამოვიყენებთ, მსოფლიოსთვის მოსამზადებლად ამაზე კარგი რა უნდა გინდოდეს...

რაც მთავარია, ჩვენთვის დიდი პატივია იაპონიას მათსავე ქვეყანაში ვეთამაშოთ. რაც მე ბორჯღალოსნების მწვრთნელი ვარ, მათ სამჯერ ვეთამაშეთ თბილისში და ერთხელ ბრიტანეთში, აქედან გამომდინარე დიდებულია, რომ იაპონელებს თავიან მშობლიურ კედლებში დავუპირისპირდებით“ - განაცხადა ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა.

ბორჯღალოსნებთან მატჩამდე "ალუბლები" ორჯერ შეხვდებიან იტალიას - 9 და 16 ივნისს. ზაფხულის ტესტებთან დაკავშირებით იაპონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯეიმი ჯოზეფმა თქვა:

„იაპონელ ქომაგებს უნდა ვაჩვენოთ, რომ გვაქვს გამარჯვების ჟინი და სურვილი. მატჩები იტალიისა და საქართველოს ნაკრებების წინააღმდეგ, მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად იდეალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მხარდასაჭერად სტადიონზე ქომაგი მრავლად მოვა“.

ზაფხულის ტესტებზე ბორჯღალოსანთა სხვა თამაშების შესახებ ინფორმაციას დროთა განმავლობაში მოგაწვდით.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (44)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:46 | 14.12.2017
ilarioni (138)

კი მაგრამ იაპონია - იტალია რაში გვაინტერესებს ჩვენ, ჩვენ აქტივში ჩაიწერება რომ მოუგონ იაპონელებმა თუ რა. მსოფლიო ჩემპიონატზე ხომ არ ვხვდებით მერე ამ გუნდებს. ეს არის ორი კონკრეტული თამაში და დარწმუნებული იყავით ორივეს სხვა მიდგომა ექნება ამ თამაშის მიმართ. იაპონიის მიდგომაა მსოფლიო თასისთვის მომზადება, ხოლო იტალიისთვის ეს შეხვედრა კიდევ უფრო მეტია ვიდრე სამსოფლიო მომზადება ამ ყბადაღებული ექვსი ერის ფორმატის გადახედვის გამო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი ფავორიტია ჩვენთან შეხვედრაში, თუნდაც მარტო სახლში თამაშის ფაქტორის გათვალისწინებით. დანარჩენი გამოჩნდება

14:56 | 14.12.2017
არჩილ სოხუმელი (484)

ყველაფერში გეთანხმებით მეგობარო. უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი იაპონიისა და იტალიის ნაკრების შეხვედრებზე. მერე უბრალოდ შეკითხვებს ვუპასუხე და ზოგიერთ სხვის მოსაზრებაზე გამოთქვი აზრი. მე თუ მკითხავენ ძაან გამიხარდება თუ იაპონია იტალიასთან უფრო უკეთეს შედეგს მიაღწევს ვიდრე ჩვენთან, მხედელობაში არ მაქვს მაინცდამაინც მოგება, უბრალოდ მინდა მსოფლიომ ნახოს, რომ ჩვენთან თამაში უფრო გაუჭირდათ ვიდრე იტალიელებთან. ეს უბრალოდ სურვილია. თორემ ისე ზაფხულის ტესტ მატჩები გვანახებენ რა როგორ იქნება და დიდი მოლოდინით ველი. ადრე ტურნირები იმართებოდა და გამარჯვებული ვლინდებოდა. მერჩივნა ასეთი ტურნირი ჩატარებულიყო იაპონიაში ამ გუნდების, იაპონია, იტალია, საქართველო შემადგენლობით და გათამაშებულიყო პირველი ადგილი, ყველა გუნდი შეხვედროდა ერთმანეთს.

14:19 | 14.12.2017
არჩილ სოხუმელი (484)

13:54 | 14.12.2017 ilarioni (34) ხოდა რატომ არ მესმის, რის საფუძველზე ასკვნი ამას.
----------------------------------
უბრალოდ იაპონიის თამაშების შემყურე ვფიქრობ ასე. ვუყურე იაპონელების გამოსვლას მსოფლიო თასზე 2015 წელს სადაც სამხრეთ აფრიკა და სამოა დაამარცხეს, აგრეთვე მათ ტესტ მატჩებს და სულ ბოლოს როგორ ითამაშეს საფრანგეთთან. ძაან სწრაფი და ტექნიკური გუნდია. საქართველოში ნათამაშები ტესტების მერე ბევრად გაძლიერებულია. კიდევ იაპონიის ნაკრები მსოფლიო თასზე და ზოგიერთ ტესტმატჩებზე ძლიერ განსხვავებული შემადგენლობითა და ტაქტიკით თამაშობს. იაპონელებს სისწრაფეში ძაან ჩამორჩებით, იტალია ჩვენსავით უფრო ძალისმიერ რაგბს თამაშობს და აი აქ გვაქვს შანსი მოგების (არა 100% მოვიგებთ არამედ შანსი გვაქვს). იტალიელებს უკვე რამოდენიმე წელია 20 წლამდელ ნაკრებების თამაშებს ვჯობნით (მაგრამ თბილისში ჩატარებულ ბოლო U20 მსოფლიო თასზე იტალიელები ბევრად უკეთ და ძლიერად გამოიყურებოდნენ და მათ, რომ შევხვედროდით არა მგონია მოგვეგო).

14:17 | 14.12.2017
McCaw (168)

კაროჩე რა ერთი როდის მოვა ივნისის ტესტები რა გონია ერთი ეს იტალია ამ ხალხს ორივე თამაში შუაზე გადახსნიან იაპონელები თან იტალიელებთან იაპონელები მთელს სულს და გულს ჩადებენ და თავს შეაკლავენ რომ მთელს მსოფლიოს რომ დაანახონ რომ სამხრეთ აფრიკასთან და ფრანგებთან მიღწეული შედეგი გავარდნა არ იყო ამიტომაც ტიერ 1 გუნდად წოდებულ იტალიას ორივე თამაშში გააპობენ მთელს სარაგბო სამყაროს დაანხებენ რამდენად უსუსურია იტალიის ნაკრები და მერე ვნახოთ რამდენს ილაპარაკებენ იტალიის სიძლიერეზე

13:54 | 14.12.2017
ilarioni (138)

11:20 | 14.12.2017 ilarioni ამაზე ადრეც მაქვს დაწერილი - დონით იტალია ჩვენზე მაღლა დგას. უბრალოდ თუ მოგებაზეა საუბარი იაპონიასთან მოგებაზე უფრო დიდი შანსი იტალიასთან გვაქვს.


ხოდა რატომ არ მესმის, რის საფუძველზე ასკვნი ამას. იაპონიას ვეთამაშეთ და ვიცით რა გუნდიც არის და როგორ უნდა ვეთამაშოთ, სხვა საქმე რამდენად გამოგვივა. აი იტალიასთან კი წლებია არ გვითამაშია, თან გუნდი ექვს ერზე გამოდის და ყოველგვარი ფსიქოლოგიური მომენტი მოხსნილი აქვს, თან ჩვენთან ბოლო დროინდელი დისკუსიის გათვალისწინებით ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი, ამ ზველაფრის გათვალისწინებით ვფიქრობ იტალიის დამარცხება თან მისსავე მოედანზე ურთულესი დავალება იქნება. თუ იტალიას იმის მიხედვით შევაფასებთ, როგორც ბათუმელებმა იტალიის ვიადანა შეაფასებს სხვა გუნდების წინააღმდეგ სუსტი თამაშით. მაშინ ეჭვგარეშე იგივე დაგვემართება რაც ბათუმს დაემართა. ეს იქნება კონკრეტული დაპირისპირება ორ გუნდს შორის, რომლებსაც წლებია, მოდით ჩავთვალოთ, საერთოდ არ უთამაშია ერთმანეთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ იმ ერთი თამაშის მერე რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი,არ უთამაშია ერთმანეთის წინააღმდეგ. თუ რეიტინგით ვზომავთ, სისულელეა, გამოცდილებით იტალია რომ უფრო წინ არის ფაქტია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ უწინ იაპონიას მოვუგებთ ვიდრე იტალიას, ვინაიდან მოგვიგია კიდეც და ძალითაც წაგვიგია იაპონიასთან თამაშები.

13:36 | 14.12.2017
არჩილ სოხუმელი (484)

Грузинский вопрос, или альтернатива Кубку Шести Наций
В последний год дебаты о возможном участии «Лелос» в главном европейском турнире не прекращались, но насколько реально попасть в высший эшелон регби Старого Света?
По материалам Джорджа Вуда для the1014.com.
Существует много вариантов развития событий. Одно из предложений - просто увеличить число участников КШН с 6-ти до 7-ми. Второе – проводить квалификационный матч за шестое место в турнире.
Но что если проводить единый чемпионат Европы каждые четыре года между Кубками Мира? Вот как это могло бы работать…
Формат и участники
Если объективно посмотреть на сложившуюся ситуацию в европейском регби, то можно выделить восемь сборных, которые достаточно конкурентноспособны: участники Кубка Шести Наций, Грузия и Румыния.
«Стоп», скажете вы, «Румыния?», разговор же о Грузии. Если КШН расширить до 7 команд, пройдёт не так много времени, как поднимут и румынский вопрос. В последнем розыгрыше чемпионата Европы румыны стали победителями и обыграли грузин. В ноябре «Дубы» неплохо провели тест-матчи и одолели Самоа.

Регби в Европе в целом на подъёме и нужно поддерживать прогрессивные тенденции. Вспомните 25-тысячную толпу на финале Кубка Испании, или взгляните на российский клуб «Красный Яр», обыгравший «Стад Франсе» в Кубке Вызова. В этом году Испания и Россия обыграли участника Кубка Мира Намибию.
Регби в Старом Свете стремится к чему-то большему, и для обеспечения такого роста должна быть создана система.
Расширение = Потеря качества
Уверен, что приглашение Грузии и Румынии в Кубок Шести Наций во многом обесценит существующий больше века турнир. Однако, создание отдельного соревнования с сильнейшими сборными позволит развиваться и догонять соперников выше уровнем, если смотреть на ситуацию в перспективе. Так что, пожалуй, лучшим форматом будет:
12 команд (Кубок Шести Наций плюс чемпионат Европы «Чемпионшип»)
4 группы по 3 команды
Победители каждого пула выходят в большой полуфинал, вторые сборные играют за «Плейт», третьи за «Боул».
Согласно мировому рейтингу 21-го ноября подгруппы выглядели бы так:
Группа «А»: Англия, Франция, Россия;
Группа «В»: Ирландия, Италия, Испания;
Группа «С»: Шотландия, Грузия, Германия;
Группа «D»: Уэльс, Румыния, Бельгия.
За турнир команды проведут по 4 матча.
Единственная проблема – участники Кубка Шести Наций не получат большой пользы от игр с более слабыми соперниками, но с другой стороны смогут наиграть молодых и перспективных. Остаётся только надеяться, что за четырёхлетний цикл Германия и Бельгия станут намного конкурентноспособнее.
Когда и где играть?
Проводить чемпионат можно, как ранее уже предлагалось, раз в 4 года между Кубком Мира. Первый провести можно было бы в 2021 году. Ещё один плюс, такое крупное событие не пересекалось бы с Кубком Мира и Чемпионатом Европы по футболу.
Календарь
Самой большой сложностью в организации турнира станет поиск свободного окна. Ведь сборные так же проводят летние и осенние тесты. Хотя раз в 4 года можно было бы заменить объединённым чемпионатом Европы июльские тестовые матчи, когда будет турне у Британских и Ирландских Львов.
Где проводить турнир?
Первым кандидатом можно назвать Ирландию, которая не примет Кубок Мира-2023. И так каждое следующе соревнование могло бы проходить в европейской стране, которая претендовала на проведение главного турнира планеты, но проиграла.
Итог
Чемпионат Европы был бы отличным способом развития международного регби и стал бы огромным толчком в прогрессе стран Старого Света второго и третьего эшелона.
А вы как считаете?
the1014.com
0?'>https://rugger.info/news/17691':'>https://rugger.info/news/17691'))

13:43 | 14.12.2017
არჩილ სოხუმელი (484)

Формат и участники
Если объективно посмотреть на сложившуюся ситуацию в европейском регби, то можно выделить восемь сборных, которые достаточно конкурентноспособны: участники Кубка Шести Наций, Грузия и Румыния.
«Стоп», скажете вы, «Румыния?», разговор же о Грузии. Если КШН расширить до 7 команд, пройдёт не так много времени, как поднимут и румынский вопрос. В последнем розыгрыше чемпионата Европы румыны стали победителями и обыграли грузин. В ноябре «Дубы» неплохо провели тест-матчи и одолели Самоа.

სალაპარაკო ჩვენვე მივეცით. მგონია, რომ სურვილის შემთხვევაში რუმენთს იმ ჩემპიონატზეც დიდი ანგარიშით მოვუგებდით.

13:21 | 14.12.2017
არჩილ სოხუმელი (484)

11:20 | 14.12.2017 ilarioni ამაზე ადრეც მაქვს დაწერილი - დონით იტალია ჩვენზე მაღლა დგას. უბრალოდ თუ მოგებაზეა საუბარი იაპონიასთან მოგებაზე უფრო დიდი შანსი იტალიასთან გვაქვს.

13:25 | 14.12.2017
არჩილ სოხუმელი (484)

წინა კომენტარები:8:16 | 23.11.2017 არჩილ სოხუმელი (179)პასუხი
მიუხედავად რაგბში საქართველოს ნაკრების დიდი პატივისცემისა და სიყვარულისა არა მგონია იტალიას დონით ვუსწრებდეთ. ამის გარდა ჩამოვრჩებით როგორც ეკონომიკურად ასევე მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობითაც. ყველაფერია გასათვალისწინებელი. ტურნირზე აშკარა აუტსაიდერები, რომ ვიქნებით ცხადია და ვფიქრობ, რომ სტადიონზე არა ფასის გამო არამედ ნაკრებისადმი ინტერესის დაკარგვის გამო მოიკლებს დამსწრეთა რაოდენობა. საქართველოში ჩატარებულმა U20 მსოფლიო თასმა აჩვენა, რომ რაგბს არ ყავს ბევრი გულშემატკივარი. უფრო ახალი ტურნირის ან ლიგის ან ჩემპიონატის (როგორც უნდა ისე დაერქვას) ჩამოყალიბება მიმაჩნია სწორად. ვფიქრობ ამ გათამაშებაში უნდა გაერთიანდნენ საქართველო, იაპონია, ფიჯი, სამოა, ტონგა, აშშ, კანადა. ეს ტურნირი უნდა ჩატარდეს ყოველ წელს ერთ-ერთ მონაწილე ქვეყანაში, რადგანაც იაპონიის, აშშ-ს და კანადას გარდა ფინანსურად სხვა ქვეყნებს არ ულხინთ და ხარჯების დაზოგვის მიზნით ჯობია ერთ ქვეყანაში ჩატარდეს (მსოფლიო თასის გათამაშების წელს შეიძლება ტურნირი არ გაიმართოს გადატვირთულობის გამო), ვთქვათ ერთ წელს იაპონიაში, შემდეგ წელს აშშ-ში, შემდეგ საქართველოში, კანადაში, ფიჯიში და ა.შ. შეიძლება ერთმანეთთან მიმოსვლითაც იქნეს 2 წელიწადში გაწელილი, როგორც ვთქვათ ერთა თასზეა.
ჩემი აზრით კარგი იქნება თუ გათამაშდება ევროპის თასი - 6 ერის გუნდები პლიუს 2 (შეიძლება 4-იც იყოს) გუნდი ერთა თასიდან. გუნდები სხვადასხვა კალათში უნდა განაწილდეს სიძლიერისა და რეიტინგის მიხედვით და გაკეთდეს 2 ჯგუფი. უნდა გათამაშდეს როგორც ჩემპიონობა და მესამე ადგილი,ასევე მეხუთე და მეშვიდე ადგილები (თუ 8 გუდი იქნა, ხოლო თუ 10 მაშინ მეცხრე ადგილიც). ეს გათამაშება უნდა ჩატარდეს 4 წელიწადში ერთხელ. ვიცი რაგბი ძალისმიერი და ტრავმული სპორტია და ტურნირებით გადატვირთებს მოერიდებიან. უბრალოდ ჩემთვის ძაან საინტერესო იქნება ასეთი ტურნირები.

13:22 | 14.12.2017
არჩილ სოხუმელი (484)

წინა კომენტარები: 0:29 | 24.10.2017 არჩილ სოხუმელი (179)პასუხი
ინგლისელებმა კარგად იციან, რომ საქართველოს ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს და ალბათ ელოდნენ როდის მიატოვებდა ნაკრებში თამაშს მამუკა გორგოძე, კიდევ გადასწიეს და თამაში იტალიასთან 2018 შემოდგომაზე დანიშნეს. ალბათ ელიან, რომ კიდევ წავლენ ძირითადის მოთამაშეები. თუ იტალიასთან თამაში შედგა ალბათ იტალიაში დანიშნავენ და მსაჯებიც ბევრს იმამაძაღლებენ. წინასწარ ვგრძნობ რა დაძაბული თამაში იქნება - იტალიაც თავს არ დაზოგავს, იმათაც ესმით რომ საქართველოს ნაკრებს მათ შემცვლელებლად მოიხსენიებენ. უძლიერესი შემადგენლობით შეგვხვდებიან და თავსაც შეგვაკლავენ. ჩვენებიც ყველაფერს დადებენ. იქნება უხეში თამაში, უამრავი შეცდომებითა და შეიძლება გაწევა-გამოწევებით. თვითონ ინგლისს ეთამაშა ჩვენს წინააღმდეგ და კარგი იქნებოდა თუ თბილისში გვეთამაშებოდა. თუ ასე უნდოდათ ჩვენი (საქართველო და იტალია) ძალების შედარება მაშინ მსოფლიო თასის შემდეგ გვეთამაშა, მაშინ დაენიშნათ თამაში, როცა საქართველო სიძლიერის პიკზე იყო. მაგრამ ეს არ აწყობდათ. ისიც ვიცი, რომ თამაშების განრიგი რამდენიმე წლითაა გაწერილი, მაგრამ რეალურ ძალას საქართველოს ნაკრებისა მაშინ ნახავდეთ, როცა ნაკრები მსოფლიო თასისთვის იყოს მომზადებული.

11:20 | 14.12.2017
ilarioni (138)

თუმცა ნუ დაგვავიწყდება იტალიის მოტივაცია ჩვენ წინააღმდეგ თამაშისას, თანაც იტალიის წინააღმდეგ არ გვითამაშია უკვე ლამის ათწლეულები. იაპონიას კი სულ რაღაც 2 წლის წინ ვეთამაშეთ ბოლოს და ვიცით რაც შეუძლია. ასე რომ ნურც იტალიასთან ველით მარტივ გასეირნებას. თან მენტალური ანალიზისთვის კარგად გამოგვადგება ბათუმის ორი ფიასკო იტალიურ კლუბებთან და მეტოქის არასათანადო დაფასება. იტალია სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, გამოცდილებით გვჯობნის. რაც ბევრ რამეს ნიშნავს. ბათუმმაც რაღაც არითმეტიკული გამოთვლები გააკეთა განსაკუთრებით მეორე თაამში მაქვს მხედველობაში ვიადანამ ამასთან წააგოო ჩვენ ჩვენ იმაზე კარგი გუნდი გვყავსო ვისთანაც წააგოო, მერე ჩემპიონატში სადღაც ბოლოშიაო და ა.შ. და კიდეც დაგვტოვეს გაღიმებულები. რაგბში ყველაზე დიდი შეცდომაა მეტოქის არასათანადოდ შეფასება/არ დაფასება,იმიტომ რომ რაგბი მებრძოლი ხასიათის სპორტია და მარტივად არავინ დაგნებდება. ამიტომ 40 წუთის შემდეგ თამაშს დამთავრებულად რომ ჩათვლი თან უკვე ზედიზედ მეორედ, ესე იგი შეცდომებიდან, საუკთესო შემთხვევაში ძალიან ძნელად სწავლობ, უარესში საერთოდ ვერ სწავლობ.

10:55 | 14.12.2017
McCaw (168)

არჩილ სოხუმელი მეც მაგას ვიძახი არჩილ რა თქმა უნდა იტალიასთან თამაში ჯობია მათთან მოოგების ბევრად უფრო დიდი შანსი გვაქვს ვიდრე იაპონიასთან

10:14 | 14.12.2017
ilarioni (138)

არჩილ მსგავსი ლიგა თუ შეიქმნება მაშინ თამაშების განრიგი ექვის ერის ფანჯარას უნდა დაემთხვეს, თორემ ჩვენ ბიჭებს პრობლემა შეექმენბათ კლუბებიდან გამოშვების კუთხით, გარდა ამისა ეს ძალიან დამღლელი იქნება გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. გარდა ამისა ვინც იაპონიის წინააღმდეგ ჩვენ თამაშებს უყურა ალბათ დამეთანხმება, რომ უბრალოდ იმ სათამაშო უპირატესობით რაცჩვენ გვქონდა ყველა თამაშის მოგება შეიძლებოდა. რაც შეეხება არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ჩვენ თამაშს უნდა ვთქვათ, რომ გავიხსენით მაშინ, როდესაც თამაში უკვე წაგებული გვქონდა. ზუსტად ეს არის ჩვენი პრობლემა, რაც აგრეთვე გამოჩნდა უელსის წინააღმდეგ თამაშში, რომ სამწუხაროდ ჯერ კდიევ არ ვართ მზად მსგავსი თამაშების მოსაგებად.

00:23 | 14.12.2017
თორღვა პანკელი (387)

თუკი ერთა თასის იქეთ არ გაგვიშვეს და ვერ წავედით უბრალოდ არ ვიცი რა გვეშველება, ზღაპარია მაგრამ ახლა რომ მიგვიღონ 6 ერში დარწმუნებული ვარ ასე 5 წელიწადში საქართველოს ხის კოვზის კანდიდატათ არავინ არ ჩათვლის. არც ის ვიცი სად და რა ჩემპიონატში თუ გათამაშებაში შეიძლება ჩაგვრთონ, ან რას მოიფიქრებენ კაცმა არ იცის, ერთი კია ჩვენი რაგბის კავშირიდან რაღაც დიდი აქტიურობაც არ შეიმჩნევა(შეიძლება მე მეჩვენება)კრიტიკა არ მინდა ნარღდად მაგრამ ცოტა უფრო უნდა დაფაფხურდნენ, უფრო უნდა შეაწუხონ რაგბის მამები და რაიმე უნდა მოიფიქრონ. ფაქტია ნაკრებს ჭირდება სხვა ალტერნატივა, უფრო მაღალი დონის გათამაშება ვიდრე ერთა თასია, პარალელურად ჩემპიონატის გაძლიერება და კლუბების ევრო ასპარესზე ჩართვა(მინიმუმ 2-ის)აი ამ ქართველი ბიზნესმენების დშშ-ი სუყველას! მილიარდებს რომ თქვლიფავთ 50 000 მაინც ჩამოდით თითოეულმა და ყველამ ერთად ერთი კლუბი მაინც დააფინანსეთ, მაგრამ ვის ველაპარაკები, ლაშა ტალახაძეს ერთი ბინა ვერ აღირსეს ამხელა კაცი 30 კვადრატულ ბინაში ცხოვრობს, გია ნიჟარაძე მაგრად აკლია ქართულ რაგბს, არც მსოფლიო რაგბში იქნება გულხელდაკრეფილი იქაც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს აკეთებს და მუშაობს ქართული რაგბისთვის, იდეალური იქნება თუ ისევ ბატონი გია ჩაიბარებს რაგბის კავშირს.

02:25 | 14.12.2017
NIKA..01 (335)

ქართული ბიზნესის წარმომადგენლები მართლა საგინებლები არიან.ასეთი ჟმოტი ბიზნესმენები არ მგონია რომელიმე ქვეყანას ყავდეს.სად ტრ...ში მიაქვთ მილიონები.საერთაშორისო დონემდე თავიანთ ბიზნესსაც ვერ აფართოვებენ,არც ქვეყანაში აფინანსებენ რომელიმე სფეროს.ქველმოქმედებაზე ხო საერთოდ საუბარი ზედმეტია,თუ 20 კამერა არ ახლავთ და ყველა მედიაში არ თქვეს და გაარეკლამეს ისე თეთრიანს არავის დაეხმარებიან.ვისოლს როგორ დავიჯერო რომ წელიწადში ნახევარი მილიონი ლარი არ შეეძლო გამოეყო და სტაბილურად დაეფინანსებინა ყოჩები.იგივე ფეხბურთში ტორპედო.მივიდნენ ვითომ გაჩნდა იმედი რამეს იზავენო და ერთადერთი რაც გააკეთეს მაიკებზე ვისოლი მიაწერეს დიდი ასოებით,დიდზე დიდი ასო რო მოხვდეთ მაგათ.....იგივე ნებისმიერ სხვა ბიზნესზე შეიძლება ითქვას.რა ფეხებად უნდათ ფული არსად თუ არ დახარჯეს.მარტო თავისი ტრ...ის ქეიფზე და კუჭის ამოყორვაზე ფიქრობენ.

23:15 | 13.12.2017
არჩილ სოხუმელი (484)

თუ იაპონიას არ მიიღებენ სამხრეთის 4 ერის თასზე, ხოლო ჩვენ ევროპის 6 ერის თასზე, მაშინ საუკეთესო ვარიანტია (ფინანსურად თუ გავუძელით) ახალი თასის გათამაშება სადაც იქნებიან იაპონია, საქართველო, ფიჯი, სამოა, ტონგა, აშშ და კანადა. შეიძლება რუმინეთი დაემატოს. ამ თასის გათამაშებაზე ძაან მოიმატებს ჩვენი ნაკრების დონე და მერე ევროპის 6 ერის მესვეურები უფრო მოისურვებენ ჩვენს დამატებას.

23:20 | 13.12.2017
არჩილ სოხუმელი (484)

[bstripslashes((strlen('https://en.wikipedia.org/wiki/Japan_national_rugby_union_team')>0?']https://en.wikipedia.org/wiki/Japan_national_rugby_union_team':']https://en.wikipedia.org/wiki/Japan_national_rugby_union_team'))
ამ თასზე ითამაშებენ მსოფლიო რეიტინგზე 10, 11, 12, 13, 16, 17 და 21 ადგილზე მყოფი გუნდები. ხოლო თუ გათამაშებს იაპონია, ფიჯი, სამოა, ტონგა - დაემატება საქართველო მაშინ ამ თასზე ითამაშებენ რეიტინგში 10, 11, 12, 13 და 16 ადგილზე მყოფი გუნდები.

23:06 | 13.12.2017
არჩილ სოხუმელი (484)

ერთი შეკითხვა მაქვს და გთხოვთ მიპასუხოთ - უელსთან ფრეს ან გამარჯვების შემთხვევაში რამდენ ქულას ვიღებდით და როგორ აისახებოდა ეს რეიტინგზე?

12:23 | 14.12.2017
ddimitri (22)

როგორც მახსოვს, უელსთან ფრეზე 1 ქულას ავიღებდით და მოგემაზე 2 ქულას, მაგრამ რეიტინგში მაინც მე-12 ადგილზე დავჩებოდით - იაპონია ახლა 2,2 ქულით წინაა ჩვენზე

12:28 | 14.12.2017
ddimitri (22)

stripslashes((strlen('https://rawling.github.io/wr-calc/')>0?'https://rawling.github.io/wr-calc/':'https://rawling.github.io/wr-calc/')) ეს არის რეიტინგის გასაანგარიშებელი ლინკი

23:04 | 13.12.2017
არჩილ სოხუმელი (484)

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თუ იაპონიას დაიმატებენ სამხრეთის 4 ერზე (უფრო დიდი შანსი აქვთ ვიდრე ჩვენ 6 ერზე მოხვედრისა, ესაა პროგრესი, დონე, ფინანსები...) ამის მერე იაპონიის ნაკრები უკვე სამხრეთის 5 ერის ლიდერი გახდება. მაგრამ დონით ძალიან მალე მათი დონის გახდება. ახლა მგონი იაპონელები თამაშობენ წყნარი ოკეანის ერთა თასის და აზიის ხუთი ერის თასის გათამაშებებში. წყნარი ოკეანის ერთა თასი კიდევ მისაღებია - ფიჯი, სამოა, ტონგა. მაგრამ აზიაში ვინაა იაპონიის ან ჩვენი ერთა თასის გუნდების დონისა?
თუ იაპონიას დაამატებენ სამხრეთის 4 ერის თასზე, მაშინ დამერწმუნეთ ტონგოელი, ფიჯელი და სამოელი საუკეთესო რაგბისტები იაპონიის ნაკრებში ითამაშებენ და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს.

23:10 | 13.12.2017
არჩილ სოხუმელი (484)

იაპონელებს შიდა ჩემპიონატიც ბევრად ძლიერი აქვთ ვიდრე ჩვენ და იმის ფუფუნებაც გააჩნიათ, რომ ოკეანიის ქვეყნებიდანაც დაიმატონ მორაგბეები. უფრო მეტი შანსი აქვთ ამის გაკეთების ვიდრე 4 ერის სხვა ქვეყნებს, ფულით დააინტერესებენ. ისე კარგი იქნება თუ ნატურალიზების პირობებს გაამკაცრებენ.

22:56 | 13.12.2017
თორღვა პანკელი (387)

მთავარია გუნდი იყოს ოპტიმალურ ფორმაში და მერე ერთიც შემოგვასკდეს და მეორეც, ჩვენი ნაკრების გასვლით თამაშებს თუ გადახედავთ ბოლო წლებში თითქმის ყველგან მშვენივრად ვირაგბეთ, წავაგეთ კიდეც, შოტლანდიასთან და მანამდე უფრო ადრე ირლანდიასთან მაგრამ იქ გამარჯვება ცოტა არ იყოს ყველას უჭირს თან მსაჯებიანად გვეთამაშებოდნენ. კუნძულელებს სამივე თამაში მოვუგეთ, აშშ-ს მოვუგეთ, კანადას მოვუგეთ, არგენტინასთან კი წავაგეთ მაგრამ იმ სამწუხარო შეცდომების და დაცვაში სულ ერთიდაიგივე ლაფსუსების მიუხედავად შეტევაში გადასარევად ვითამაშეთ და ვაჩვენეთ რომ მიწოლის და ჯაჯაგურის გარდა სწრაფი ლამაზი რაგბიც შეგვიძლია და 29 ქულა გავუკეთეთ არგენტინას, უელსთან თამაშზე აღარაფერს ვამბობ ბრიტანულმა პრესამ რომ დაწერა იმაზე უკეთესად მაინც ვერ ვიტყვი. კაია იაპონია და იტალია თუ ფავორიტებად ჩაითვლებიან ჩვენთან, ფავორიტის სტატუსმა ცოტა მოდუნება იცის და მოდუნებულ დუნდულებში უკეთესად შეუსრიალდებათ.

22:43 | 13.12.2017
არჩილ სოხუმელი (484)

17:13 | 13.12.2017 FEDAL
ერთს გკითხავ დღესდღეობით ჩვენს ნაკრებს ვისთან უფრო გაუადვილდება თამაში ვისთან უფრო მეტი შანსი ექნება მოგების იაპონიასთან თუ იტალიასთან ნებისმიერი რაგბიში ჩახედული კაცი ზუსტად ვიცი რასაც უპასუხებდა ამ კითხვაზე
-----------------------------------------------------------------
ორივესთან ვისურვებდი, რომ გვეთამაშა. აი ჯგუფში, მსოფლიო თასზე, რომელი ნაკრებთან მოხვედრა გირჩევნიაო, რომ მკითხონ, იტალიას ავირჩევ (დღევანდელი დონით). თუ მოგებაზეა საუბარი იტალიასთან ბევრად დიდი შანსი გვაქვს ვიდრე იაპონიასთან.

22:54 | 13.12.2017
არჩილ სოხუმელი (484)

მომავალ მსოფლიო თასზე ძაან გაგვიჭირდება ფიჯისთან და არა მგონია ამერიკის მეორე გუნდთანაც გასეირნება გვექნეს. ჯგუფში ყველა მეტოქესთან ძაან რთული თამაშები გველის.

21:47 | 13.12.2017
NIKA..01 (335)

იაპონია და იტალია ძალიან მაგარი ტესტებია.თუ ამათ დაემატება 1 ბობოლა მაინც მაშინ უმაგრესი იქნება.პლიუს კუნძულელებიდან რომელიმე.ნუ ფიჯი ჯობია რა თქმა უნდა.ან საუკეთესო ვარიანტში რომელიმე ბობოლა და პლიუს მაორები

21:43 | 13.12.2017
NIKA..01 (335)

რაც არ უნდა იყოს მართლა ძალიან კარგი ნაკრებია და სასიხარულოა მათთან ტესტი რომ დაგვინიშნეს.შანსებს რაც შეეხება ეს იმაზეა დამოკიდებული რომელი ნაკრები მოახვევს თავის თამაშს მოწინააღმდეგეს.თუ ავყევით გაშლილ თამაშში რა თქმა უნდა ძალიან მცირდება ჩვენი შანსი,მაგრამ თუ შევძლებთ და ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩავითრევთ,არ მივცემთ თამაშის გაშლის საშუალებას და მორკინალებით შევუტევთ,თუ რაქებში აქტიურად ვითამაშებთ და სწრაფად გავასუფთავებთ მაშინ ჩვენ მეტი შანსი გვექნება გამარჯვების.ჩვენ თამაშში მათ შანსი არ აქვთ.ძალიან ვჯაბნით შერკინებაში.ბოლო თამაში იმიტომაც წავაგეთ რომ ბურთს არ გავუფრთხილდით.ხან უდისციპლინობის გამო ვჯარიმდებოდით და ვკარგავდით ბურთს,ხან ფეხს ვურტყავდით და მეტოქეს ვაძლევდით ბურთის დაუფლების შანსს.ჩვენ რომ ხელდახელ მორკინალებით მოკლე მოკლე დარტყმებით გვეთამაშა შანსი არ ექნებოდათ გამარჯვების.

21:37 | 13.12.2017
NIKA..01 (335)

იაპონიის წარმატების საფუძველი ფინანსებშია.აქვთ ფინანსურად ძლიერი ჩემპიონატი ფინანსურად ძლიერი გუნდებით,გამართული ინფრასტრუქტურა.პლიუს ზერაგბში თამაშობენ და ეგ ძალიან მაგრად ეხმარებათ განვითარებაში.თუმცა რომ არა ნატურალიზებული მოთამაშეები ვთვლი რომ იაპონიას ასეთი შედეგები ვერ ექნებოდა.მე ჩემი მხრიდან ზოგადად არ ვარ ნატურალიზების მომხრე.1-2 და თუნდაც 3 მოთამაშე კარგი მარა იაპონიას მართლა ძალიან ბევრი ყავს.

19:05 | 13.12.2017
erovnuli-nakrebi (224)

იაპონია ექსვი ერის დონის გუნდია

18:04 | 13.12.2017
McCaw (168)

გამომდინარე აქედან დღეს იაპონია იტალიაზე ძლიერია არცაა ეგ განსახილველი

18:04 | 13.12.2017
McCaw (168)

6 ერზე 2018 წლის 11 მარტს არის უელსი-იტალია ჩვენ 13-6 წავაგეთ უელსთან და 11 მარტს რასაც უზამენ იტალის ყველა ნახავს არც მეტი არც ნაკლები მინიმუმ 20 ქულის სხვაობით მაინც მოუგებს უელსი

17:58 | 13.12.2017
McCaw (168)

აგერ შარშან ნოემბრის ტესტეპზე უელს იაპონია გასვლაზე 33-30 ეთამაშა 3 ქულის სხვაობით დამარცხდა და იგიე შარშან 6 ერზე იტალიამ უელსთან გასვლაზე 67-14 წააგო და რა იტალიის სიძლიერეზე მელაპარაკები ვერ ვხდები მითუმეტეს შარშენდელის შემდეგ იაპონიამ კიდევ უფრო მოუმატა და განვითარდა აგერ ფაქტი სახეზე ძმაო

17:49 | 13.12.2017
McCaw (168)

ilarioni შეცდომა შეცდომა გინდა ბავშური დაარქვი გინდაც სხვა რამ ფაქტი სახეზეა 4-1 გვიგებენ შეცდომა თუ არ დაუშვი ისე არ წააგებ, ვინც მეტ შეცდომას უშვებს ის აგებს ყოველთვის სადაც არ უნდა ვეთამაშოთ იატალიას გინდაც დღეს ხვალ და მას ზეგ ეჭვიც არ მეპარება რომ მოვუგებთ აი იაპონიასთან საკითხავია მოვიგებთ თუ არა და ფავორიტად იაპონიას ჩავთვლიდი მე ჩვენთან შეხვედრისას

17:42 | 13.12.2017
ilarioni (138)

იაპონელებს რამდენი თამაშიც ვეთამაშეთ ბოლო 4 თამაშს ვგულისხმობ, ოთხივეში მოგების ძალიან კარგი შანსი გვქონდა და ბავშვური შეცდომების გამო წავაგეთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ იაპონიამ ბოლო ორ წელში კიდევ უფრო მოუმატა, თუმცა მომატებული გვაქვს ჩვენც. ჩემ აზრით იტალიასთან თამაში თან გასვლაზე ძალიან რთული გასერინება იქნება ჩვენთვის და შანსებს 55-45% შევაფასებდი იტელიის სასარგებლოდ

17:13 | 13.12.2017
McCaw (168)

ilarioni რის საფუძველზე ვამბობ და იმის საფუძველზე რომ დგეს იაპონია უფრო ძლიერი გუნდია ვიდრე იტალია და რეიტინგშიც წინაა იაპონია იტალიზე განვითარება ვის უფრო ეტყობა დღეს იტალიას თუ იაპონიას განვითარებას რომ შეეშვა დღეს იაპონიის ნაკრები უფრო კარგ ფორმაშია ვიდრე იტალიის აგერ ვეიქნებით ყველა და მოვა ივნისიც და მანდ ვნახავ იაპონია რასაც დამართებს ერთს გკითხავ დღესდღეობით ჩვენს ნაკრებს ვისთან უფრო გაუადვილდება თამაში ვისთან უფრო მეტი შანსი ექნება მოგების იაპონიასთან თუ იტალიასთან ნებისმიერი რაგბიში ჩახედული კაცი ზუსტად ვიცი რასაც უპასუხებდა ამ კითხვაზე

16:52 | 13.12.2017
geogoli (367)

ძალიან კარგი გუნდია იაპონია, რაც მთავარია ხასიათი აქვთ და ბოლომდე იბრძვიან, ავტორიტეტებსაც არ უფრთხიან. თანაც ორგანიზებული გუნდია და ყველა ნიუანსს დიდ ყურადღებას აქცევენ. მათთან თამაში ჩვენთვის საპატიოა დ ღირსეულად უნდა ვეთამაშოთ, მოგება კი ნამდვილად გაჭირდება

16:40 | 13.12.2017
ilarioni (138)

მაგ თამაშის მიმოხილვას ვუყურე, ბოლომდე არ მიყურებია. მე იმას კი არ ვამბობ ვერ მოუგებს მეთქი, არამედ იმას, რომ ჩემი აზრით თითქმის თანაბარი გუნდებია და უფრო მგონია რომ 1:1 დამთავრდება. მე არ ვიტყოდი რომ იაპონიას ორივე თამაში გარანტირებულად მოგებული აქვს. რის საფუძველზე ამბობთ ამას ვერ ვხვდები.

16:18 | 13.12.2017
McCaw (168)

ფრანგებთან იაპონელების თამაშის ხილვა ერთ რამედ ღირდა ისეთ ტემპში და ისეთ სიჩქარეზე ბურთაობდნენ ნუ რავი უკანახაზელები ყავთ ძალიან მაგრები ხელით ისე სრაფად და ლამაზად შლიდენ მარაოს ნუ რავიცი მაგაითი სისწრაფეები ჩვენს ნაკრებს რომ მისცა გადასარევი იქნებოდა ერთი დიდ მინუსი აქვთ რომ მორკინალები არ უვარგათ და მაგათ შერკინებას ფაქტიურად ყველა ჩაგრავს

16:15 | 13.12.2017
McCaw (168)

ისე იაპონიას რომ ყავს იმდენი ნატურალიზებული მგონი არცერთ სარაგბო ქვეყანას არ ყავს იაპონის ერვნული ნაკრები კი ქვია მაგრამ დავიდან ბოლომდე ირაციონალურია

16:12 | 13.12.2017
McCaw (168)

ilarioni ესეიგი იატალიას ვერ მოუგებს იაპონია? ოთხ ერზე ადრეა ჯერ იაპონიის დმატება მაგაში გეთანხმები და არგენტინა ზალიან ბერად მაღლა რომ დგას და ძლიერია იაპონიაზე არც ესაა სადავო მაგრამ იტალიისთვის ორივე თამაშის მოგება რომ შეუძლიათ მაგი მაგრად მგონია და ერთს რომ უეჭველი მოუგებენ იტალიელებს თავს დავდებ მაგაზე თუ რამე მესმის და გამეგება რაგბისა შენ ეტყობა ფრანგებთან არ გინახია მაგათი თამაში ნოემრის ტესტებზე საერთოდ უნდა მოეგოთ ეგ თამაში იაპონელებს ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებიან იაპონელები წინაზე ავღნიშნე ეს სან ვულვზის დამსახურებაა რომელიც ზე რაგბის დაამატეს რომლის ბირთვიც იაპონიის ნაკრებს შეადგენს მერე ამას პლიუს ნატურალიზებული უცხოელები ზელანდიელები, კუნძულელები, კაპიტანი იაპონელებს ზელანდილეი ყავთ მაიკლ ლიჩი ასევე ძალიან მაგარი გარემარბი ზელანდიელი 14 ნომერი კარნ ჰესქეთი რომელმაც რამდენჯერაც იაპონელებს შევხდით იმდენ ჯერ დაგვალელოვა ასევე კუნძულელები მაფი, მალე საუ, ანისე, ჰელუ და სხვები კიდევ ასე რომ ხელაღებით შემიძლია იმის თქმა რომ იატლიას ორივეს თუ არა ერთს უეჭველი მოუგებენ

15:45 | 13.12.2017
ოვალური კორბენი (276)

ძალიან მაგარი თამაში იქნება. ორი სხვადასხვა სტილის, მზარდი გუნდის დაპირისპირება მართლაც საინტერესო უნდა გამოვიდეს.
ასევე ადრე იწერებოდა, რომ 2018-ის შემოდგომაზე ბოლოსდაბოლოს იტალიაც შეგვხვდებოდა. გარდა ამისა, თუ პატივი გვცეს და პირველი ეშელონის გუნდებთან ორი ტესტიც გვაჩუქეს, მშვენიერი სარაგბო წელიწადი გამოგვივა.

15:17 | 13.12.2017
ukleba (77)

Italia imito ver vitardeba ro chempionati ver ganavitaresm fuli ver chades. Chven tu chempionats ver ganvavitarebt verc chven ganvvitardebit. Es zgaparia. Samcuxarod yvelafers finansebi cyvets. Rac sheexeba italias, mec darcmunebuli var ro iaponia orive tamashs mougebs. Chvenc dzalian gagvichirdeba iaponiastan iq tamashi. Meore testi aucileblad grandi iqneba da kuluarebshi amboben ro volabebs surt mogvisinjon kbili radgamac ert jgufshi vart. Mesame tamashi ki albat braziliastan gveqneba an romelime sust gundtan balansi ro ar dairgves. Es kargic aris-tu chven gvinda gannvitardet, matac undat es. Mokled cesit kargi ivnisi unda iyos mara manamde ertta tasia da me dzalian mainteresebs chveni rezervis tamashi. Gansakutrebit ukana xazis. Rumineti ki dzalian mixaria ro mouges samoas da echidaven tongas. Ubralod es tendencia ar momcons rom upragonod imateben am kundzulelebs da zelandielebs ukve. Es unda gamkacrdes an aikrdzalos tore gafuchdeba ragbic.

14:34 | 13.12.2017
ilarioni (138)

ასე გადაჭრით ვერ ვიტყოდი, რომ ორივე თამაშს მოუგებს იტალიას და იმაშიც ვერ დაგეთანხმები არჩილ რომ მზად არის დაემატოს 4 ერს. თუნდაც არგენტინის მაგალითი რომ ავიღოთ. ალბათ დამეთანხმები, რომ არგენტინა ბევრად ძლიერია იაპონიაზე და მიუხედავად ამისა ვხედავთ როგორ უჭირს დანარჩენ სამ გუნდთან გამარჯვების მოპოვება, თუმცა ბუნებრივია მაინც სწორი იყო არგენტინის სამ ერში მიღება. იგივე იტალიის ექვს ერში მიღება და გინდაც ჩვენი მიღება ექვს ერში. რამდენი ხანია იტალია ამ ტურნირშია და პროგრესი არც თუ ისე თვალსაჩინოა. ასეთ გუნდებთან გრძელვადიანად სტაბილური თამაშისთვის გამოჩნდა, რომ საჭიროა ბევრი სტრუქტურული ცვლილება და მარტო ენთუზიაზმი არ არის საკმარისი. საიდან უნდა მოვიდეს შევსება თუ ეროვნული ლიგა არ არის მოწოდების სიმაღლეზე, თუ არ გზას შესაბამისი კვალიფიკაციის მსაჯები, მწვრთნელები და ზოგადად არ გაქვს შესაბამისი სარაგბო და სპორტული აზროვნება. ასე რომ ეს ხანგრძლივი პროცესია და ერთი ხელის მოსმით ვერ გადაწყდება. მასე ცალკეული თამაში კუნძულელებსაც შეუძლიათ ძლიერად ჩაატარონ ფიჯი და სამოა რომ ავიღოთ. გავიხსენოთ როგორ ეთამაშა სამოა ზელანდიას, როდესაც ზელანდიამ პირველად იკადრა სამოაში ჩაბრძანება. და ფიჯისაც ძალიან კარგად ვიცით რაც შეუძლია. მაშინ რატომ ამ გუნდებს არ იღებენ ოთხ ერში, ფულის გამო? ვფიქრობ არა მარტო. გადამწყვეტი ყურადღება ექცევა სტაბილურობას. არგენტინა, რომ მიიღეს სამ ერში, გავიხსენოთ რომ მესამე ადგილზე გავიდა 2007 წელს მსოფლიოზე და საფრანგეთი 7 ჯერ დაამარცხა მგონი, მაშასადამე ნამდვილად დაიმსახურა. ასევე ჩვენც. ჯერ უნდა ვაჩვენოთ რა შეგვიძლია. თუ ჩვენ 6 ერში მიგვიღებენ ეს იქნება ყველაზე გაბედული გადაწყვეტილება, თუმცა იტალიის მიღებაც გაბედული იყო.

19:44 | 13.12.2017
GiorgiG83 (525)

ან არგენტინა რატომ არის იაპონიაზე ბევრად ძLიერი ან იაპონია რატომ ვერ არის იტალიის მომგები?

16:49 | 13.12.2017
geogoli (367)

100% გეთანხმები

14:25 | 13.12.2017
პანტელეიმონი (1218)

შესანიშნავია

13:45 | 13.12.2017
არჩილ სოხუმელი (484)

იაპონია დღეისათვის ბევრად ძლიერია ვიდრე 3-4 წლის წინ იყო. დღეს იაპონიას თავისუფლად შეუძლია სამხრეთის 4 ერს დაემატოს. ევროპის ექვს ერზე კი ბევრ გუნდს გაუწევს კონკურეციას. ამ ტესტებზე 100% დარწმუნებული ვარ, რომ იტალიას ორივე თამაშს მოუგებენ და დიდ ანგარიშსაც დააფიქსირებენ.

13:36 | 13.12.2017
BEERTRANCE (1073)

იმედია უელსთან რო გვქონდა ეგეთი მსაჯობაი იქნება.

13:15 | 13.12.2017
ilarioni (138)

ფიჯი მართალია ათეულში შედის მაგრამ სიურპრიზი ნამდვილად არ იქნება. რადგან იაპონიის წინააღმდეგ გვაქვს თამაში, ლოგიკასთან ახლოსაა, რომ ბარემ კუნძულებზე ჩავიდეთ. აქედან გამომდინარე ავსტრალიაც ჯდება ლოგიკაში. და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ მართლაც ბომბი ივნისი გველის, იაპონელები თითქმის პირველი დონეა ამას დავუმტოთ ავსტრალია, იქნებ ფიჯიც. კიდევ რაც მაინტერესებს არის ოთხი თამაში ხომ არ გვექნება ამ ივნისის ტესტებზე, ვინაიდან პირველი მაისის ბოლოს უნდა იყოს და "სავარაუდოდ" ბოლო 23-ში?

12:49 | 13.12.2017
McCaw (168)

დარწმუნებული ვარ და ეჭვიც არ მეპარება იაპონელები ორივე თამაშს მოუგებენ იტალიელებს

12:47 | 13.12.2017
McCaw (168)

ოოოოო გადასარავეიიია ძალიან რთული თამაში გვექნება და მოგება ძალიან გაგვიჭირდება თან ურთიერთს მაგრად ვაგებთ საკურებთან უეჭველი მოსაგები თამაშია აი ეხლა გამოჩნდება ვინ უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება ჩვენ თუ იაპონელები

12:36 | 13.12.2017
ukleba (77)

Me mgoni es siurprizi avstraliaaa. Ogondac gasvlaze kvlav samcuxarod. Tbilisshi ar gveqmeba testi zafxulshi

19:45 | 13.12.2017
GiorgiG83 (525)

ბარბაროსებზე არ გიფიქრია?
ბობოლების კალენდარი გაწერილია
ფიჯი და იაპონია სიურპრიზი აღარაა - თუ ბარბაროსები არა რჩება მაორი
სხვა სიურპრიზის კალიბრი ვერაა

მეტის ნახვა
0.117001