საერთაშორისო

0:53 | 12.12.2017 | ნანახია 1613 - ჯერ

უელსს 6 ერისთვის უარბარტონი გამოაკლდა, შესაძლოა – ფალეტაუც

უელსის ნაკრების რიგებში ცუდი ამბებია. 6 ერის ჩემპიონატის დაწყებამდე 50 დღით ადრე, “დრაკონებს” ორი წამყვანი მესამეხაზელი, კაპიტანი სემ უარბატონი (74 კეპი) და ტაულუპე ფალეტაუ (70 კეპი) გამოაკლდათ.

უარბარტონის 6 ერში თამაში გამორიცხულია, რადგან მუხლის ოპერაციის გაკეთება მოუწევს და მინიმუმ 6 თვე ვერ ითამაშებს, ხოლო ფალეტაუ ჩემპიონთა თასის უკანასკნელ ტურში “ტულონთან” წაგებულ მატჩში დაშავდა და წინასწარი ინფორმაციით, მინიმუმ 8 კვირის გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ 6 ერის 2018 წლის ჩემპიონატი 3 თებერვალს აიღებს სტარტს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083665