ახალი ზელანდიის ნაკრების ჰავბექი ტავერა ქერ-ბარლოუ კარიერას “ლა როშელში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ტოპ 14-ის ბინადრის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
27 წლის მორაგბე საფრანგეთში რამდენიმე დღის წინ ჩაფრინდა და კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.
ავსტრალიაში დაბადებული მოთამაშე “ოლ ბლექსის” მესამე ჰავბექი გახლდათ. როგორც მოგეხსენებათ, “კივების” ძირითადი 9 ნომრები აარონ სმიტი და ტიჯეი პერენარა არიან. ტავერამ მთლიანობაში 28 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და 2 ლელო გაიტანა.
რაც შეეხება საკლუბო დონეს, ის 2011 წლიდან “ჩიფსის” ღირსებას იცავდა და სუპერ რაგბიში ჩატარებულ 82 მატჩში 10 ლელოს დადება მოახერხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია