შიდა რაგბი

17:13 | 11.12.2017 | ნანახია 1754 - ჯერ

პირველი ლიგა: მარცხის მიუხედავად "პატარძეული" ლიდერობს

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მიმდინარე პირველობა მატჩების სიმძაფრით, საერთო დონისა და ქომაგის მატებით გამორჩეული გახლავთ. დიდი 10-ის საგზურის მოსაპოვებლად 3 გუნდი ტოლ-სწორად იბრძვის. დანარჩენი კლუბები კი ლიდერებთან თავს არ ზოგავენ და პერიოდულად კარგი თამაშის დემონსტრირებასაც ახერხებენ.

აუტსაიდერმა ‘ხულიგანამ’ პირველი გამარჯვება იზეიმა. გოშა შკინინისა და მამუკა ტყეშელაშვილის შეგირდებმა ‘ივერიას’ 8 ლელოგაუტანეს და პირველობისჯერჯერობით ყველაზე უხვქულიან შეხვედრაში 52:39 იმარჯვეს. მართალია, ‘ივერია’ მეტოქეს შერკინებაშიჯაბნიდა, სანაცვლოდ ‘ხულიგანამ’ ხელდახელ, გაშლილი, სწრაფი თამაშის წყალობით, დებიუტში მიღებული 10-ქულიანი დეფიციტიც იოლად აღმოფხვრა და ერთი ხანობა 27 ქულითაც კი დაწინაურდა.წყვილი ლელოთი და 6 ზუსტად შესრულებული გარდასახვით ხულიგანას ჰავბეკი თორნიკე ვახანია გამოირჩა. მიხეილ ჩაჩუას შეგირდებმა ბოლომდე იბრძოლეს, მთლიანობაში 7 ლელოს დადება მოახერხეს და მეტოქეს პრემიალური ქულის აღებაარ დაანებეს. ‘დუბლი’ ‘ივერიას’ფრთის მოთამაშე ისმაილ მარსაგიშვილმა შეასრულა. ‘ივერია’ ცხრილში 6-ე ადგილამდედაქვეითდა, ‘ხულიგანამ’ კი ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ‘იუნკერებთან’ ჩამორჩენა 4-ქულამდე შეამცირა.

‘დინამომ’ ოზურგეთის ‘არწივები’ პრემიალური ქულის თანხლებით 35:20 დაამარცხა. სერგო რამიშვილის გუნდმა თამაშს აშკარად უმატა, ბოლოს 3 შეხვედრაში 11 ქულა დააგროვა და მიმდინარე ჩემპიონატში მოწინავე კვარტეტში პირველად დამკვიდრდა. უხნესს ქართულ კლუბს, გურულებმა ჯეროვანი წინააღმდეგობა უწიეს და გარემარბ დავით დოლიძის ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე 21:20 შეამცირეს. ‘დინამო’ მეტოქეს შერკინებაში ჯაბნიდა და ხაზსშიც უკეთ გამოიყურებოდა, რაც ვასო ებრალიძის, ბექა არევაძის, კლავდიუს ხუციშვილისა და გიგა არაბულის გატანილ ლელოებში აისახა. ‘დინამომ’ პრემიალური ქულა მატჩის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე საჯარიმო ლელოთი მოიპოვა. მიჯრით მესამე მარცხის შემდეგ, ‘არწივებმა’ ცხრილში 5-ე პოზიციაზეჩაინაცვლეს.

გამარჯვებათა იშტაზე მოსულმა ‘ყოჩებმა’, მიჯრითმეხუთემოგება, ამჯერად ‘იუნკერებთან’ გაიფორმეს. ქვეყნის 3-გზის ჩემპიონს მატჩის დასაწყისი კარგს არაფერს უქადდა. სერიოზული საკადრო პრობლემების მიუხედავად/კიკეთელებს ძირითადის 6 ტრავმირებული მორკინალი და დისკვალიფიცირებულიშუამარბი ბექა სამსიანი აკლდათ/, გიორგი ნოზაძისა და გიორგი ზაბახიძის შეგირდებმა დებიუტში 10:0 დაწინაურებაც მოახერხეს. ‘იუნკერები’ უპირატესობის მოპოვებას ხაზის გაჭრით, მიყოლითა და ოფლოუდებით ცდილობდნენ. ‘ყოჩებმა’ კი შერკინებითა და მძლავრი მოლით თამაშს,ორივე ფრთაზე სწრაფი გარღვევები დაურთეს, რამაცფავორიტისთვის სასურველი შედეგი გამოიღო.გარემარბმა მიხეილ რეხვიაშვილმა და მარბიელმა გოგა იასაღაშვილმა ‘დუბლი’ შეასრულეს. ვეტერანიბორჯღალოსანი,მგეზავი თემურ სოხაძე ჩვეული, უნარიანი თამაშით გამოირჩა. ავთო ცინცაძეს სამმა 18 წლის ჭაბუკმა მორაგბემაც გაუმართლა, რომელთა შორის, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მარბიელ ნიკა თეზელაშვილის კარგი თამაში. ‘ყოჩებმა’ სულ 5 ლელო გაიტანეს, 33:17 მოიგეს, დაგეგმილი პრემიაც აიღეს და ჩემპიონატის ლიდერ ‘ვეფხვებს’ 1 ქულითღა ჩამორჩებიან.

ტურის გამორჩეული მატჩი ქუთაისში გაიმართა. ‘აიას’ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ადგილობრივი ‘არესისა’ და პატარძეულის ‘ვეფხვების’ შეხვედრას 1500-მდე ქომაგი დაესწრო, რომელთა შორის კახელი გულშემატკივარიც მრავლად გახლდათ. მასპინძლებს დიდად წაადგათ შუამარბლაშა ძნელაძისა(გატანილი ლელოთი გამოირჩა) და 18 წლამდელთა ნაკრების ყოფილი მარცხენა ბურჯის გიორგი ახალაძის მატება. ფრთის მოთამაშე თაზო ლაღაძემ საკუთარ დაბადების დღეს საჩუქრად, მატჩის დასაწყისში გატანილი ლელო მიუძღვნა, რასაცგუნდის ლიდერ გაგა სინაურიძის გარდასახვა და 2 გატანილი ჯარიმაც დაერთო და ‘სერჟის’ ბიჭები ლიდერთან შეხვედრაში 13:3 დაწინაურდნენ.კახელებმა ბურთზე კონტროლი თავიდანვე დააწესეს,სათამაშო უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა რიონისპირელები სტუმრებს მცირე შეცდომასაც არ პატიობდნენ. მეორეტაიმის შუაწელს ‘არესს’ დაღლა დაეტყო. დერეფანში შექმნილი პრობლემების გარდა,ქუთათურთა ორმა მოთამაშემ მთავარ არბიტრ გია ამირხანაშვილს ყვითელი ბარათები დასტყუა, რითაც ზვიად ცუხიშვილის და ზურა ამონაშვილის შეგირდებმა ისარგებლეს. ‘ვეფხვების’ შუამარბმა ვანო გაბროშვილმა და ფულბეკმა მურაზ გიორგაძემ 2 ლელოს გატანა მოახერხეს,თუმცა კახელებს ორივე გარდასახვა გაუცუდდათ და დრამატული მატჩი ‘არესმა’ 18:16 მოიგო.რიონისპირელები თანაბარქულიან ‘ყოჩებს’ უკეთესი პირისპირ ბალანსით ჯობნიან და ცხრილშიც მეორე ადგილს იკავებენ. კახელებს კი აღებულმა ნუგეშ-ქულამ ერთპიროვნული ლიდერობა შეუნარჩუნა.

პირველი ლიგაგაისად, 2018 წლის მარტის დასაწყისში განახლდება. პირველობის გამარჯვებული დიდი 10-ის საგზურს მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი ელიტაში მოხვედრას, დიდი 10-ის ბოლოსწინა ადგილოსანთან 2-რაუნდიან დაპირისპირებაში ეცდება.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:24 | 12.12.2017
ogafa (407)

წარმატებები

0.082001