ლეგიონერები

3:33 | 10.12.2017 | ნანახია 4394 - ჯერ

გიორგი ფრუიძის ლელო და ლაშა მალაღურაძის 14 ქულა “სტად ფრანსესთან” მატჩში (+VIDEO)

ჩელენჯ ქაფის მე-3 ტურის მატჩში “სტად ფრანსემ” “კრასნი იარს” უმასპინძლა და რევანშის აღება მოახერხა.

რუსულმა კლუბმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და მე-60 წუთისთვის მხოლოდ მინიმალური სხვაობით აგებდა, თუმცა დარჩენილ დროში ფრანგებმა მაინც იძალეს და საბოლოოდ 15-ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს.

“კრასნი იარის” კარგი თამაში დიდწილად ქართველი მოთამაშეების დამსახურებაა. სტუმართა 24 ქულიდან 14 ლაშა მალაღურაძის ანგარიშზეა, რომელმაც 3 ჯარიმა, 1 არეკნი და 1 გარდასახვა გაიტანა, ხოლო 45-ე წუთზე ქართული ლელო დაიდო: მეტოქის 22-თან ლაშა მალაღურაძემ ბურთი გიორგი ფრუიძეს გაატანა, რომელიც ერთ მეტოქეს გაუსწორდა, შემდეგ მშვენიერი გარღვევა მოაწყო და ფრანგული კლუბი მოკლე ფრთაზე დაალელოვა.

ფრუიძე და მალაღურაძე შუამარბის პოზიციაზე თამაშობდნენ და მინდორზე 80 წუთი გაატარეს. თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო მიხეილ წიკლაური, ხოლო რუსეთის მოქალაქეები გრიგოლ და ვალერი ცნობილაძეები ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. გრიგოლმა 58-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ვალერი 66-ე წუთზე შეცვალეს. “სტად ფრანსეს” შემადგენლობაში ერთმა ქართველმა ირაგბა – გიორგი მელიქიძე მოედანზე 67-ე წუთზე შემოვიდა.

1.

ედინბურგი

3

3

0

0

160:48

14

2.

სტად ფრანსე

3

1

0

2

75:102

6

3.

ლონდონ აირიში

3

1

0

2

78:94

5

4.

კრასნი იარი

3

1

0

2

72:141

5

I ტაიმი



II ტაიმი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109648