ჩემპიონატები

23:30 | 8.12.2017 | ნანახია 1613 - ჯერ

“მონპელიეს” სტენდერის შეძენა სურს

ირლანდიის ნაკრების და “მანსტერის” ერთ-ერთი ლიდერის სიჯეი სტენდერის შეძენა ფრანგულ “მონპელიეს” სურს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტოპ 14-ის წარმომადგენელი სამხრეთ აფრიკაში დაბადებული მესამეხაზელით სერიოზულადაა დაინტერესებული და სარფიან კონტრაქტს სთავაზობს. გარდა ამისა, ჯერჯერობით სტენდერი და “მანსტერი” ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან.

ცნობისთვის, 27 წლის მორაგბე “მანსტერის” ღირსებას 2012 წლიდან იცავს და 103 მატჩში 31 ლელო აქვს გატანილი. ის ირლანდიის ნაკრებში 2016 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ “სამყურების” კვართი 18-ჯერ მოირგო და 7 ლელო დადო.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:59 | 09.12.2017
McCaw (168)

ძაან სერიოზული ძალა იქნება 6 ერზე ამის თამაშები ვნახე ერთი გამორჩეული მორაგბეა სამყურების რიგებში

11:06 | 09.12.2017
geogoli (367)

ძალიან მაგარი მორაგბეა სტენდერი, გააძლიერებს მონპელიეს

0.072026