არგენტინის ნაკრების ბურჯი ლუკას ნოგუერა კარიერას ავივა პრემიერშიფში განაგრძობს. “ბათის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და 24 წლის პირველხაზელი ინგლისურ კლუბში ჩაირიცხა.
“მოუთმენლად ველი ახალ კლუბში თამაშს. “ბათი” ამბიციური კლუბია, რომელშიც დარწმუნებული ვარ, როგორც მოთამაშე გავიზრდები”, - განაცხადა ლუკასმა.
ნოგუერა არგენტინის ნაკრებში 2014 წელს გამოჩნდა, 38 კეპი მოიხვეჭა და 1 ლელო გაიტანა. არგენტინული წესის მიხედვით, ის “პუმებში” ვეღარ ითამაშებს, თუმცა თუ ბოლო პერიოდში ნაკრების შედეგს და მოთამაშეების გადინების პროცესს გავითვალისწინებთ, გამორიცხული არაა, რომ არგენტინელებმა ლეგიონერების დაბრუნება გადაწყვიტონ, რაზეც საუბარი უკვეა და ამის შესახებ გაუწყეთ კიდეც.
ლუკასი 2015-2017 წლებში არგენტინული ფრანჩიზის “ხაგუარესის” ღირსებას იცავდა და სუპერ რაგბიში 15-ჯერ ითამაშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია