‘ბათუმი’ ‘ვიადანას’ მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე 19 ქულის სხვაობით ამარცხებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, 4 ლელო გაუშვა და 4-ის ნაცვლად მხოლოდ 1 ბონუს ქულას დასჯერდა - 27:31.
მიუხედავად ამისა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი „ბ“ ჯგუფში პირველ ადგილზე რჩება, რადგან მისი სამივე კონკურენტი დამარცხდა. იტალიის ჩემპიონ ‘კალვიზანოს’ ‘ბათუმის’ მომავალმა მეტოქემ, რუმინეთის ჩემპიონმა ‘ტიმიშოარა-სარასენსმა’ 15:13 სძლია და „ა“ ჯგუფს 13 ქულით ლიდერობს. კიდევ ერთი იტალიური კლუბი ‘პეტრარკა’ გერმანიაში ‘ჰაიდელბერგთან’ 15:19 დამარცხდა, ხოლო ‘როვიგომ’ პორტუგალიის ჩემპიონი ‘ლისაბონის უნივერსიტეტი’ 45:7 გაანადგურა. ამრიგად, ‘ბათუმს’ 8 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, მას ქულით ჩამორჩება ‘კალვიზანო’ და 2-ით ‘პეტრარკა’, ხოლო პორტუგალიელებს 4 ქულა აქვთ.
იტალიაში გამართული მატჩის პირველი ტაიმი ‘ბათუმმა’ მაღალ დონეზე ჩაატარა და 3 ლელო გაიტანა. ქართველები დიდ უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში, აკონტრლებდნენ ბურთს და დროს უმეტესად შეტევაში ატარებდნენ. პირველი ლელო მე-5 წუთზე სანდრო ქოიავამ გაიტანა, მე-14 წუთზე 5-მეტრა შერკინებიდან ხვიჩა ბუჯიაშვილმა შეუტია და მისი გამჩერებელი აღარავინ იყო. ბახვა კობახიძემ ორივე გარდასახა და სტუმრები 14:0 დაწინაურდნენ.
მასპინძლებმა ერთი ლელო გაქვითეს, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენეს, მერე ‘ბათუმი’ ორჯერ იყო ახლოს ლელოს გატანასთან და საბოლოოდ საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, ხოლო კობახიძემ ზედ შესვენების წინ ჯარიმა გაიტანა. მანვე მეორე ტაიმის დასაწყისში ჯარიმა ცენტრიდანაც გაიტანა და ანგარიში 27:5 გახდა. გაჩნდა მოლოდინი, რომ კიდევ ერთი ლელოს გატანით ‘ბათუმი’ გამარჯვებასთან ერთად შინ ბონუს ქულასაც წამოიღებდა და ფლეი ოფშიც ნაადრევად გავიდოდა.
სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ‘ვიადანა’ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა, რაც ორ ლელოში მალევე ასახა, 68-ე წუთზე კი ჯარიმა გაითამაშა და სხვაობა 3 ქულამდე დავიდა. დასკვნითი წუთები იტალიელებმა შეტევებში გაატარეს და რეფერიმ ერთმანეთის მიყოლებით სამი ბათუმელი მორაგბე გაასინბინა, ბოლო წუთზე კი, მოლის ჩაქცევისთვის 12 სტუმარი საჯარიმო ლელოთიც დასაჯა და ‘ვიადანამ’ 31:27 იმარჯვა.
|
|
ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში "ბათუმი" 16 დეკემბერს "ტიმიშოარას" უმასპინძლებს.
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დასანანია ნამდვილად, მაგრამ ეხლა აუცილებლად გვმართებს "ტიმიშოარა"-სთან მოგება.
ქართული მხარე არაფერ შუაშია ტრანსილაციასთან ეგ იტალიელების მინუსი იყო ინტერნეტიც კი არიყო ნორმალური რომ ჩვენებს ეჩვენებინათ ძალიან ჭედავდა რეპირტაჟი....მაგრამ მაინც ჩანდა როგორც კარგი ისე ცუდი....სიღრმე ამ გუნდის ძალიან დიდი მინუსია კი გადაიყვანეს ქოიავა ხმალაძე ურჯუკაშვილი მაგრამ მაინც ვერ მიიღეს სიღრმე....ორი ბიჭი მაინც უნდა აეყვანათ 20წლამდელებიდან თუნდაც კვესელაძე-სპანდერაშვილი უარს იტყოდნენ??არმაზში თამაშს ევროტურნის ამჯობინებდნენ დარწმუნებულივარ....იმედია პლეიოფში გავალთ და მერე მაინც დაიმატებენ ბიჭებს...ამ გუნდს სამი-ოთხი ნაკრების კანდიდატი და ყველასთან ფავორიტები ვიქნებით....და ისიც ჩემი აზრია რომ ჩვენ ჩემპიონატში ბათუმს სამი გუნდი მაინც ჯობია....აია ლელო და თუნდაც ლოკომოტივი ბათუმზე ძლიერი და ღრმა გუნდებია....მაგრამ ესეც დასაფასებელია რასაც ბათუმი აკეთებს დგავს პირველ ნაბიჯს და სხვა გუნდებმაც უნდა აუბან მხარი.....და ფინანსებიიი
ძალიან დამწყდა გული,ჯერ რომ ვერ ვუყურე,მეორე რომ წავაგეთ.თან საოცრად ჩატარებული(თურმე)პირველი ტაიმის მერე.იქნებ რუმინელებს მოვუგოთ აქ.წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს...
არ იყო შესაძლებელი პირდაპირი რეპორტაჟის???
"შესაძლებლობა" უნდა დამეწერა
დასანანია