ლეგიონერები

1:40 | 12.12.2017 | ნანახია 2762 - ჯერ

ბექა კაკაბაძის იღბლიანი დებიუტი ჩემპიონთა თასზე

“კლერმონის” ახალგაზრდა ქართველმა ბურჯმა ბექა კაკაბაძემ ევროთასებზე პირველად ითამაშა. ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალისტი, სტუმრად მოქმედ ჩემპიონს “სარასენსს” დაუპირისპირდა და ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.

შეხვედრა კვირას უნდა ჩატარებულიყო, თუმცა დიდთოვლობის გამო ერთი დღით გადაიდო და ორშაბათს, მაყურებლების გარეშე გაიმართა. მატჩი ძალიან მოულოდნელი სცენარით წარიმართა, “სარასენსმა” მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ყველასთვის მოულოდნელად, დიდი ანგარიშით 14:46 დამარცხდა. ნამდვილი ბენეფისი მოიწყო სტუმართა ფიჯელმა გარემარბმა ალივერეტი რაკამ, რომელმაც პირველ ტაიმში მეტოქე სამჯერ დაალელოვა და მატჩის საუკეთესო მორაგბე დამსახურებულად გახდა.

ბექა კაკაბაძის ევროპული დებიუტი კი 68-ე წუთზე შედგა. მან ამ დროის განმავლობაში ბურთი 3-ჯერ მიიღო, 1 მეტრი მოიგო და 2 ბოჭვა გააკეთა.

გეტყვით, რომ დავით ზირაქაშვილი და ოთარ გიორგაძე ტრავმირებულნი არიან, ხოლო ვიქტორ კოლელიშვილი განაცხადში მწვრთნელმა არ შეიყვანა.

II პული

1. კლერმონი 3 3 0 0 96:42 14
2. სარასენსი 3 2 0 1 107:93 10
3. ოსპრეიზი 3 1 0 2 98:94 9
4. ნორთჰემპტონი 3 0 0 3 52:124 2


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:18 | 12.12.2017
ogafa (407)

წარმატებები

0.080493